Alexa myGO

სიახლეები

სოც-მედიის სტრატეგია: როგორ დავიწყოთ
24 იანვარი 2022     719

სოც-მედიის სტრატეგია: როგორ დავიწყოთ

ბუნევრივია მხოლოდ პერიოდული ფიქრი სტრატეგიულ ელემენტებზე არაა საკმარისი იმისთვის რომ მათი დანერგვა წარმატებული იყოს. პირველ რიგში სახელმძღვანელო პრინციპები უნდა გვთავაზობდნენ უშუალო ხედვას გარკვეულ მიზანთან მიმართებაში. პირველი ნაბიჯი ამის მისაღწევად არის ფუნქტებად ამ ყველაფრის დაყოფა და ჩაწერა. როდესაც ამა თუ იმ გეგმას შეადგენთ მას მიყევით და გამოიყენეთ გზამკვლევად, იმის მაგივრად რომ პერიოდულად დახედოთ ხოლმე. თუ საჭირო გახდა სტრატეგია შეცვალეთ და ჩაინიშნეთ ეს ცვლილებები

Firespring-ი შემდეგ რჩევებს გვთავაზობს: შექმენით საზიარო დოკუმენტი თქვენი გუნდისთვის სადაც წევრები შეძლებენ რედაქტირებას, დამატებას და ზოგადად კოლაბორაციას იმისთვის რომ თქვენი სტრატეგია რაც შეიძლება ეფექტური იყოს. მათ ასევე ექნებათ საშუალება დროის განვმალობაში დააფიქსირონ საკუთარი აზრი ამა თუ იმ ფუნდამენტურ გადახვევებზე.


შექმენით პრაქტიკული თაიმლაინი თქვენი სოც-მედიის სტრატეგიისთვის

პირველ რიგში დაიწყეთ გარკვეული თარიღის არჩევით და მისი საბოლოო ვადად დათქმით. მასთან რელატიური დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს დანარჩენ მცირე მიზნებს, რომლებიც დამატებითი საზომი ერთეულები იქნებიან.



მაგალითად, თუ თქვენ გყავთ 1,000 გამომწერი Facebook-ზე და გინდათ რომ 500 მოიმატოთ შემდეგ 6 თვეში, მაშინ თვეში 67 ახალი გამომწერი გჭირდებათ ყოველ-თვე, ნახევარი წლის განვმალობაში. შექმენით ზოგადი თაიმლაინი, გაითვალისწინეთ სეზონების მიხედვით აქტიურობა და სხვა მსგავსი შერეული (confounding) ცვლადები.

რამდენად ხშირად დადებთ პოსტებს? რის დადებას გეგმავთ? გაითვალისწინეთ პლატფორმაც. მაგალითად, Twitter-ზე დღეში რამდენიმე პოსტი ბევრად მისაღებია, ვიდრე Instagram-ზე ან Facebook-ზე. შეგიძლიათ დროის განრიგიც გაითვალისწინოთ და დილა-საღამოს უფრო შესაბამისი პოსტები დადოთ. ანუ, Firespring-ის თქმით, ერთგვარი "კონტენტ კალენდარი" შეკრათ. როდესაც ამგვარი ორიენტირი გაქვთ იდეების მოფიქრებაც უფრო მარტივი ხდება.


შეამოწმეთ თქვენ გავლენა სოც-მედიაში

წერის დაწყება უფრო გაგიადვილდებათ როდესაც უკეთ შეიცნობთ საკუთარ პოზიციას ონლაინ ბაზარზე. კონკრეტულად რას ნიშნავს ეს? ინსპექცირებას და შემოწმებას, ანუ საკუთარი სტატისტიკის შემოწმებას (საშუალო მოწონების რაოდენობა ერთ პოსტზე), მონაცემების გადახედვას, პოპულარულობის განსაზღვრას და მსგავსი დეტალების ჩაწერას.



თქვენი კონკურენტების სოც-მედიის გავლენაც გასათვალისწინებელია ისევე როგორც მათი აქტივობა სხვადასხვა პლატფორმებზე. ამ საშუალებებით შეგიძლიათ უფრო რეალური მიზნები დაისახოთ თქვენი ბიზნესისთვის.


შეარჩიეთ თქვენი სოც-მედიის ხელსაწყოები

შემდეგ ეტაპზე აარჩიეთ განრიგისთვის განკუთვნილი ხელსაწყოები თქვენი ბიზნესისთვის. შესაძლოა გარკვეული პოსტის გაზიარება გინდოდეთ რომელიმე პლატფორმაზე. თუმცა, ყოველ ჯერზე საკუთარი თავისთვის იმის შეხსენება რომ ამა-და-ამ დროს Facebook-ზე პოსტი უნდა დადოთ დროის ფუჭ ფლანგვას ითვალისწინებს.



ამის მაგივრად შეგიძლიათ ონლაინ იპოვოთ ხელსაწყოები, რომლებიც დააკავშირებენ თქვენს ანგარიშებს/ექაუნთებს და დამატებით მოგცემენ საშუალებას რომ წინასწარ დაკვეთოთ პოსტების დადების დრო. მაგ: Hootsuite, Buffer & Sprout Social. ესენი დამატებით გთავაზობენ ანალისტურ ინსტრუმენტებს. არაა საჭირო ყველა ფუნქცია გატესტოთ, მონაცემები საკმარის სიგნალებს მოგაწვდიან.


აირჩიეთ თქვენი სოც-მედიის სტრატეგოსი

უკანასკნელი და ყველაზე რთული ნაბიჯი კი ამ საქმიანობის ერთი ან რამდენიმე პირისთვის დავალებაა. თუ თქვენ მზად გაქვთ თქვენი სოც-მედიის სტრატეგია და, ამავდროულად, არ გყავთ ინდივიდი რომელიც შეასრულებს და გააკონტროლებს ამ დავალებებს მაშინ წარმატების შანსი დაბალია.

ასეთი მიდგომით, გეცოდინებათ რომ თქვენი სოც-მედიის გავლენა მუდმივი ფაქტორი იქნება თქვენი ონლაინ ბიზნესის განვითარებაში.

შესაძლოა ეს სფერო დამზაფვრელი ჩანდეს ერთი შეხედვით, თუმცა სანდო პირი სწორ ადგილას და ძლიერი, დეტალური სტრატეგია თქვენი ბიზნესის განვითარებას უფრო ინტრიგის წყაროდ გახდის ვიდრე სტრესის.

იკა

იკა