დიზაინერების როლი საზოგადოებაში

დიზაინერების როლი საზოგადოებაში
24 იანვარი 2022     3462

დიზაინერების როლი საზოგადოებაში

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ეთიკაზე დიზაინში, ეთიკურ პრინციპებზე და დიზაინის ფილოსოფიაზე (პერ გალე). ამჯერად კი გთავაზობთ ამონარიდებს რაიან გიბონის სტატიიდან:

გრაფიკული დიზაინის ეთოსი, უკვე დიდი ხანია, არასწორად ითვლება როგორც კავშირი მყიდველებსა და მიმწოდებლებს შორის. გასული საუკუნის განვმალობაში გრაფიკული დიზაინერები მუშაობენ და არეკლამებენ ისეთ პროდუქტებს და სერვისებს, რომლებსაც არც იყენებენ და არ სჯერათ. გარკვეულ შემთხვევებში დიზაინერებს, საკუთარი მომხიბვლელი ფრაზებით და გამონათქვამებით, საკუთარი წვლილი შეაქვთ ზედმეტ მოხმარებაში და უზარმაზარი ნარჩენების დაგროვებაში. თუმცა, ზოგი დიზაინერი უკვე იწყებს ფიქრს იმაზე თუ რა კონტენტის დიზაინს აკეთებენ და ჯდება თუ არა ეს მათ პერსონალურ და პროფესიულ ეთიკურ სტანდარტებში. იდეების კომბინირების ნიჭით, პრობლემების გადაწყვეტის და ძლიერი კომუნიკაციური უნარებით მათ აქვთ საშუალება რომ ეს ყველაფერი გამოიყენონ იმისთვის რომ უკეთ გავერკვეთ მსოფლიო კულტურულ და სოციალურ საჭიროებებში. იმის მაგივრად, რომ უბრალოდ პროდუქტი გაყიდონ, გრაფიკული დიზაინერები, ეხლა უფრო მეტად ვიდრე ოდესმე, იყენებენ ამ უნარებს იმისთვის რომ, ლოკალურ თუ გლობალურ, საზოგადოებაზე პოზიტიური გავლენა იქონიონ.


ღირებული, და ერთი სიტყვით, კარგი დიზაინის იდეა ახალი კონცეფცია ნამდვილად არაა. თაობების ცვლასთან ერთად ესეებში, წიგნებში და თუნდაც მანიფესტებში იწერებოდა და განიხილებოდა "კარგი" დიზაინი. როდესაც კენ გერლენდმა, 1964 წელს, გამოუშვა თავისი "First things first" მანიფესტი ლონდონში მისი მიზანი იყო დიზაინის როგორც სფეროს რეფოკუსირება იმისთვის რომ ის უფრო ღირებულ დონეზე ასულიყო საზოგადოებაში. ის უტევდა კონსუმერისტულ კულტურას და კრიტიკული აზროვნების არ არსებობას. დიზაინერები და ხელოვანები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ მანიფესტს, აპროტესტებდნენ იმ იდეას რომ დიზაინი ნეიტრალური იყო; მათი აზრით მას წვლილი უნდა შექონდეს საზოგადოებაში იმის მაგივრად რომ მისგან იღებდეს რამეს. ამ დროისთვის ბევრი დიზაინს უყურებდა როგორც სამომხმარებლო ინსტრუმენტს და უგულებელყოფდა მისი საზოგადოებრივი გარდაქმნის ძალას.



დავუბრუნდეთ მთავარ კითხვას, რა შეიძლება ჩაითვალოს კარგ დიზაინად? მიკე ვეიკერტის, მერილენდის ხელოვნების ინსტიტუციური კოლეჯის დამფუძნებელი დირექტორი, პასუხი ამ კითხვაზე ეხება ბევრ ასპექტს რომელებიც მისცემენ არა-დიზაინერებს საშუალებას რომ უკეთ გაერკვნენ რუ რა არის ამ სფეროს ყოველდღიური საქმიანობის შინაარსი და როგორ შეიძლება ამ ინფორმაციით პოზიტიური ცვლილებების დანერგვა. პროცესი ბევრად უფრო ჩახლართულია ვიდრე, სიტყვაზე, ბროშურის დიზაინი არა-კომერციული ორგანიზაციებისთვის. ის მოიცავს ისეთ ელემენტებს, როგორებიცაა პრობლემების იდენტიფიკაცია, მიზნების და აუდიენციის დეტალურად აღწერა, გამოკვლევაში იმერსია, დიზაინური სტრატეგიის დანერგვა და ზოგადი კოლაბორაციული, მულტი-დისციპლინარული მიდგომა პრობლემის გადაწყვეტის მიმართ. დიზაინის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება ქველმოქმედების ერთ-ერთ განხრად არ უნდა ჩავთვალოთ, ეს არის მნიშვნელოვანი ხერხი რითიც ხდება წვლილის შეტანა ლოკალურ, ნაციონალურ და გლობალურ კეთილდღეობაში.


ძლიერი საფუძვლით და გაგებით, დიზაინერებს აქვთ საშუალება გახდნენ პროფესიონალი ისტორიის მთხრობელები მომხმარებლისთვის (სხვადასხვა მატერიალის შექმნით). წარსულში, კომერციული დიზაინერები რომლებიც კორპორატიულ რეკლმებზე მუშაობდნენ პროექტების ზოგად გავლენას უგულებელყოფდნენ (პორტფოლიო იყო მთავარი სამიზნე). დღეს, ეს სამუშაო არა მარტო რელევანტურია, არამედ ზოგი სააგენტო პირდაპირ ამ მიზნით ეძებს დიზაინერებს. დიზაინერების დამწყებთა უმეტესობას არ აქვს არჩევნის საშუალება, საკუთარ კონტენთან მიმართებაში, შესაბამისად, ისინი ძირითადად ყურადღებას აქცევენ ფრილანსერულ სამუშაოებს. იმის მაგივრად რომ გააკეთონ დიზაინები მხოლოდ არა-კომერციული ან საქველმოქმედო კომპანიებისთვის, ახლა დიზაინერები გადაერთვნენ საკუტარი სამეზობლოს გაუმჯობესებაზე (არააქვს მნიშნელობა ჩვენ კონკრეტულ უბანს ვგულისხმობთ, ქვეყანას თუ მსოფლიოს). ისეთი სამუშაოს შესრულებით, რომელიც გარკვეულ დონეზეა პიროვნულია დიზაინერები უკეთ ითვისებენ კომუნიკატორულ როლს.



დიზაინერებს, საკუთარი კრეატიული უნარებით, აქვთ ძალიან დიდი საშუალება რომ საზოგადოება საკუთარი ძალაუფლების კვალობაზე შეცვალონ. ძალაუფლებას მოყვება საკუთარი პასუხისმგებლობები, საზოგადოებასთან, ბუნებასთან და დიზაინერულ გარემოსთან მიმართებაში... რას ნიშნავს იყო დიზაინერი ეს უშუალოდ დიზაინერებზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ჩვენვე, უნდა გადავწყვიტოთ როგორ დავარეკლამებთ საკუთარ პროფესიას და უნარებს ამ პროფესიასთან მიმართებაში.


რომ შევაჯამოთ, ყველა დიზაინერი, სტუდენტია იგი თუ პედაგოგი, კარგად უნდა გაერკვეს თუ რა საქმიანობას უთმობს თავის დროს. რეფლექსიისთვის დროის გამოყოფით, დიზაინერებს შეუძლიათ საკუთარი ძალაუფლების დახვეწა და საკუთარი მცდელობების ფოკუსირება პოზიტიურ ქმედებებზე; მნიშვნელობა არ აქვს ეს ჰაიტისთვის სუფტა წყლის მიწოდებაში დახმარებაა თუ საჯარო უსაფრთხოების ინფორმაციის გაზიარება საკუთარი სამეზობლოსთვის. თუ ჩვენ აღარ შევხედავთ დიზაინს როგორც ამპარტოვნობის გამოხატვის მედიუმს და ამის მაგივრად შეგვეძლება ჩვენს ლოკალურ, ნაციონალურ და გლობალურ გარემოზე გავლენის ქონა. ნებისმიერი დიზაინერის კომპლექტის საჭირო ნაწილია იმის გაგება რომ ჩვენ გვაქვს გარშემომყოფების ცხოვრების გაუმჯობესების საშუალება.



(ამონარიდები Ryan Gibboney-ს სტატიიდან "Wicked World of Ethics in Graphic Design")

იკა

იკა