ROI & KPI
24 იანვარი 2022     2277

ROI & KPI

ამ ბლოგში ROI-ზე ვისაუბრებთ, ეს აბრივაცია საკმაოდ ბევრს ნიშნავს მარკეტინგის და ფანდრეიზინგის სამყაროში. განსაკუთრებით, მაშინ, როცა, როგორც დიზაინერი, მუშაობთ რომელიმე კომპანიაში ძალიან ხშირია ROI-ზე მუდმივად საუბარი და რეზულტატების მოთხოვნა, გამართლება, ანალიზი, კრიტიკა, ა.შ.

შესაძლოა საერთოდ ისეთი აღმასრულებელი დირექტორი ან მმართველობის წევრი გყავდეთ რომელსაც არ სჯერა მარკეტინგის.



Firespring-ის, ალეკ მაქჩესნის აზრით, Return on Investment (მოგება საინვესტიციო კაპიტალიდან) არაა საჭირო ისეთი დამთრგუნველი იყოს როგორც ბევრისთვის არის. ეს საზომი პირდაპირ გვატყობინებს რამდენად ეფექტური ან მომგებიანი იყო ესა თუ ის ინვესტიცია ჩადებული თანხის და მოზიდული კაპიტალის შედარებით.

რამდენიმე რჩევა რომელთა თქვენს გეგმაში & ბიუჯეტში იმპლიმენტაციით ბევრად გაიადვილებთ საქმეს.


KPI & მათი მნიშვნელობა

პირველ რიგში განსახილველია: KPI. Key performance indicators (შესრულების ძირითადი მაჩვენებლები).



ნებისმიერ დროს როცა მარკეტიგულ სქემას სახავთ, არააქვს მნიშვნელობა ეს დიდი სოც-მედიის კამპანიისთვისაა, პირდაპირი მეილებისთვის თუ ღონისძიებისთვის უნდა გაითავისოთ შესრულების ძირითადი მაჩვენებლები. ყველაზე მარტივი გზა რომ უფრო აშკარად გახადოთ KPI არის რომ გაანალიზოთ მიზნები და დაუსვათ საკუთარ თავს კითხვა იმაზე თუ რა იქნება საჭირო რომ ამ მიზნებს მიაღწიოთ? რომელი ცვლადები?

თუ თქვენი მიზანია X რაოდენობის გამომწერების შოვნა Y დროში, ამ პროცესს თან ერთვის თავისი KPI. თუმცა, მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ რომ ეს KPI-ები თვით მიზნები არაა. KPI-ების მთავარი ფუნქცია ერთგვარი სიგნალია, რომ სწორ გზას ადგახართ.


თითოეულ მარკეტიგულ სტრატეგიას თავისი ROI სჭირდება

მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, ყველა სტრატეგიისთვის საკუთარი ROI კალკულაციის მინიჭებაა. სხვადასხვა ღონისძიებებს, პოსტებს, მეილებს სხვადასხვა გავლენა აქვთ თქვენს ონლაინ ბიზნესზე, შესაბამისად, მათი ერთად დაჯგუფება ROI-ს მხრივ უადგილოა.

დამატებით, კი იმედგაცრუების მომტანი. ასეთ შემთხვებში, არ იქნება გასაკვირი თუ ჩათვლით რომ ზოგი აქტივობა საერთოდ გამოუსადეგარია იმიტომ რომ პირდაპირი კავშირი არ აქვს უნიფორმულ ROI-სთან.



ზუსტად ამიტომ, მნიშვნელოვანი რომ სხვადასხვა მიზნები იყოს დადგენილი.

თუ თქვენ ფინანსურის გარდა გარკვეული მიზნები გაქვთ მათი ROI-თ განსაზღვრა არც თუ ისე სახარბიელოა. იმის გათვალისწინებით რომ მხოლოდ ეს ცვლადი არაა მნიშვნელოვანი ამა თუ იმ აქტივობის ღირებულების განსასაზღვრათ.

როცა ROI-ს განიხილავთ იმის მაგივრად რომ ყურადღება მიაქციოთ ნეგატიურ ელემენტებს, შეეცადეთ დაინახოთ მასთან დამოკიდებულება როგორც ერთგვარი საშუალება რომ კრეატიული და ექსპერიმენტალური ხელსაწყოები გამოიყენოთ.


დაასრულეთ გამოწვევით

თქვენი შემდეგი გამოწვევა უნდა იყოს ახალი კამპანიის დაწყებისას KPI-ს დაწესება და ROI-ს რელატიურობის გარკვევა ამ მიზანთან მიმართებაში. ყოველთვის მიუდექით პრობლემებს (თუნდაც უნივერსალური პრინციპებიდან გამომდინარე) სპეციფიურად როცა საქმე ROI-ს ეხება.

იკა

იკა