Alexa myGO

სიახლეები

3 ქცევითი ეკონომიკის პრინციპი დიზაინერებისთვის
03 დეკემბერი 2021     178

3 ქცევითი ეკონომიკის პრინციპი დიზაინერებისთვის

ძალიან დიდი ხნის განვმალობაში ეკონომიკური განათლება ისაზღვრებოდა ისეთი აბსტრაქტული პრინციპებით, რომლებიც განცალკევებულ მოდელებზე სპეკულაციით ოპერირებდა. ავსტრიული ეკონომიკური სკოლა, რომელსაც დღეს ეკონომისტები სერიოზულად აღარ აღიქვავენ, სწორედ ამ მიდგომის პირდაპირი შედეგი იყო.

ასეთი ტრენდის მიუხედავად ეს სფერო მაინც განვითარდა და დღეს ბევრად განვითარებულ მეთდოებს იყენებს.; მიუხედავად იმისა რომ ავსტრიული ეკონომიკის "მკაცრმა ეკონომიკამ" (Austerity) სავალალო მდგომარეობაში ჩააყენა პრაქტიკულად ყველა ქვეყანა, რომელმაც მისი პრინციპები გამოიყენა და ამავდროულად დაასრულა აშშ-ს ისტორიაში ყველაზე მზარდი ეკონომიკური წინსვლა.

დღეს უფრო და უფრო პოპულარული ხდება ქცევითი ეკონომიკა, რომელიც მიზნად ისახავს დღევანდელი ეკონომიკური მოდელების ხალხის საქციელის ანალიზის კომბინირებით შექმნას.



ბოლო 30 წელია, ფსიქოლოგები და ქცევითი ეკონომისტები ზუსტად ამას იკვლევენ: თუ როგორ მუშაობს ჩვენი გონება - არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულადაც.

ქცევითი ეკონომიკის ძირითადი პრინციპები დამოკიდებულია რაციონალურობის ცნებაზე. ეკონომიკაში ეს იმავეს არ ნიშნავს რასაც ფსიქოლოგიურ/ფილოსოფიურ თეორიებში ან ყოველ-დღიურ ხმარებაში. რაციონალურობა ითვალისწინებს იმ იდეას რომ ყოველი ადამიანი ცდილობს ზუსტად ის გააკეთოს რაც მისთვის საკმარისად კარგია (შემოსაზღვრული რაციონალურობა, Bounded rationality). ან ტრადიციული თეორიების მიხედვით რაც მისთვის, იმ ინფორმაციიდან გამომდინარე რაც აქვს, საუკეთესო ვერსიაა.

ორივე მიდგომას თავისი კრიტიკა ახლავს, თუმცა მათი ფილოსოფიური დაცვაც არც ისე რთულია. შესაბამისად ის შემოსაზღვრული რაციონალურობა რჩება ქცევითი ეკონომიკის ქვაკუთხედად.

გრაფიკული დიზაინერებისთვის, ამ ტიპის გამოკვლევას, აქვს ის პლიუსი რომ ეხმარებათ მათ გაიგონ როგორ მოქმედებს პროდუქცია აუდიენციაზე.

მიუხედავად იმისა რომ ასეთი საინტერესო პრინციპი ბევრია ბროკ რეი (Ray) გთავაზობთ სამს რომ უფრო ეფექტური გახადოთ თქვენი საქმიანობა:


რეპრეზენტატიულობის ევრისტიკა

რეპრეზენტატიულობის ევრისტიკის ძირითადი იდეა ისაა რომ ხალხი საზღვრავს რამდენად მიეკუთვნება ესა თუ ის ცვლადი რომელიმე კატეგორიას, იმი მიხედვით თუ რამდენად გავს ეს ცვლადი ამ უკანასკნელს. ქცევითი ეკონომისტები ამ იდეას განიხილავენ იმ შემთხვევბში როდესაც მას ხალხი შეცდომაში შეყავს. ამისი საინტერესო მაგალითია მოთამაშის ცდომილება - იმის დაჯერება რომ, რადგან მონეტა 10/9 შემთხვევაში ერთ მხარე ს დაეცა ზუსტად იმავე მხარეს დაეცემა შემდეგშიც.

Frank Kardes-ის, Steven Posavac-ის, და Maria Cronley-ის კვლევის მიხედვით ისეთი ტიპის კომპლექტის დიზაინი რომელიც ნაციონალური ბრენდისას გავს მომხმარებლისთვის უფრო მაღალხარისხიანი ჩანს.



კიდევ ერთი მაგალითია, მაიკლ ჰოლსვორთის (Hallsworth) მცდელობა რომ გაეზარდა რეგისტრაციების რაოდენობა იმ ბიზნესებისგან, რომლებსაც უმცირესობები ფლობდნენ. მან ეს სცადა სტანდარტულ სახელმწიფო ვარიანტზე უფრო მიმზიდველი დიზაინის შექმნით. თუმცა შედეგი საწინააღმდეგო იყო. რეგისტრაციებმა, პირიქით - დაიკლო.

ისეთი რამის შექმნა რომელიც სტანდარტულ კატეგორიებში არ ჯდება შედარებით სარისკოა ამ სფეროში; ამ ნაბიჯთან დაკავშირებული რისკები წინასაწარ გათვალისწინებული უნდა იყოს.


პრაიმინგი

ფსიქოლოგები მუშაობენ რამდენიმე ტიპის პრაიმინგის განსაზღვრებაზე. თუმცა აქ რეი ეხება ორ ტიპს: კონცეპტუალურ პრიმინგს და პერცეპტუალურს.

კონცეპტუალური პრაიმინგი არის იდეა რომ ხალხის ინტერაქცია რომელიმე კონცეპტთან ხდის მასთან დაკავშირებულ კონცეფციებს უფრო მნიშვნელოვანს და ხანდახან მოქმედებს კიდეც მათ საქციელზე. ყველაზე ცნობილი მაგალითია ასაკოვნობისაა. ამ ექსპერიმენტში, ფსიქოლოგები აპრაიმებდნენ ხალხს ხანშიშესულობაზე სხვადასხვა მსგავსი სიტყვების გამოყენებით. პრაიმინგის შემდეგ, სუბიექტები უფრო ნელა დადიოდნენ ვიდრე საკონტროლო ჯგუფის წევრები.

პერცეპტუალური პრაიმინგი, კი, უშუალოდ სტიმულის ფორმას აკავშირებეს დაახლოებით პასუხთან. ზუსტად ეს კონცეფცია გვეხმარება ავხსნათ თუ რატომაა ძლიერი, კონსისტენტური ვიზუალური ბრენდინგი ასეთი ძლიერი იარაღი.


პრიორიტეტული პარამეტრები

ეს იდეა საკმაოდ მარტივი გასაგებია. როდესაც მომხმარებლებს რაიმე ვარიანტს სთავაზობთ და ერთ-ერთს უჩვენებთ როგორც პრიორიტეტულს, ისინი დიდი ალბათობით, სწორედ მას აირჩევენ. მიზანმიმართულად პრიორიტეტული ელემენტების მოხმარარებას აქვს საკმაოდ ძლიერი პროგნოსტული ძალა.



ამის მარტივი მაგალითებია, ორგანოების დონორობა და საპენსიო ფონდები. როდესაც ხალხს პრიორიტეულ არჩევნად ვთავაზობთ ორგანოების დონორობას და საპენსიო ანაბრის გახსნას ისინი აღარ ცვლიან საკუთარ გადაწყვეტილებას.


შენიშვნა ეთიკაზე

ბიჰევიორულ ეკონომისტთა და ფსიქოლოგთა უმეტესობა არასაკმარისად განათლებულია ეთიკაში. მათი საქმიანობა აღწერს როგორ იქცევა ხალხი და არა როგორ უნდა იქცეოდნენ. ჩვენ უკვე რამდენიმე ბლოგში განვიხილეთ ეთიკური პრინციპები, Facebook-ის და ეთიკის ქეისი, დიზაინერების როლი საზოგადოებაში და ა.შ.


შეჯამება

რა თქმა უნდა, დამატებით, ბევრი მსგავსი პრინციპია ქცევით ეკონომიკაში, და თუ ამ ბლოგმა დაგაინტერესათ, გირჩევთ დამატებით ინდივიდუალურად გამოიკვლიოთ თქვენი სურვილისამებრ.

სოციალური ფსიქოლოგია არ ისწავლება დიზაინთან ერთად, იგივე ეხება ეკონომიკურ პრინციპებს. თუმცა უფრო და უფრო აშკარა ხდება რომ, მინიმუმ ელემენტარული, გაგება საჭიროა. იმის უკეთ გათავისება თუ როგორ მოქმედებს დიზაინერული ესტეთიური არჩევანი ხალხის ქმედებებზე საკმაოდ კარგი წინაპირობაა ამისათვის.

იკა

იკა