მიკროსაიტების დიზაინი
23 იანვარი 2022     2660

მიკროსაიტების დიზაინი

ხშირად დიზაინის სტრუქტურირება მაიკრო საიტებსა და მთავარ საიტს შორის იწვევს გაურკვევლობებს. მიკროსაიტი ინდივიდუალური ვებ გვერდია (ან მათი მცირე დაჯგუფება), რომელიც ავრცელებს ან ამდიდრებს თქვენს მთავარ ვებ გვერდს. მთავარი განსხვავება ამ ორს შორის არის ფოკუსი. მთავარი ვებ გვერდები რამდენიმე თემას მოიცავენ როცა მიკროსაიტები კონცენტრირდებიან რომელიმე კონკრეტულზე

მიკროსაიტების გამოყენება შესაძლებელია ლოჯისტიკური ინფორმაციისთვის ან სტატეგიული ინიციატივებისთვის (საკუთარი ბრენდინგით). კარგი მიკროსაიტი გეხმარებათ საძიებო სისტემებში ოპტიმიზაციაში. SEO კი მეტ ტრაფიკს გაწოდებთ, რომელიც დამატებით შესაძლებლობებს გაძლევთ. ამ ბლოგში, Elevation-ი დაგეხმარებათ საუკეთესო დიზაინის და SEO პრაქტიკის გამოყოფაში მიკროსაიტებისთვის.


1. მარტივად გასაგები კონტენტი და იოლი ნავიგაცია

სანამ მიკროსაიტის გაკეთებას გადაწყვეტთ, გადაამოწმეთ რომ მას გარკვეული ფუნქცია ექნება და დამატებით ღირებულებას მოუტანს იმას რაც თქვენს მთავარ საიტზეა განთავსებული. მიკროსაიტმა არ უნდა გაიმეოროს იგივე რაც თქვენს მთავარ საიტზე წერია რადგან მსგავსი კონტენტი აღქმულია საძებო სისტემების მიერ და აზიანებს თქვენს SEO-ს. თუმცა, თქვენ შესაძლოა მაინც დაგჭირდეთ, ვთქვათ, საკუთარი ისტორიის მოყოლა ან მომხმარებლისთვის იმის ახსნა თუ რატომ უნდა აგირჩიონ თქვენ; წინასწარ ნუ იფიქრებთ რომ თქვენი მომხმარებელი უკვე იცნობს თქვენს ბრენდს.





რეკომენდირებული სიგრძე 4 გვერდია იმისათვის რომ რთული არ იყოს ნავიგაცია და დამღლელი არ იყოს კითხვა. ყურადღება გაამახვილეთ მთავარ ასპექტებზე, რაც არაა მაინც და მაინც საჭირო საერთოდ არ მიუთითოთ.


2. CTA

მაიკროსაიტის მიზანია მეტი ტრაფიკი მოიზიდოს, მიაქცევინოს მომხმარებელს რამეზე ყურადღება ან მოიზიდოს მყიდველი. ამიტომ CTA გაძლევთ ზუსტად ამის საშუალებას. მაგალითად, Server1-ზე პირდაპირ შეგიძლიათ ჰოსტინგ სერვისი, ნებისმიერი დამატებითი ჩარევის გარეშე, შეიძნოთ და მისით ისარგებლოთ.


3. თავდაჯერებული თუმცა მომხმარებლისთვის სასიამოვნო დიზაინი

მიკროსაიტი ჩვეულებრივი საიტისგან განსხვავდება დიზაინითაც. შეგიძლიათ აქ მეტი კრეატიულობა გამოიჩინოთ ვიდრე მთავარ გვერდებზე. ეს არის საშუალება რომ მომხმარებლის ყურადღება მიიპყროთ საინტერესო ფონტებით, მიმზიდველი სურათებით და მკვეთრი ფერებით. დამატებით, იფიქრეთ იმაზე თუ როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ინტერაქციული ან მულტიმედიის კონტენტი რომ დაუკავშირდეთ თქვენს სამიზნო აუდიენციას.





თუმცა ასევე დააზუსტეთ რომ მომხმარებლისთვის დიზიანი ინტუიტიურია. მომხიბვლელი დიზაინი იჩრდილება თუ ფუნქციონალური ნაწილი არაა მაღალ დონეზე.


4. დალინკეთ თქვენი მიკროსაიტი მთავარ გვერდზე

მომხმარებლები ხშირად პოულობენ მიკროსაიტებს ჩვეულებრივი ძიების დროს, რეფერატებით ან სოც-მედიის საშუალებით. ამიტომ, ბუნებრივია, გექნებათ სურვილი რომ თქვენს მთავარ ვებ-გვერდზეც გადმოვიდნენ ადრე თუ გვიან. უმჯობესია დალინკოთ მეორად ნავიგაციაში (ლოგოს ზემოთ/მთავარ ნავიგაციაში) ან footer-ში. მიუთითეთ მნიშნელოვანი ინფორმაცია თქვენი ორგანიზაციის შესახებ და დალინკეთ მთავარი გვერდი. ეს ტრაფიკს გადმოზიდავს მიკროსაიტიდან უკანასკნელზე.



არის თუ არა მიკროსაიტი სწორი არჩევანი?

ზოგადად მიკროსაიტები არის განკუთვნილი იმ სიტუაციებისთვის, როდესაც, მაგალითად, ბრენდს აწყობთ ან რაიმე ღონისძიების ან იდეას პოპულარიზაცია გსურთ. ისინი ასევე გაძლევთ საშუალებას რომ სხვადასხვა ფორმატებით ჩაატაროთ ექსპერიმენტები ან დაუმიზნოთ კონკრეტულ აუდიენციებს ისეთი მესიჯით, რომელიც განსხვავდება თქვენი ტიპური ბრენდინგისგან. თუ არცერთია აქედან თქვენი პროექტისთვის პრიორიტეტი მაშინ ჯობს საბდომეინი (subdomain), საბფოლდერი (subfolder) ან საბდირექტორი (subdirectory) გამოიყენოთ მის მაგივრად. მთავარი განსხვავებები შემდეგია:



მიკროსატს აქვს თქვენი მთავარი ვებ გვერდისგან აბსოლუტურად განსხვავებული დომეინი/დომენი.


საბდომეინი

საბდომეინი ცვლის თქვენი მთავარი ვებ გვერდის დომეინს დამატებით ელემენტის მიმაგრებით. მაგალითად "blog." საწყისით თქვენს დომეინამდე.

- ცხადს ხდის რომ მთავარ ვებ-გვერდზეა მიმაგრებული იმის მიუხედავად რომ განცალკევებულია
- შეუძლია განსაკუთრებული საკვანძო ფრაზების გამოყენება იმისთვის რომ გაზარდოს ტრაფიკი
- გაძლევთ უნიკალური დიზაინის შეთავაზების საშუალებას, თუმცა ზედმეტად განსხვავებული არ უნდა იყოს რადგან მომხმარებელი გარკვეულ მთლიანობაში უნდა სვავდეს მთლიან საიტს.





საბფოლდერი/საბდირექტორი


საბფოლდერი ან საბდირექტორი ამატებს ელემენტს დომეინის ბოლოს, მაგალითად www.mygo.ge/ka/blog.

- ყველაზე სწრაფი გზა რომ ახალ კონტენტს SEO მხარდაჭერა გაუძლიეროთ რადგან თითქმის მთავარი გვერდის თითქმის ყველა ბენეფიტი, დომეინის გამო, მასზეც ვრცელდება.
- ყველაზე კონსისტენტური და თანმიმდევრული ნავიგაციის ტიპი მომხმარებლისთვის.
- ფორმატების, სტილების და ინფორმაციის არქიტექტურის განვითარება და მენეჯმენტი უფრო ადვილია.

იკა

იკა