საიტების რედიზაინი

საიტების რედიზაინი
23 იანვარი 2022     2763

საიტების რედიზაინი

რატომ არის ვებ-გვერდის ტრანზიციის გეგმა მნიშვნელოვანი და როგორ გამოვიყენოთ ის.

ვებ-საიტის შექმნდიან გარკვეული პერიოდის შემდეგ მისი გაუმჯობესება პრიორიტეტული ხდება. Kanopi როგორც გვეუბნება, ყოველ რამდენიმე წელიწადში, კოდი ძველდება, ფუნქციები შესაძლოა აღარ იყოს ხელმისაწვდომი, უსაფრთხოების და ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესების სურვილი ჩნდება. საშუალო ვებ-გვერდის "ცხოვრების სიხანგრძლივე" 2 წელია, თუმცა კომპანიების უმეტესობა ბევრად დიდ ხანს იტოვებს ერთსა და იმავე ვებ-გვერდს.

დამატებით, ახალი CMS ვერსიები გამოდის რეგულარულად. შესაძლოა თქვენ Drupal 7-ზე (D7) გქონდეთ აწყობილი თქვენი საიტი ამიტომ მომზადება მოგიწევთ Drupal 9-ზე გადასასვლელად.

რა მიზეზიც არ უნდა გქონდეთ ასეთ დროს ყოვლისმომცვლელი ვებ-გვერდის გეგმის შექმნა ბევრად უკეთესი იდეაა ვიდრე ზედაპირული update.





ვებ-გვერდის ტრანზიციის გეგმა სტრატეგიულად და ჰოლისტურად უყურებს ამ პროცესს და შემდეგ ასპექტებს ეხება:

- დიზაინის და UX-ის განხილვა. შეუძლიათ თუ არა მომხმარებლებს იმ ინფორმაციის ეფექტურად მიგნება თქვენს ვებ-გვერდზე, რომელსაც ეძებენ?

- იმის განსაზღვრა თუ რატომ/როგორაა აწყობილი ვებ-გვერდი ისე როგორც არის? დიზაინის ან ფუნქციონალის რომელი ელემენტები ჯობს დარჩნენ იმავედ და რომლის გაუმჯობესებაა უკეთესი?


როდესაც საიტის განახლების დროა (ისევე როგორც, სიტყვაზე, სახლის) თქვენ გჭირდებათ გარკვეული შაბლონი რომ გადაწყვეტილებები მიიღოთ მის ყველა დეტალთან დაკავშირებით ისევე როგორც იმ მიზნებთან რომლებისკენაც ისწრაფვით.


ვებ საიტის ტრანზიციის გეგმის მთავარი ელემენტები არის:


- ვებ საიტის ამჟამინდელი ინფრასტრუქტურის და დიზაინის დეტალური განხილვა
- საიტის URL-ს განხილვა ვიზუალური რეპრეზენტაიით ან sitemap-ით
- იმის ანალიზი თუ რა მიზნით იყენებენ მომხმარებლები თქვენს ვებ გვერდს და როგორ უნდა გამოიყენოთ, ორივესთვის სასიკეთოდ, მათი სურველები
- მაღალი დონის დიზაინი და UX რეკომენდაციები
- რეკომენდაციები იმაზე თუ, ზოგადად, როგორ ააწყოთ გვერდი უკეთესად


როდესაც დასახული გაქვთ ისეთი გეგმა, რომელიც აბსოლუტურ წვრილმანებსაც ეხება ბევრად ადვილია სირთულეებისთვის გვერდის ავლა ისევე როგორც ძლიერი მხარეების ანალიზი და ვიზუალიზაცია.





დამატებით, მნიშნელოვანი იმის გარჩევა რედიზაინი რას ნიშნავს თქვენთვის. სტრატეგიულ ცვლილებებს რომელიც შინაარს შეუცვლის გვერდს თუ, სიტყვაზე, აბსოლუტურ გადატრიალებას.

არის გარკვეული, შედარებით მცირე ზომის ცვლილებები, რომლებსაც საყურადღებო ეფექტები აქვთ:


1. "Lift-and-Shift"

თქვენ შეგიძლიათ დიზაინის და UX-ის იდენტურად დატოვება და "lift-and-shift-ის" გაკეთება. ამ შემთხვევაში ვიზუალი იმავე დარჩება თუმცა მოხდება რეპლატფორმირება.

ეს კარგი ვარიანტია თუ თქვენ, მთლიანობაში, მოგწონთ დიზაინი და პატარა ცვლილებების შეტანა გინდათ. ამ შემთხვევაში გაქვთ საშუალება გააუმჯობესოთ ხელმისაწვდომობა, სამუშაო მახასიათებლები ისე რომ თავიდან არ დაიწყოთ ყველაფერი.


პლიუსები:

- ეს მიდგომა მოგაგებინებთ დროს. არ დაგჭირდებათ stakeholder-ების შიდა ჩარევა, ამიტომ სწრაფად შეგეძლებათ საქმის გაკეთება.

- შეგიძლიათ საიტის პატარ-პატარა ნაწილების მიგრაცია გააკეთოთ ისე რომ მასიურად არ შეცვალოთ ყველაფერი. ეს დაგეხმარებათ გადახდების დროში გაწელვაში ისევე როგორც აგარიდებინებთ მომხმარებლის გაკვირვების შესაძლებლობას.


მინუსები:

- თუ მთლიანი გვერდის გადაკეთებას აპირებთ რაღა საჭიროა მხოლოდ პატარა ელემენტებზე ფოკუსირება? ამ შემთხვევაში შესაძლოა მეტიც დაჯდეს ეს მიდგომა.

- მას შემდეგ რაც "lift-and-shift-ს" გააკეთებთ თქვენი ვებ-გვერდი ვიზუალურად შესაძლოა იმავენაირი ჩანდეს. ამან stakeholder-ებთან შესაძლოა პრობლემები შექმნას.





2. ხელახალი შემუშავება

ხელახალი შემუშავება (reimagine) მთლიანად გადაკეთება არაა თუმცა "lift-and-shift-ზე" მეტი ფუნქცია აქვს. პირველ რიგში გადახედეთ ზოგად სტრატეგიას, ხედვას და პოზიციას უფრო დიდ პროექტთან მიმართებაში. შემდეგში ტექნიკურ კომპონენტები განიხილეთ, რომლებიც ახალ ფუნქციებს მოიცავს.


პლიუსები:

- მეტად საყურადღებო ცვლილებები
- თანამედროვე კომპონენტთა უმრავლესობის დანერგვის საშუალება
- თქვენს ვებ-გვერდს უფრო დიდი ხანი დასჭირდება შემდეგ განახლებამდე


მინუსები:

- შესაძლოა ღირებულება მეტი იყოს
- დიდი ალბათობით მოგიწევთ stakeholder-ების ჩართვა
- მეტი დროა საჭირო


კარგი ვებ საიტის ტრანზიციის გეგმა უნდა იყოს ადვილად სამართავი იმისათვის რომ ემსახურებოდეს თქვენი საიტის სხვადასხვა მიზნებს. რომ შევაჯამოთ, ეს გეგმა გაძლევთ შაბლონის შექმნის საშუალებას, რომელიც უკეთესი გადაწყვეტილებების საწინდარია.

იკა

იკა