Alexa myGO

სიახლეები

გამოყენებადობის გატესტვა
23 იანვარი 2022     509

გამოყენებადობის გატესტვა


თქვენი ვებ გვერდი, გარკვეულ მხრივ, თანამშრომელის როლსაც ასრულებს; მას შეუძლია მომხმარებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდება თქვენ ორგანიზაციაზე რომელიც მას სჭირდება. ბუნებრივია, ვებ გვერდსაც განსაზღვრული ფუნქციები აქვს - თქვენი მესიჯის და ბრენდის პოპულარიზაცია, ინფორმაციის და რესურსების ჰოსტინგი, მომხმარებლებისთვის სხვადასხვა საშუალების მიცემა (დარეგისტრირება, შემოწირულობა, ა.შ), რომლებიც, წესით, ეხმარება მათ რაიმე საკითხში.

გამოყენებადობის გატესტვა, ზომავს რამდენად ადვილად და ეფექტურად შეუძლია ადამიანს თქვენი ვებ-გვერდის გამოყენება გარკვეული მიზნის მისაღწევად ან დავალების შესასრულებლად. ასევე მნიშვნელოვანია თქვენი ვებ-გვერდის UX-ი

რაც არ უნდა იყოს თქვენი საიტის ფუნქციონალი, მასთან ინტერაქცია ნამდვილ მომხმარებლებს მოუწევთ. დღესდღეობით კარგი გამოყენებადობა არასავალდებულო არ არის. თუ თქვენს UX ადვილად გამოსაყენებადი არაა მაშინ მისი გატესტვა და ანალიზი მოგიწევთ.


როგორ მივხვდეთ რომ ამის დროა?

Mightycitizen-ი როგორც ამატებს გამოყენებადობის პრობლემები აშკარად ნათელი იშვიათია. იმის გათვალისწინებით რომ თქვენ უამრავი რამ იცით თქვენს ორგანიზაციაზე და ბიზნესზე შეუძლებელი ხდება უცხო თვალით მისთვის შეხედვა. ამიტომ შესაძლოა აშკარა პრობლემები თქვენი თვალთახედვის მიღმა დარჩეს. თქვენი მომხმარებლები ყოველთვის არ შეგატყობინებენ რომ რაღაცაშია საქმე არ რომ რიამე პრობლემა იკვეთება. ამიტომ მნიშვნელოვანი ხდება უკუკავშირის თქვენი სამიზნო აუდიენციის ნამდვილი მომხმარებლისგან მიღება.





მარტივად რომ ვთქვათ, თქვენი მისიაა გაარკვიოთ რა მუშაობს კარგად და რა ცუდად თქვენს საიტზე. შემდეგი ეტაპია იმის გარკვევა თუ რატომ ხდება რაც ხდება. დიზაინის პროცესია, კონტენტ დეველოპმენტის პროცესი, Bug-ები, ნავიგაციის პრობლემები თუ სხვა, დატესტვის პროცესში ამის გარკვევის საშუალება გექნებათ. თქვენ ასევე გეძლევათ საშუალება შეისწავლოთ თქვენი მომხმარებლის ქმედებები და მოტივაციები - რომლებიც შეიძლება განსხვავებული იყოს ვიდრე ელოდდით.

მას შემდეგ რაც ღირებულებით დასკვნას გამოიტანთ, თქვენ მოგეცემათ საშუალება გააუმჯობესოთ ვებ-გვერდი და UX-ი პრიორიტეტების სიით.


გამოყენებადობის კვლევები

შეგიძლიათ ჩაატაროთ ექსპერტ ვებ-გვერდის მიმოხილვა ან გატესტოთ თქვენივე ვებსაიტი ევრისტიკით და გამოყენებადობის საუკეთესო პრაქტიკებით - თუმცა ყველა ვებსაიტს აქვს ესა თუ ის პრობლემა ამ მიმართულებით. ამიტომ ბევრია დამოკიდებული თქვენს რესურსებზე, მიზნებზე და თქვენი მომხმარებლის ქმედებებზე.

გამოყენებადობის კვლევაში, შეგიძლიათ მონაწილეებს სთხოვოთ რამდენიმე დავალების შესრულება ვებ-გვერდზე. შეგიძლიათ დააკვირდეთ იმ პროცესებს, რომლებიც პრობლემატური გაჩვენებათ, ისევე როგორც გაითვალისწინოთ რა ტოვებს პოზიტიურ შთაბეჭდილებად და რა - ნეგატიურს. ერთი რაუნდი, რა თქმა უნდა, არ იქნება საკმარისი რომ ყველა პრობელმა აღმოაჩინოთ. ამიტომ, უკეთესი იდეაა დანარჩენი ტესტების დათქმულ დროზე დაწყება ისევე როგორც სატესტო გეგმის დანრგვა.






გამოყონებადობის გატესტვის ტიპები

გამოკვლევის ორი მეთოდი არსებობს:


შემაჯამებელი: გამოიყენება იმისთვის რომ გაარკვიოთ ადვილია მომხმარებლებისთვის დავალებების შესრულება, ნავიგაცია, თუ რთული, რამდენი დრო სჭირდებათ, ა.შ. ეს მეთოდოლოგია სტანდარტული მაჩვენებლების დანერგვის საშუალებას გაძლევთ რაც გამოგადგებათ გაუმჯობესების ანალიზისთვის. ამ ტიპის ანალიზი დაგეხმარებათ გაარკვიოთ როგორ მიდის პროცესი, თუმცა არა რატომ.

ფორმატიული: უფრო ღრმა ინსაითებისთვის იმაზე თუ რა და რატომ არ მუშაობს. ეს მეთოდოლოგია დაგეხმარებათ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში ისევე როგორც დაგანახებთ პრობლემების გადაჭრის სპეციფიურ გზებს.


ტესტის ფორმატები

პირადი თუ დისტანციური: ადვილი გასაგებია რა იგულისხმება აქ. შეგიძლიათ რომელიმე აპლიკაცია გამოიყენოთ დისტანციური მეთვალყურეობისთვის ან შეხვდეთ თქვენს მომხმარებლებს.

ზედამხედველობით ან მის გარეშე: არის გარკვეული სერვისები სადაც არაა საჭირო ზედამხედველობა; მომხმარებელს ევალება (ინსტრუქციების მიღების შემდეგ) გარკვეული დავალებების შესრულება. ალტერნატიულად, თქვენ შეგიძლიათ გყავდეთ თქვენი ორგანიზაციის მოდერატორი რომ კვლევა აწარმოოს. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ ინსტრუქციები უფრო ცხადი გახადოთ და დამატებით კითხვები დასვათ.


რა უნდა გატესტოთ?

რამდენადაც რთული არ უნდა იყოს იმის გარკვევა თუ რისი გატესტვა გინდათ, დაიმახსოვრეთ რომ ეს ერთ-ერთი რუტინული ტესტი არის. დრო გექნებათ - ამიტომ შეუდექით პრიორიტეტიზაციას და რაიმე მაჩვენებლით დაიწყეთ. შეგიძლიათ თავს დაუსვათ შეკითხვა თუ რა უნდა ევალებოდეს თქვენს ვებ გვერდს რომ ორგანიზაციისთვის წარმატებული იყოს? სპეციფიური პასუხები მოიფიქრეთ და ამის მიხედვით გადაწყვიტეთ რისი ანალიზი გაინტერესებთ.





შესაძლოა ზედმეტად ბევრი გამოსაკვლევი ობიექტი აარჩიოთ, თუმცა ჯობს სატესტო სესიები ერთ საათზე მოკლე იყოს, 5-7-მდე დავალებით.


ვის ტესტავთ?

არაა საჭირო ასობით მონაწილე იმისთვის რომ თითო სესია გამართოთ. რეკომენდირებული რაოდენობა საწყისი ეტაპებისთვის 5-ია. თუმცა თუ უფრო კოპმპლექსური მოთხოვნები გაქვს ჯობს გაზარდოთ რაოდენობა.

შერჩეული ჯგუფი რეპრეზენტატიული უნდა იყოს იმ აუდიენციის რომელსაც იზიდავთ. თუმცა ზედმეტად ნაცნობი არ უნდა იყოს მათთვის თქვენი ბრენდი. ზოგადად რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება არჩევანი (გარკვეულ ჩარჩოებში) მით უკეთესია.


ტესტის შედეგების გამოყენება

პირველი რაუნდის შემდეგ ანალიზის დროა. შეეცადეთ იპოვოთ პატერნები თქვენს შედეგებში. რომელი პრობლემები გხვდებათ ხშირად? რომელი დავალებები აღმოჩნდა შედარებით რთული? გამოიყენეთ რანჟირება იმისთვის რომ განაცალკეოთ თითოეული პრობლემა.

ლორენ თომასი ამატებს, რომ ზოგი პრობლემა ადვილი გადასაჭრელია, ზოგი კი მნიშვნელოვან დიზაინურ ცვლილებებს ითვალისწინებს. ყველაზე უარეს ვარიანტებში საქმე გვაქვს მთლიანად საიტის აგებულებასთან. ამიტომ უკეთესი იქნება შედეგების გამოყენება:

- ვებ გვერდზე კონტენტის შესაცლელად
- Bug-ების შესასწორებლად
- ინფორმაციის რედიზაინისთვის ან რეკატეგორიზაციისთვის


ბუნებრივია რაც უფრო ხშირად გამოიყენებთ ტესტებს მით უფრო დაზღვეული იქნებით.

იკა

იკა