საიტის ტოპ 6 მეტრიკი

საიტის ტოპ 6 მეტრიკი
23 იანვარი 2022     2814

საიტის ტოპ 6 მეტრიკი

თუ თქვენი ვებ გვერდი ერთგვარი ჰაბია თქვენი აუდიენციისთვის და მათი ინტერაქციისთვის თქვენ ბრენდთან მაშინ მარკეტინგის, დიდი ალბათობით, მნიშნელოვანი როლი უჭირავს თქვენს საქმიანობაში.


მეტრიკების მნიშვნელობა


მას შემდეგ რაც ისინი მოხვდებიან თქვენს გვერდზე რა ხელსაწყოებს ხმარობთ რომ მათ დააკვირდეთ? როგორ ხვდებით რომ თქვენი მცდელობები ეფექტურია?





Kanopi როგორც გვატყობინებს, რამდენიმე საკვანძო მეტრიკი არსებობს, რომლებიც დაგეხმარებიან თქვენი მარკეტინგული მცდელობების ოპტიმიზირებაში, იმისთვის რომ გაარკვიოთ როგორ მუშაობს საიტი, გააუმჯობესოთ იგი და შეატყობინოთ დანარჩენებს საით უნდა მიმართონ ყურადღება მარკეტინგის მხრივ.

პირველ რიგში, უნდა გაიაზროთ რა არის თქვენი მიზანი კონკრეტული მარკეტინგული აქტივობისას. როგორ მიდის ეს გეგმა? რას ამატებთ მას? როგორ ცდილობთ მიაღწიოთ მას; რა ხერხებს ხმარობთ? როგორ ზომავთ ამ პროგრესს/რეგრესს?

გაარკვიეთ არა მხოლოდ პირდაპირი კონვერსიები არამედ  "soft" კონვერსიებიც, მაგ: გადმოწერები და რეგისტრაციები

შემდეგ გადახედეთ თქვენ მეტრიკებს და დაამატეთ ნახსენები ცვილებები.

ეს მეტრიკები ხშირადაა განხილული თუმცა #6 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია!


1. დრო საიტზე

ეს მეტრიკი დაგეხმარებათ საშუალოდ გამოითვალოთ რამდენ დროს უთმობს თქვენი აუდიენცია თქვენს ვებ გვერდს. თუ საიტი ორიენტირებულია ცნობისმოყვარეობის გაღვივებაზე და ინფორმაციის მიწოდებაზე, მაშინ ეს ამ მხრივ თქვენ მოგიწევთ უფრო მოთხოვნადები იყოთ.


2. Bounce მაჩვენებელი

თქვენი bounce მაჩვენებელი არის იმ მომხმარებლების პროცენტული ნაწილი რომელიც შემოდის თქვენს ვებ-გვერდზე, ერთ ფეიჯს ნახულობს და გადის. Google analytics-ის მიხედვით ესეთები არიან მომხმარებლები რომლებიც შემოდიან საიტზე 0 წამით და შემდეგ გადიან. ეს ნიშნავს რომ analytics დრო არააქვს რომ გაზომოს დანარჩენი ნაბიჯები რადგან მხოლოდ ერთ გვერდზე შედიან.

რამდენიმე რეპორტი გვატყობინებს რომ დასაშვები bounce პროცენტული მაჩვენებელი სადღაც 26%-70%. ბუნებრივია ეს ციფრი დიდად ვერ გვეხმარება რადგან რამდენიმე ინდუსტრიიდანაა ამოღებული სტატისტიკა. შეგიძლიათ თქვენ ცალკე გამოიკვლიოთ თუ როგორია "დასაშვები" დიაპაზონი თქვენს ინდუსტრიაში, რადგან მაღალი bounce რეიტინგი დამოკიდებულია სწორედ ამაზე და თქვენი ვებ გვერდის მიზნებზე. მაგ: თუ რესტორანთან გვაქვს შეხება მომხმარებელს შესაძლოა მხოლოდ თქვენი მობილურის ნომერი აინტერესებდეს ამიტომ bounce ნაკლებად პრობლემურია.





ამ მეტრიკს დანარჩენ მეტრიკებთან ერთად უნდა გადახედოთ რადგან მხოლოდ მისი გამოყენება აკურატულ სურათს ვერ შეგიქმნით. კარგი bounce მაჩვენებლის გამოკვლევა თქვენი ინდუსტრიისთვის ცუდი იდეა არაა მაგრამ დამატებით გაითვალისწინეთ თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა და შეამცირეთ ის (თუ ამის საჭიროება არის)


3. ნანახი გვერდების რაოდენობა

კიდევ ერთხელ, თუ თქვენი საიტი უფრო ინფორმაციაზე ორიანტირებულია და ცდილობს მომხმარებელი "ჩაითრიოს" მაშინ ეს მეტრიკი თქვენთვის საყურადღებოა. თუ ციფრი ახლოსაა 1-თან, როცა თქვენ ორიენტირდებით მხოლოდ ერთ ფეიჯზე (და მის ტრაფიკზე) მაშინ უფრო უკეთესია ჩაუღრმავდეთ "single page analytics" სანამ ეს ციფრი შეგაწუხებთ.


4. ახალი & დაბრუნებული მომხმარებლები

Google analytics-ში ამ ორ მაჩვენებელს შორის კვეთა არის. "New visitor" არის უნიკალური მომხმარებელი რომელიც პირველადაა თქვენს საიტზე, რომელიმე მოწყობილობაზე. თუ თქვენს საიტზე ერთხელ მობილურით შეხვალთ, შემდეგ კი ხელახლა დესკტოპზე, მაშინ ორი ახალი მომხმარებელი აღირიცხება.

შემდეგი ორი წლის განვმალობაში, ის მომხმარებელი რომელიც ნამყოფია თქვენს საიტზე, ჩაითვლება "returning visitor-ად". ამის შემდეგ კი ხელახლა დაიწყებ ათვლა.





ეს მეტრიკი განსაკუთრებით გამოსადეგია კამპანიების დროს. თუ ყურადღებით მიუდგებით მას შეგიძლიათ გაარკვიოთ რომელი კამპანიაა უფრო პოპულარული, რომელი მათგანი იწვევს მომატებულ ტრაფიკს.


5. ტრაფიკის წყაროები

Analytics-ის პროგრამები შეგატყობინებთ საიდან მოდის თქვენი ტრაფიკი, რომელიც უფრო ცხადად აღწერს ნაკლებად და მეტად პოპულარულ წყაროებს. ის ასევე მოგაწვდით რეფერალურ საიტებს, რაც დაგეხმარებათ თქვენი ROI-ს გაგებაში თუ თქვენ პარტნიორობთ სხვასთან იმისთვის რომ მეტი ტრაფიკი მოიზიდოთ.

იმის გარკვევა თუ როგორ მუშაობს თითოეული ტრაფიკის წყარი დაგეხმარებათ უკეთ გაარკვიოთ რომელია რესურსების ინვესტირების უკეთესი საშუალება.


6. ძიება

ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა არის, თქვენს ვებ-გვერდზე, ძიებებზე დაკვირვება.

ეს შესაძლებელია ადმინის როლიდან ("view settings") Google Analytics-ში. ის მიზეზი თუ რატომაა ეს მეტრიკი ასეთი მნიშნელოვანი არის იმის გაგების საშუალება თუ რა სურს მომხმარებელს თქვენს საიტზე.

Nielsen Group-ის ქცევითმა კვლევებმა გამოავლინა რომ ხალხის 50%-ზე მეტი პირდაპირ ძიებას იწყებს როცა საიტზე შედის. რაც ნიშნავს რომ საძიებო ფანჯარა ნავიგაციის უმნიშვნელოვანესი ელემენტი ხდება.

ამ მონაცემებით თქვენ შეგიძლიათ კონტენტის გეგმის შექმნა, ორგანიზირება და შეცვლა. დამატებით შეგიძლიათ ნავიგაცია გადააკეთოთ ან კონტენტის განლაგება შეცვალოთ. ეს ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რადგან პირდაპირ შეგიძლიათ უპასუხოთ თქვენი მომხმარებლების მოთხოვნებს.





შეჯამება


ბევრი სხვა მეტრიკიც არსებობს რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ეფექტურობის გაზომვაში მარკეტინგული ხელსაწყოებით და ტრაფიკის წყაროების ანალიზით, თუმცა ეს 6 ძალიან კარგ სტარტს წარმოადგენს.

იკა

იკა