მთავარი გვერდის სხვადასხვა ასპექტები

მთავარი გვერდის სხვადასხვა ასპექტები
30 ივნისი 2023     1011

მთავარი გვერდის სხვადასხვა ასპექტები

მთავარი გვერდი თქვენი სახლის კარივითაა, პირველი რამაა რასაც სტუმარი ხედავს, როდესაც თქვენს საიტზე შემოდის. ვებსაიტის შემთხვევაში კი დამატებითი საშუალება გაქვთ, რომ კარგი პირველი შთაბეჭდილება დატოვოთ მასზე.

თუმცა, ამის გაგება ბუნებრივია არაა საკმარისი, რომ მთავარი გვერდის სტრუქტურირება შეგვეძლოს. ამიტომაც, ამ ბლოგში გაგიაზიარებთ ზოგად რჩევებს იმაზე, თუ როგორ შექმნათ ისეთი მთავარი გვერდი, რომელიც შეესაბამება თქვენს ვებსაიტს.


The Value Proposition

The value proposition არის პასუხი შემდეგ კითხვებზე: რატომ უნდა შემოვიდეს სხვა თქვენს ვებსაიტზე? რა პრობლემის გადაჭრაში ეხმარებით? რა უპირატესობებს სთავაზობთ? ან რა უნიკალურ საშუალებებს აწვდით? თქვენმა მთავარმა გვერდმა ამ კითხვებზე პასუხი ლაკონურად და ცხადად უნდა წარმოაჩინოს. ამისთვის შეგიძლიათ ჰედლაინების, ქვეჰედლაინების, სურათების ან ვიდეოების გამოყენებაც.

რაც არ უნდა იყოს, რითიც (პოზიტიური გაგებით) განსხვავდებით კონკრურენტებისგან, გაუსვით მას ხაზი. იყავით ძალიან პირდაპირები და სპეციფიურები, როდესაც საუბრობთ იმაზე, თუ რას საქმიანობთ. არ გამოიყენოთ აღმატებითი ხარისხი ან გააზვიადოთ საკუთარი შესაძლებლობები, წინააღმდეგ შემთხვევაში არაგულწრფელის ან ამპარტავანის შთაბეჭდილებას დატოვებთ.


ოფისის ფოტო


ტონი & პატერნები

მთავარი გვერდი ასევე ერთგვარი საშუალებაა, რომ დანარჩენი ვებსაიტისთვის ტონი დაამკვიდროთ. შეგიძლიათ ფერები, ფონტები და თქვენი წერის სტილი გამოიყენოთ, რომ თქვენი ბრენდის კონტურები გამოკვეთოთ.

ჩამოაყალიბეთ და გამოიყენეთ სხვადასხვა პატერნები იმისათვის, რომ უფრო მარტივად დასამახსოვრებელი გახდეს თქვენი ვებსაიტი. მაგალითად, თუ რომელიმე ქმედებასთან ან CTA-სთან დაიწყებთ გარკვეული სიტყვის ან ფრაზის ასოცირებას, ეს სიტყვა ან ფრაზა არასად აღარ შეცვალოთ ალტერნატივით. ასწავლეთ თქვენს აუდიტორიას თქვენი ენა და ის, თუ როგორ ცდილობთ მათთან ვიზუალურად კომუნიკაციას.


სკანირებადობა

ვიზიტორთა უმეტესობა არ კითხულობს ყოველ სიტყვას თქვენს მთავარ გვერდზე. უბრალოდ სწრაფად საკნავენ მას იმისათვის, რასაც ეძებენ. საჭიროა მითითებები მისცეთ მათ ვთქვათ white space-ის ან ვიზუალური იერარქიის გამოყენებით. შეგიძლიათ ასევე ისრები, ხაზები, სხვადასხვა ფორმები ან კონტრასტული ფერები გამოიყენოთ, რომ მომხმარებლებს უბიძგოთ რომელიმე CTA-სკენ.


დეკორაცია


White space-ში ვგულისხმობთ იმ ცარიელ სივრცეს, რომელიც ელემენტებს შორისაა და რომლის მეშვეობითაც საიტი უფრო ორგანიზირებულად გამოიყურება. ვიზუალური იერარქია კი ელემენტების მათი მნიშვნელობის მიხედვით განლაგებაა სხვადასხვა კრიტერიუმებით, მაგ: ზომა, ფერი, პოზიცია ან კონტრასტი. დატოვეთ მხოლოდ რაც აუცილებელია, იერარქიულად დაალაგეთ მათი ღირებულების მიხედვით და დანარჩენი ელემენტები წაშალეთ, თუ რაიმე ფუნციურ როლს არ თამაშობენ.


CTA-ები

CTA არის გარკვეული ინსტრუქცია ან მითითება, რომელიც უბიძგებს მომხმარებელს შემდეგი ქმედებისკენ. ეს შეიძლება იყოს ღილაკი, ლინკი, ველი ან ტექსტი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი რაიმე ახალ პროცესს იწყებს.

მაგალითად, შეგიძლიათ გამოაწერინოთ თქვენი სიახლეები ელ.ფოსტაზე, ან გადმოაწერინოთ რაიმე ფაილი (ვთქვათ უფასო წიგნი), აყურებინოთ ვიდეოს ან აყიდინოთ პროდუქტი. მთავარ გვერდს უნდა ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე ცენტრალური CTA, რომელიც გამოირჩევა სიცხადით და რაიმე ვიზუალური ასპექტით.


ბლოგი

დაურთეთ მთავარ გვერდს ბლოგი. აუდიტორიის დიანტერესების ერთ-ერთი საუკეთესო გზა მათთვის ღირებული კონტენტის შეთავაზებაა, რომელიც ან ინფორმაციას აწვდის მათ, ან ართობს ან ინსპირაციით ავსებს. თქვენი აუდიტორიის შენარჩუნებაც მარტივდება, თუ მოახერხებთ მაღალი ხარისხის კონტენტის ხშირად დაპოსტვას.


კომპიუტერის სურათი


მთავარ გვერდზე საჭიროა სექციის გამოყოფა, სადაც მითითებული იქნება თქვენი უახლესი ან ყველაზე პოპულარული ბლოგ პოსტები. მიაქციეთ ყურადღება მათ სახელებს და მთავარ სურათებს, პირველი შთაბეჭდილება სწორედ ამ ორზეა დამოკიდებული. იმის მიხედვით, თუ რამდენად კარგად შეგიძლიათ წერა, ბლოგ პოსტების საშუალებით შესაძლოა უფრო სანდო გახდეთ თქვენი აუდიტორიისთვის, ავტორიტეტიც გქონდეთ და საიმედოც იყოთ თქვენ ნიშაში.


დასკვნა

შევეცადეთ მოკლე მიმოგვეხილა რამდენიმე რჩევა ისეთი მთავარი გვერდის დიზაინზე, რომელიც მიიქცევს ყურადღებას და უბიძგებს ვიზიტორებს კონვერტირებისკენ. დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი მთავარი გვერდი არაა სტატიური; ხშირად უნდა ჩაატაროთ მასზე ტესტები და სხვადასხვა ასპექტების ოპტიმიზაცია უნდა მოახერხოთ, რომ ნელ-ნელა გააუმჯობესოთ UX-იც.

იკა

იკა