ვიზუალური კომუნიკაცია

ვიზუალური კომუნიკაცია
30 მარტი 2023     1637

ვიზუალური კომუნიკაცია

გრაფიკული დიზაინი ბევრად მეტს მოიცავს ვიდრე მხოლოდ ესთეტიურ სილამაზეს. აქ ბევრად მნიშვნელოვანია აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაცია და მათზე პოზიტიური შთაბეჭდილების დატოვება.

ამ ბლოგში უფრო კონკრეტულად განვიხილავთ ვიზუალური ელემენტების ეფექტებს ვიდრე სხვადასხვა პრინციპებს რომლებიც თქვენი ვებსაიტის იმიჯზე მოქმედებენ. თუ ეს უკანასკნელი თემა გაინტერესებთ, მაშინ ჩვენი წინა ორი ბლოგი შეგიძლიათ წაიკითხოთ ზუსტად ამ საკითხზე (1, 2).

რაც შეეხება უშალოდ ვიზუალურ კომუნიკაციას, პირველი ნაბიჯი თქვენი მიზნების და სამიზნო აუდიტორიის უფრო მკვეთრად განსაზღვრა უნდა იყოს. რისი მიღწევა გსურთ დიზაინით? ვისზე გსურთ შთაბეჭდილების მოხდენა? შეეცადეთ ამ კითხვებს რაც შეიძლება კონკრეტული პასუხები გასცეთ.


ფერები, ტიპოგრაფია და მედია ელემენტები

ფერი დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. მისი საშუალებით შესაძლებელია მომხმარებლის შთაბეჭდილებაზე მოქმედება, ისევე როგორც სხვადასხვა ტიპის კონტრასტების შექმნა. თქვენი ორგანიზაციის და კამპანიების მესიჯების მიხედვით შესაძლოა ზოგი ფერი უფრო ხელსაყრელი აღმოჩნდეს. მაგალითად, თუ საქმე სათამაშოებს ეხება მაშინ ღია, ლაითი ფერები უფრო ადეკვატურია, თან ყურადღებასაც მეტად იქცევენ. თუ საქმე ეხება ბანკს, მაშინ უფრო შერბილებული ფერების გამოყენებაა უკეთესი.


ვიზუალური ფონი


თუ გსურთ თქვენი ვებსაიტი გამოირჩეოდეს მაშინ კონტრასტით მანიპულაცია საკმაოდ მნიშვნელოვანი ხდება. დააკვირდით თუ რამდენად და როგორც განსხვავდება სხვადასხვა ელემენტები ერთმანეთისგან თქვენს დიზაინში. კონტრასტის გამოყენება იერარქიზაციის საკმაოდ ეფექტური ხელსაწყოა. შესაბამისად კონტრასტულ ბალანსს დიდი გავლენა აქვს დიზაინზე. როგორ განალაგებთ სხვადასხვა ნაწილებს საიტზე, როგორ გამოიყენებთ სიმეტრიას, ასიმეტრიას თუ რადიალურ ბალანს ხშირად პირდაპირ აისახება დიზაინის ხარისხზე.

ტიპოგრაფიაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ტიპოგრაფია ტექსტის ორგანიზირების ხელოვნეება. მაგალითად, ფონტის არჩევა რომელიც შეესაბამება ტექსტსაც და კონტენტსაც, მისი ზომა, სიმბოლოებს შორის გამოყოფილი ადგილი, ტექსტის ხაზზე განთავსება, ა.შ. აუცილებელია ყურადღება დაეთმოს იმას თუ რამდენად ადვილად იკითხება ტექსტი, ისე რომ ვიზუალური ჰარმონია დანარჩენ დიზაინთან მიმართებაში დარღვეული არ იყოს.

ასევე გასათვალისწინებელია გამოსახულებების სხვადასხვა ტიპები, რომლებიც თქვენს მესიჯს ხაზს უსვამენ, მაგალითად ფოტოები, ილუსტრაციები, ან icon-ები. შეეცადეთ ან რელევანტური იყოს მსგავსი ფაილები, ან ვიზუალურ ფონს ქმნიდნენ. როგორც წესი, ვიზუალური ასპექტები უნდა ექვემდებარებოდეს მესიჯს და არა პირიქით.

ხო, კიდევ ერთი მარტივი რჩევა: თუ გსურთ რაიმემ ყურადღება მიიქციოს გაზარდეთ მისი ზომა, თუ პირიქით დააპატარავეთ. დიდი ობიექტები მარტივი შესამჩნევია. რასაკვირველია ეს ძალიან ტრივიალურად ჟღერს, თუმცა რამდენი საიტი გინახავთ, რომელიც იყენებს ზედმეტად დიდ სექციებს თქვენთვის არარელევანტური კონტენტის წარმოსაჩენად?


დეკორატიული სურათი


და ბოლოს, ეს ყველა რჩევა უნდა ექვემდებარებოდეს საბოლოო პროდუქტის ერთიან ხარისხს. რაც შეიძლება ითვალისწინებდეს პრაქტიკულ განსჯას, იმის მიხედვით თუ რამდენად კომპლექსურია თქვენი მიზნები ან თვითონ ვებსაიტი. ამიტომაც, თუ რომელიმე საკითხის უგულებელყოფა გიწევთ ერთიანი პროდუქტის გასაუმჯობესებლად - ეს პრაქტიკულად ყოველთვის გამართლებულია. არააქვს მნიშვნელობა რამდენად დეტალურია ვებსაიტი თუ მომხმარებელზე ის საშინელ შთაბეჭდილებას ტოვებს.


სტრუქტურული ელემენტები

თუ გსურთ თქვენი კონტენტი შეთანხმებულად იყოს წარდგენილი, მაშინ იერარქიზირებას ყურადღება უნდა მიაქციოთ, ე.ი., იმას თუ როგორაა განლაგებული ელემენტები ვებ-გვერდზე. ზომის, ფერის და პოზიციის შეცვლით შეგიძლიათ გარკვეული ელემენტების წინა პლანზე წამოწევა, რაც ეხმერება ვიზიტორს მალევე იპოვოს სასურველი ინფო, ან ის რაც ყველაზე მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ.

კიდევ ერთი რამ რაც საჭიროა გაითვალისწინოთ თანმიმდევრულობაა, რომელიც დაგეხმარებათ უფრო პროფესიულად და სუფთად წარმოაჩინოთ თქვენი ვებსაიტი. ნავიგაციის კუთხითაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, ერთი და იგივე პატერნების შექმნა. ეს შესაძლებელია ერთი და იგივე ფერების სქემების, ტიპოგრაფიის, განლაგების და ზოგადად ვიზუალური ელემენტების გამოყენებით.


დეკორაცია, ფონი


ასევე აღსანიშნავია whitespace-ის როლი. ეს ტერმინი აღნიშნავს იმ ცარიელ სივრცეს, რომელიც თქვენს დიზაინშია გამოყენებული. იგი ხელს უწყობს ბალანსის დაცვას და სტრუქტურის გამართვას. ასევე შეგიძლიათ ნავიგაციით მანიპულირებაც, რაც წინა პარაგრაფში აღნიშნული მიზნებისთვის ზედგამოჭრილია.

ამასთან ერთად, ზოგადად კონკრეტული ვებ-გვერდების სტრუქტურაზეც უნდა იფიქროთ. ელემენტების გონივრულად განლაგება დაგეხმარებათ მიმართოთ მომხმარებლები მეტად რელევანტური სექციებისკენ. შეგიძლიათ grid-ები, სვეტები და სხვა მსგავსი საშუალებები გამოიყენოთ ამ მიზნისათვის.


კონტექსტი & ტესტირება

ასევე გაანალიზეთ დიზაინის კონტექსტი. როგორ შეხედავს მომხმარებელი მას სხვა ელემენტებთან მიმართებაში? როგორ მოერგება აპლიკაციებს, დესკტოპ ვერსიებს, ზოგადად მობილურებს?

როდესაც სპეციფიური აუდიტორიის სეგმენტებისთვის აკეთებთ დიზაინს, მათზე წარმოდგენა აუცილებლად უნდა გქონდეთ. განსაკუთრებით თუ უცხოურ მარკეტზე მუშაობთ. სიმბოლოებს, ფერებს შესაძლოა სხვა კონტექსტუალური მნიშნელობა ქონდეთ, ან გარკვეული ფერები ან სტილები დაბალი ხარისხის გამომხატველად ითვლებოდეს.

და ბოლოს, საჭიროა ხშირი ტესტირება რომ უკუკავშირი მიიღოთ თქვენს დიზაინზე სხვებისგან. რაც შეიძლება ითვალისწინებდეს როგორც glitch-ების ან bug-ების პოვნას, ასევე ზოგადად მთლიანი დიზაინის ეფექტს მათზე. შეგიძლიათ არჩევანი user testing-ზე ან focus ჯგუფებზე შეარჩიოთ და ამის შესაბამისად ცვალოთ დიზაინის კომპონენტებიც.

იკა

იკა