ხშირი UI შეცდომები

ხშირი UI შეცდომები
17 ივნისი 2023     1096

ხშირი UI შეცდომები

ვებ-დიზაინი კრეატიული სფეროა, რომელიც საჭიროებს ტექნიკურ უნარებს და ესთეტიურ ალღოს. თუმცა, ძალიან გამოცდილი დიზაინერებიც კი პერიოდულად უშვებენ საკმაოდ ხშირ UI შეცდომებს, რომლებიც UX-ზე უარყოფითად მოქმედებენ. რაც უშუალოდ აისახება ვებსაიტის ტექნიკურ პარამეტრებზეც. ამ ბლოგში განვიხილავთ 5 ხშირ შეცდომას და იმას, თუ როგორ ავარიდოთ მათ თავი.


1. დიზაინ პრინციპების უგულებელყოფა

დიზაინ პრინციპებში ვგულისხმობთ იმ ფუნდამენტალურ წინამძღვრებს, რომლების საშუალებითაც დიზაინერები ახერხებენ ეფექტური და მიმზიდველი ინტერფეისების შექმნას. მათ შორის შეგვიძლია გამოვყოთ:

- განლაგება: სხვადასხვა ელემენტების გონივრულად განლაგებით შეგიძლიათ ჰარმონიის და წესრიგის შთაბეჭდილების დატოვება. ყველაფერი ისე უნდა იყოს ბალანსირებული, რომ შეკავშირებული სურათი შეიქმნას.
- კონტრასტი: გამოიყენეთ სხვადასხვა ფერები, ზომები, ფორმები და ფონტები ვიზუალური ინტერესისა და იერარქიისთვის. ზოგი ელემენტი უფრო გამოკვეთილი უნდა იყოს. ისინი, რომლებიც უფრო მნიშვნელოვანია.
- გამეორება: ფერების, icon-ების, ლოგოების, ფონტების გამეორება თანმიმდევრულობის და ნაცნობობის შთაბეჭდილებას ტოვებს. შეგიძლიათ, მას შემდეგ რაც გარკვეულ პატერნს შექმნით, ასევე ეს პატერნები დაარღვიოთ იმისათვის, რომ აუდიტორიას ყურადღება რომელიმე ელემენტზე გადაატანინოთ.
- სიახლოვე: ერთმანეთთან ასოცირებული ელემენტების ერთად დაკავშირება ლოგიკურ სტრუქტურას ქმნის და ნაკლებად ქაოტურს ხდის მათ განლაგებას.


დეკორაცია


2. ტრენდები გამოყენებადობის წინააღმდეგ.

ტრენდები, დეფინიციურად, მუდამ პოპულარულია. ბევრი ორგანიზაცია კი ზედმეტად ეყრდნობა ამ ასპექტს. პირველ რიგში, ტრენდები ვებ-დიზაინში მოკლევაიდიანია, ხოლო გამოყენებადობის პრინციპები ფუნდამენტურად იშვიათად იცვლება.

მითუმეტეს, რომ ტრენდები ხშირად არ ითვალისწინებენ მომხმარებლების მოთხოვნებს და პრეფერენციებს, მითუმეტეს როდესაც საქმე კონკრეტულ აუდიტორიებს ეხება. დიზაინ გადაწყვეტილებები უნდა კეთდებოდეს იმ ინფორმაციის ხარჯზე, რომელიც წინა პლანზე აყენებს მომხმარებლების ინტერესებს.

მიმზიდველი ანიმაციები, კომპლექსური განლაგებები და მულტიმედიის ზედმეტი გამოყენება დამატებით იწვევს გაღიზიანებასა და დაბნეულობასაც, რაც ხშირად საიტის დატოვებით მთავრდება.


3. ხელმისაწვდომობის უგულებელყოფა

ხელმისაწვდომობა პრაქტიკაა, რომელიც ორიენტირებულია ვებსაიტის ინკლუზიურობაზე და იმაზე, რომ ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს მისი მოხმარება, მათი უნარების მიუხედავად. მასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია შემდეგი კომპონენტები სხვა მრავალს შორის:

- ფერების კონტრასტი: მათთვის ვისაც დაქვეითებული აქვს მხედველობა ან ვინც ფერის სიბრმავით დაავადებულია, მნიშვნელოვანია მაღალი კონტრასტი ტექსტსა და სურათებთან მიმართებაში.
- კლავიატურით ნავიგაცია: კლავიატურის shortcutპების და ფოკუს მაჩვენებლების გამოყოფა ალბათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ონლაინ ხელმისაწვდომობის მხრივ.
- ალტ ტექსტი: აღწერები სურათებზე, ვიდეობზე და სხვა არატექსტურ ელემენტებზე მათთვის ვინც ეკრანის reader-ებს იყენებს ან ვისაც ნელი ინტერნეტი აქვს.
- სუბტიტრები: აუდიო და ვიდეო კონტენტისთვის, განკუთვნილი მათთვის ვისაც სმენასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

ამ და ხელმისაწვდომობის სხვა ასპექტების არ გათვალისწინებამ ძალიან მარტივად შეიძლება საგრძნობლად დააზიანოს თქვენი ორგანიზაციის პოტენციალი ისევე, როგორც SEO მაჩვნებლები და აუდიტორიაზე წვდომის შესაძლებლობები.


დეკორატიული სურათი



4. მომხმარებლის არჩევანზე ზედმეტად დაყრდნობა

მომხმარებლის არჩევანში აქ საკმაოდ კონკრეტულ რაიმეს ვგულისხმობთ, იმ ინფორმაციას, რომელიც მას შეყავს სხვადასხვა ველების, ღილაკების, მენიუების თუ checkbox-ების საშუალებით. ასეთ ინფორმაციაზე ზედმეტმა დაყრდნობამ შეიძლება შემდეგი პრობლემები გამოიწვიოს:

- ვალიდაციის შეცდომები: ესენია შეცდომები, რომლებიც გამოწვეულია არასწორი ან არავალიდური ინფორმაციის ველში შეყვანით. მაგალითად, იმეილის ჩაწერით @-ის გარეშე, ან ნომრის ასოებით.
- უსაფრთხოების რისკები: როდესაც პირადი ინფორმაციაა შეტანილი, რომელიმე ველში ისე, რომ ის დაშიფრული ან უსაფრთხოდ შენახული არაა. მაგალითად, კრედიტ ბარათის დეტალები ან პაროლები.
- კოგნიტური დატვირთვა: აქ ვგულისხმობთ იმ ძალისხმევას, რომელიც საჭიროა ინფორმაციის გასაანალიზებლად რომელიმე გვერდზე. ზედმეტი კითხვების დასმა ან ზედმეტი ინფორმაციის მოთხოვნა ღლის მომხმარებლებს და ყურადღებაც მათ სხვა რამეებზე გადააქვთ.

იმისათვის, რომ ამგვარ პრობლემებს აარიდოთ თავი საჭიროა მათგან შემომავალი ინფორმაციის მინიმალიზაცია შემდეგი ხერხებით:

- Autofill: ფუნქცია, რომელიც აუტომატურად ავსებს ზოგიერთ ველს, მომხმარებლის ისტორიის გათვალისწინებით. მაგალითად, თუ მათ უკვე შეყვანილი ქონდათ სახელი, მისამართი ან იმეილი ვებსაიტი ამას უჩვენებს მათ.
- საწყისი ოპციები: ეს ოპციებია, რომლებიც ხელმისაწვდომია იმის მიხედვით, თუ რომელი ვარიანტებია მოსალოდნელი ან ყველაზე ხშირი. მაგალითად, ქვეყნების, ვალუტის ან ენის არჩევისას. აქ მხოლოდ რამდენიმე შესაძლო ვარიანტია.
- პროგრესის მაჩვენებლები: ვიზუალური ინდიკატორები, რომლებიც მომხმარებელს აჩვენებენ ან პროცენტულად ან დროის კუთხით, პროცესის რა ნაწილი დარჩა.


ლეპტოპის სურათი და ხედი


5. არათანმიმდევრული ვიზუალური ელემენტები

ჩვენ უკვე ავღნიშნეთ, რომ პატერნების დარღვევა საკმაოდ ხელსაყრელი შეიძლება აღმოჩნდეს. თუმცა, ზოგი დიზინერი არათანმიმდევრულ ელემენტებს ზედმეტად ხშირად, ცუდ ადგილას ან დროს ხმარობს. მაგალითად:

- ფერების აღრევა: სხვადასხვა ფერების გამოყენება ერთი და იგივე ელემენტებისთვის სხვადასხვა ვებ-გვერდზე ან ვებსაიტის სექციებში. მაგალითად, ლურჯი ფერი გამოყენება ლინკებისთვის ერთ გვერდზე, მეორეზე კი წითელის.
- Icon-ების ცვლა: ერთი და იგივე ფუნქციებისთვის სხვადასხვა icon-ების გამოყენება არანაირ განსაკუთრებულ უპირატესობას არ იძლევა, დაბნეულობას კი ბლომად იწვევს.
- სურათების ცვლა: ერთი და იგივე პროდუქტების ან სერვისების აბსოლუტურად სხვადასხვა სურათების გამოყენება სხვადასხვა სექციებში ან ვებ-გვერდებზე.

იკა

იკა