შეცდომები იმეილებში

შეცდომები იმეილებში
04 აგვისტო 2023     997

შეცდომები იმეილებში

იმეილ მარკეტინგი საკმაოდ პოპულარულია დღესდღეობით. კომპანიების უმეტესობა ცდილობს მომხმარებლებს რაც შეიძლება სწრაფად გამოაწერინონ სიახლეები. თუმცა მაინც ძალიან ხშირად ვაწყდებით საკმაოდ ელემენტარულ პრობლემებს.

ამ ბლოგში გაგიზიარებთ ზოგ ასეთ შეცდომას და მოგცემთ რჩევებს იმაზე, თუ როგორ უნდა აარიდოთ მათ თავი.


1. იმეილებით სპამინგი

ერთ-ერთი ყველაზე რადიკალურად აშკარა შეცდომა არის არასაჭირო იმეილების გაგზავნა იმ ხალხისთვის, რომლებსაც არ მოუციათ თქვენთვის საკუთარი იმეილი. სპამინგი ხშირად შავ სიაში შეყვანასაც იწვევს ზოგიერთი იმეილ სერვისის პროვაიდერისგან, თან კონვერსიებზეც ცუდად მოქმედებს და ბრენდის რეპუტაციას აფუჭებს. ამასთან ერთად უბრალოდ ფუჭი დროის და ფულის ხარჯვაა, პრაქტიკულად ყველა მაინც დააიგონრებს თქვენ მეილებს.

ამისთვის თავის ასარიდებლად უბრალოდ მიეცით საშუალება ვიზიტორებს თვითონ მოგცენ თქვენ საკუთარი იმეილი. ამის სანაცვლოდ შეგიძლიათ უფასო რამეები შესთავაზოთ, ვთქვათ, ფასდაკლების ბარათი, ვებინარი, ან რაიმე მსგავსი.

დამატებით, არ დაგავიწყდეთ, რომ გამოწერის გაუქმების მარტივი ხერხი დაუტოვოთ ყოველ იმეილში. თუ ვინმე ამაზე ფიქრობს, ჯობს გამოწერა გააუქმოს ვიდრე საერთოდ დაგბლოკოთ.


დეკორაცია


2. ცუდი subject line

Subject line-ში ვგულისხმობთ იმეილის მოკლე სახელს, რომელსაც ხედავთ თქვენ როცა აგზავნით, ან სხვები როდესაც მას იღებენ. ეს პირველი რამაა რაზეც პრაქტიკულად ყველა ამახვილებს ყურადღებას იმეილის გახსნამდე. ხშირად სწორედ ესაა რაც წყვეტს საერთოდ გახსნიან თუ არა თქვენ მეილს. თუმცა, ბევრს მაინც უჭირს რაიმე საინტერესოს დაწერა ამიტომაც პირდაპირ გზავნიან რაიმე მინაწერით.

კონცენტრირდით ლაკონურობაზე, რელევანტურობაზე და მნიშვნელობის გამოკვეთაზე. მთავარი პლიუსი რამენაირად უნდა გამოკვეთილი იყოს თავიდანვე. თუ მასობრივად აგზავნით იმეილებს, ჯობს რამდენიმე წუთი დაფიქრდეთ მის სახელზე, სხვებს კითხოთ აზრი, სანამ გააგზავნით.


3. მოგებაზე კონცენტრირება

მორიგი შეცდომა იმელ მარკეტინგში ეხება ზედმეტ ყურადღებას პროდუქტების ან სერვისების გაყიდვაზე ისე, რომ არაა მცდელობა მომხმარებლებს რაიმე ღირებული შესთავაზონ, ან ურთიერთობა დაიწყონ მათთან.

თქვენი იმეილები გამოჩნდება ინტრუზიული, რეკლამური და სასოწარკვეთილი. ხშირად გააღიზიანებს ან გააუცხოებს გამომწერსაც, რომელიც დიდი ალბათობით იფიქრებს, რომ მხოლოდ მათი ფული გაინტერესებთ.


ოფისის ფოტო


იმეილ მარკეტინგის მიზანი არაა პირდაპირ გაყიფვა, არამედ დიალოგის წამოწყება და პროფესიული ურთიერთობების ჩამოყალიბება. საჭიროა თქვენს მომხმარებლებს რაიმე ინფორმაცია მიაწოდოთ, გაართოთ, შთააგონოთ, დაეხმაროთ და არა ფული მოსთხოვოთ.

ამიტომ გაყიდვების პოპულარული სტრატეგიების გამოყენების მაგივრად, ეცადეთ რაიმე საინტერესო რჩევები, ინსაითები, ისტორიები, ქეის კვლევები, რეკომენდაციები ან უფასო რესურსები გაუგზავნოთ რელევანტურ დროს.


4. პერსონალიზაცია

კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომა, რომელსაც ბევრი იმეილ მარკეტერი უშვებს, არის ერთი და იგივე შაბლონური ტექსტის გაგზავნა ყველასთვის იმის გაუთვალისწინებლად, თუ ვის როგორი პრეფერენციები და ინტერესები, ან რა სტადიაზე არიან თქვენ ორგანიზაციასთან ურთიერთობაში (ან ყიდვის რომელ ეტაპზე).

ბუნებრივია, რომ ეს იმეილებს არაპერსონალურს, არარელევანტურს, ან უაზროს ხდის. არავის არ აინტერესებს ასეთი მეილები. ესაა და ეს.

ამ ტიპის პრობლემებისთვის თავის ასარიდებლად დაყავით თქვენი სია პატარა ჯგუფებად ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორებიცაა დემოგრაფიული მაჩვენებლები, ინტერესები, ქცევები, ყიდვის ისტორია ან ლიდის სტატუსი.

გახადეთ იმეილი უფრო პირადი და პერსონალური: გამოიყენეთ სახელი, თქვენი კავშირის ისტორია და სხვა რელევანტური დეტალები. ასე უფრო ადამიანური და მეგობრული გამოჩნდება.


ლეპტოპის სურათი


5. ზედმეტად გრძელი ან მოკლე იმეილები

თუ ზედმეტად დიდია თქვენი იმეილი, შესაძლოა ნელა ჩაიტვირთოს ზოგისთვის, განსაკუთრებით მობილურზე. უფრო საყურადღებო კი ისაა, რომ ძალიან ადვილად სწყინდებათ მომხმარებლებს ასეთი იმეილების კითხვა.

თუ ზედმეტად მოკლეა, მაშინ საკმარის ინფორმაციას ვერ ჩაატევთ, ვერც ვერაფერს მნიშნელოვანს ვერ შესთავაზებთ თქვენ აუდიტორიას. თან შესაძლოა საერთოდ გაუგებარი იყოს თქვენი იმეილის აზრი, ან არადამაჯერებელი, მომხარებელს არ გაუჩინოს რაიმე ნაბიჯის გადადგმის სურვილი.

იდეალური ზომა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის აუდიტორიაზე, თქვენს მიზანზე, თემაზე და ტონზე. არ არსებობს ერთი უნივარსალური ზომის სტანდარტი, თუმცა ზოგადი გაიდლაინია სადღაც 200-დან 500-ს სიტყვამდე. ესეც ბუნებრივია კონტექსთან ერთად ხშირად იცვლება.

გამოიყენეთ გასაგები და პირდაპირი ენა, დაყავით ტექსტი მოკლე აბზაცებად და bullet point-ებად, გამოიყენეთ სურათები, ვიდეოები ან სხვა ვიზუალური ელემენტები საჭიროებისამებრ, რათა უფრო დამაინტრიგებელი გახადოთ თქვენი იმეილი.

იკა

იკა