გრაფიკული დიზაინის შრომითი პროცესის დახვეწა III

გრაფიკული დიზაინის შრომითი პროცესის დახვეწა III
24 აგვისტო 2023     737

გრაფიკული დიზაინის შრომითი პროცესის დახვეწა III

დღეს გაგიზიარებთ სხვადასხვა რჩევებს შრომითი პროცესის დახვეწასთან და პროექტების უფრო სასიამოვნოდ და ეფექტურად წარმართვასთან დაკავშირებით. არ აქვს მნიშვნელობა გუნდში ხართ თუ მარტო მუშაობთ, შრომითი პროცესის ორგანიზირებას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს პროდუქტიულობაზე, კრეატიულობაზე და კმაყოფილებაზე. ჩვენ ორჯერ (1, 2) უკვე გავარჩიეთ ეს საკითხი, რაც ნათელია ბლოგის სახელიდანაც, თუმცა მაინც ბევრი დარჩა სათქმელი.


1. თაიმლაინის სკეჩი

ერთ-ერთი პირველი რამ რაც უნდა გააკეთოთ პროექტის დაწყებისას თაიმლაინ სკეჩის შემუშავებაა. ამაში ვგულისხმობთ პროექტის ძირითად მიზნებს, დედლაინებს და მოსალოდნელ შედეგებს. არაა საჭირო ყოველი დეტალი გათვალოთ ან ძალიან აკურატულები იყოთ, თუმცა გარკვეული წარმოდგენა უნდა გქონდეთ თითოეული დავალების დაახლოებითი ხალგრძლივობის და დავალებების რიგითობის შესახებ.

თაიმლაინ სკეჩები ხელსაყრელია წინასწარი გეგმების შემუშავებისთის, პოტენციური პრობლემებისთვის თავის არიდებისთვის და შრომითი პროცესის შესაბამისად ცვლილებისთვის. მაგ., თუ იცით, რომ რომელიმე დავალება უფრო მეტ დროს წაიღებს ვიდრე ელოდდით, მაშინ უკეთესი წარმოდგენა გექნებათ იმაზე, თუ როგორ აისახება ეს დანარჩენ პროექტზე. ან პირიქით თუ გარკვეული დრო გრჩებათ დავალებებს შორის, შეგიძლიათ ეს დრო გამოიყენოთ სხვა რაიმეზე სამუშაოდ.

ლეპტოპის ფოტო

2. კონფლიქტების გადამოწმება

უკუავშირის მიღება რასაკვირველია ერთ-ერთი უმთავრესი გზაა შრომითი პროცესის დასახვეწათ. რაც შეიძლება ითვალისწინებდეს თქვენი კოლეგებისგან, მომხმარებლებისგან ან სხვა ნაცნობებისგან საჭირო ინფორმაციის მიღებას. რაც დაგეხმარებათ სხვამხრივ რთულად დასანახი შეცდომების გამოსწორებაში, არათანმიმდევრული ასპექტების აღმოჩენაში და ახალი პერსპექტივების და იდეების დანახვაში.

ამავდროულად დაგეხმარებათ განსხვავებულ შრომით პროცესებს შორის კოფლიქტების დანახვაში ან სხვამხრივ არასასურველი შედეგების აღმოჩენაში. მაგ., თუ ვებსაიტზე მუშაობთ, რეკომედირებულია უკუკავშირი როგორც დეველოპერებისგან, ასევე კონტენტის მწერლებისგან, მომხმარებლებისგან და სხვა დაკავშირებული პირებისგან მიიღოთ, რომ გადაამოწმოთ რამდენად აკმაყოფილებს საიტის სხვადასხვა ტიპის მოთხოვნებს. ან თუ მარკეტინგულ კამპანიაზე მუშაობთ, ფოკუსირდით უკუკავშირზე გაყიდვების გუნდისგან, მომხმარებლებისგან და თუნცაც კონკურენტებისგან (უკუკავშირი ირიბი შეიძლება იყოს, ან გარკვეულ კონტექსტებში პირდაპირიც).


3. იერარქიზირება

თუ გუნდთან ერთად მუშაობთ, მაშინ შრომითი პროცესის დახვეწა ითვალისწინებს გუნდის წევრებთან კოორდინირებას და დავალებათა მკაფიო იერაქიის შემუშავებას. ყველას კარგად უნდა ესმოდეს საუთარი როლი და პასუხისმგებლობები, რა დავალებებია მათზე დამოკიდებული და როდის უნდა დაასრულონ მათი სხვადასხვა სტადიები. თვითონ დავალებებს შორის პრიორეტიზირებაც ცხადი უნდა იყოს.

დეკორაცია

შეგიძლიათ Kanban board-ები, Gantt chart-ები ან To-do სიები გამოიყენოთ, რომ უკეთ შეძლოთ ვიზუალიზაცია და სამუშაოს ორგანიზირება. სხვამხრივ, შეგიძლიათ შედარებით უინტერესო თუ ხშირად განმეორებადი დავალებების ავტომატიზირება. მაგალითად იმეილების ან შეხვედრების დაგეგმის ან თუნდაც რეპორტების.


4. რედიზაინი

ერთი შრომითი პროცესის სქემის ქონა საკმაოდ რთულია. წესით ხშირად მოგიწევთ პატარ-პატარა ცვლილებების შეტანა. თუმცა აქ რასაკვირველია გარკვეული ბალანსის დაჭერაა რეკომენდირებული. რადგან რთულია განსაზღვრა ახალი ელემენტები როგორ იმოქმედებენ სხვა ელემენტებზე.

შესაბამისად, თქვენი მიზანი უნდა იყოს ასეთი დამოკიდებული ელემენტების და პერიფერიული ეფექტების ანალიზი. პერიფერიულ ეფექტებში კი ვგულისხმობთ იმ შედეგებს, რომლებიც ელემენტების ახალ ჯაჭვებს მოყვება. მაგალითად, თუ გადაწყვეტთ რომელიმე software-ის შეცვლას, უნდა გადაამოწმოთ რამდენად ერგება ის გარკვეულ სხვა software-ებს, რომლებსაც ხმარობთ, რამდენადაა საჭირო თქვენი გუნდელების დატრენინგება, არის თუ არა უსაფრთხოების ახალი საშიშროებები, ა.შ.

ნოუთბუქის სურათი

5. კულტურა

და ბოლოს, შრომითი პროცესის დახვეწა არ ითვალისწინებს სამუშაოს მხოლოდ ტექნიკურ და პრაქტიკულ ასპექტებს, არამედ ამასთანავე სოციალურსაც და ემოციურსაც. თქვენი ორგანიზაციის ან გუნდის კულტურამ მნიშვნელოვნად შეიძლება იმოქმედოს თქვენს შრომით პროცესზე ისევე, როგორც მოტივაციაზე, კმაყოფილებაზე, ა.შ. პირიქითაც, ის, თუ როგორ მიუდგებით თქვენს შრომით პროცესს, აისახება თქვენს კულტურაზეც.

ამიტომ, ნუ შეხედავთ შრომით პროცესს მხოლოდ როგორც საშუალებას, რომლითაც გააუმჯობესებთ პროდუქტებს, მოგებებს ან რაიმე მსგავს ცვლადს. შეეცადეთ გაარკვიოთ, თუ როგორია სწორი გზა, რომლითაც თქვენს დავალებებს უნდა მიუდგეთ იმის მიუხედავად, ფულად ანაზღაურებასთან გაქვთ საქმე თუ არა, კომპრომისებზეც შესაბამისად წადით.

იკა

იკა