შეცდომები გუნდურ მუშაობაში II

შეცდომები გუნდურ მუშაობაში II
18 სექტემბერი 2023     768

შეცდომები გუნდურ მუშაობაში II

გუნდური მუშაობა რასაკვირველია ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკულად ყველა ორგანიზაციისთვის. ძალიან ბევრი რამე, რაც განსაზღვრავს ორგანიზაციის წარმატებს, სწორედ მასზეა დამოკიდებული. ხანდახან ჩვენ ვუშვებთ შეცდომებს, რომლებიც კოლაბორაციას ართულებს, პროდუქტიულობას აფერხებს ისე, რომ შეიძლება საერთოდაც ვერ ვხვდებოდეთ რომ ეს ხდება. ამ ბლოგში გაგიზიარებთ ხშირ შეცდომებს, რომლებსაც უშვებენ გუნდური მუშაობისას ისევე, როგორც რეკომენდაციებს ამ სირთულეებისთვის თავის ასარიდებლად.


1. გეგმების ნაკლებობა

გეგმების შემუშავება პრაქტიკულად ყველა პროექტის ფუნდამენტია, თუმცა ხშირად უგულებელყოფილია ან მეორეხარისხოვნადაა ჩათვლილი. როდესაც არ ვგეგმავთ სხვადასხვა დეტალებს, ხშირად დაბნეულობას და ქაოსს ვიწვევთ, განსაკუთრებით როლებთან, პასუხისმგებლობებთან, დედლაინებთან და მოლოდინებთან დაკავშირებით. რაც მთავრდება კონფლიქტებით,გაუგებრობებით და თითის დადებებით.

წინასწარ სხვადასხვა რამეების დაგეგმვა ასევე სამომავლო კომუნიკაციასაც აადვილებს. იმის მაგივრად, რომ სპონტანურად გაანაწილოთ პასუხისმგებლობები და ბრალეულობა, როდესაც პროექტს აკლდება დრო, შეგეძლებათ წინასწარ ცოდნა რამდენად დიდია ეს პრობლემა, რა რესურსები გაქვთ მასთან გასამკლავებლად, ა.შ.

დასაწყისისთვის, ბრეინსტორმი გააკეთეთ სხვადასხვა იდეები და შეთანხმდით პროექტის საერთო ხედვაზე. დაყავით პროექტი პატარა დავალებებათ და გაანაწილეთ ისინი უნარებისა და პრეფერენციების მიხედვით. შექმენით თაიმლაინი და პოტენციური ბიუჯეტი, ეცადეთ მასში ჩაეტიოთ. კომუნიკაცია უნდა იყოს რეგულარული პროგრესზე და სირთულეებზე. ბუნებრივია ცვლილებებთან ერთად უნდა გქონდეთ პასუხები დაბრკოლებებზეც სხვა გეგმების სახით.

ოფისი

2. დაბალი ხარისხის კომუნიკაცია

კომუნიკაცია გუნდური მუშაობის ქვაკუთხედია, თუმცა ხშირად ზედმეტად მარტივად უყურებენ მას. როდესაც არ ხდება სათანადო ინფორმაციის მიმოცვლა, იკარგება პროექტებისთვის საჭირო უამრავი დეტალი. ჩნება გაუგებრობები, არაზუსტი ვარაუდები, ა.შ.

გამოიყენეთ კომუნიკაციის მრავალი არხი, მაგალითად იმეილები, ზარები, ჩატები, ა.შ., პრეფერენციების და სიტუაციების მიხედვით. თუ ზოგიერთმა წევრმა გამოტოვა ზარი ან სხვამხრივ არ აქვს ინფორმაცია რაიმე საჭირო მოვლენის ან დეტალის შესახებ, აუცილებლად გქონდეთ რაიმე სათანადო საშუალება მათთვის ინფორმაციის მისაწოდებლად. გამოიყენეთ მარტივი და გასაგები ენა, ერიდეთ ჟარგონს ან სლენგს, რომელმაც შეიძლება დააბნიოს სხვები. გამოიყენეთ ისეთი ვიზუალური ნიშნები როგორებიცაა სკეჩები, პროტოტიპები, ა.შ. დასვით კითხვები და დააკონკრეტეთ ნებისმიერი ზოგადი დებულება. და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ზრდილობიანად გააკეთეთ.

დეკორაცია

3. კონფლიქტები

გუნდური მუშაობა საჭიროებს გარკვეულ თანხვედრას და კოოპერაციას, თუმცა ხანდახან გუნდის წევრების მიზნები არა საერთო, არამედ დაპირისპირებულია ერთმანეთთან. მაგ., სხვადასხვა პრიორიტეტები, პრეფერენციები, სტილები ან მიზნები. ან თუნდაც პირადი პრობლემები ან ემოციები, რომლებიც გავლენას ახდენენ გუნდზე.

თუმცა, კონფლიქტი ყოველთვის ცუდი არაა. პირიქით, თუ სწორად მივუდგებით საკმაოდ გამოსადეგია პროექტებისთვის. კრეატიულობის, ინოვაციების და გაუმჯობესების საშუალებად შესაძლოა მათი გამოყენება. თუმცა, როდესაც მათი გავლენა ნეგატიურია მაინც არსებობს გარკვეული მიდგომები, რომლებიც შეიძლება გამოგადგეთ.

პირველ რიგში, სცადეთ კონფლიქტის წყაროს და ბუნების გარკვევა. შეეხება ფაქტებს, მიზნებს, მეთოდებს, ღირებულებებს თუ ინდივიდუალურ თვისებებს? სტილიც კონფლიქტის გადაჭრის შესაბამისი უნდა იყოს. რა ჯობს კონკურენცია, კოლაბორაცია, კომპროისი, განრიდება თუ შეთავსება? ფოკუსირდით პრობლემაზე და არა ინდივიდზე. ნუ მიაყენებთ სხვას შეურაწყოფას ბრალეულობის გამო. შეეცადეთ მათი პერსპექტივა დაინახოთ და ტაქტიანად აუხსნათ რატომ ცდებიან. ზოგადად, ჯობს ეცადოთ ისეთი გამოსავალი იპოვოთ, რომელიც ორივე მხარეს უკეთეს პოზიციაში ტოვებს. და ბოლოს, თუ თქვენ ხართ დამნაშავე მაშინ აღიარეთ თქვენი წვლილი და ბოდიში მოიხადეთ. ეს კარგ მაგალითს აძლევს დანარჩენებს.

ჯგუფი

4. გაგების ნაკლებობა

გუნდური მუშაობა ხშირად ითვალისწინებს ისეთ ხალხთან ერთად კოოპერაციას, რომლებიც სხვადასხვა ისტორია აქვთ, სხვადასხვა საქმით არიან დაკავებულები და განსხვავებული უნარები აქვთ. ბუნებრივია ეს ხელსაყრელი შესაძლებლობა შეიძლება აღმოჩნდეს სხვებისგან სწავლისთვის, თუმცა ამავდროულად შეიძლება დაბნეულობის ან გაღიზიანების წყარო აღმოჩნდეს. როდესაც არ გვესმის სხვისი ხელობის ელემენტარული დეტალები, შესაძლოა მათთან მიმართებაში არაშესაბამისი მოლოდინები გვქონდეს, ზედმეტად სწრაფად გამოვიტანოთ დასკვნები ან ვერ გავაანალიზოთ მნიშვნელოვანი დეტალები.

ეს შემდეგი რჩევა საკმაოდ ბევრ ორგანიზაციას შეიძლება გამოადგეს, თუ სხვადასხვა წევრები მას გაითვალიწინებენ: ნუ ივარაუდებთ, რომ თქვენი გუნდის წევრებს ზუსტად ესმით რა გსურთ ან გჭირდებათ. მკვეთრად და ცხადად გამოთქვით აზრი მოლოდინებზე და მოთხოვნებზე. ნუ ჩათვლით, რომ სხვებიც იგივე მეთოდებს გამოიყენებენ ამა თუ იმ დავალებასთან მიმართებაში. თუ გსურთ, რომ რამე შეცვალონ ან შეცდომა რამენაირად გამოასწორონ, იყავით კონკრეტულები.

იკა

იკა