ტრენდები, რომლებსაც ჯობს მოერიდოთ

ტრენდები, რომლებსაც ჯობს მოერიდოთ
10 დეკემბერი 2023     537

ტრენდები, რომლებსაც ჯობს მოერიდოთ

პირველი შთაბეჭდილებები პრაქტიკულად მყისიერვე ყალიბდება თან ისე, რომ მომხმარებლებს მუდმივად ვარიანტების მრავალფეროვანი არჩევანი აქვთ. ამის გათვალისწინებით, უპრობლემო და საინტერესო ux უფრო დიდი ფაქტორია დღეს ვიდრე ოდესმე ყოფილა. თუმცა, ზოგი ტრენდი, თითქოს ერთი შეხედვით უწყინარი, მაინც შესაძლოა საკმაოდ უარყოფითი გავლენის მქონე აღმოჩნდეს და დააზიანოს ორგანიზაციის წარმატების შანსი.


1. ორმხრივობა

მომხმარებლებისგან იმის მოთხოვნა, რომ მათ გამოიწერონ სხვადასხვა რამეები ან გააზიარონ სოც-მედიაზე თქვენი კონტენტი, სანამ სხვა კონტენტზე ხელი მიუწვდებათ, მარტივად დაგაკარვინებთ მათ ინტერესს. ასეთი მიდგომები უბრალოდ მანიპულაციურია და ზედმეტ დაბრკოლებებს ქმნის. მომხმარებლები უფრო წინდახედულები არიან დღესდღეობით და მალევე მიხვდებიან ამ ტაქტიკების მიზანს: ღირებულების მიღებას მისი შეთავაზების გარეშე.

კონცენტრირდით ინფორმაციიტ სავსე ბლოგების, დამაინტრიგებელი ვიდეოების ან საინტერესო დიალოგების შეთავაზებაზე ისე, რომ სანაცვლოდ მომხმარებლეს არანაირი ვალდებულება არ დააკისროთ. ასეთი ქმედებებით აჩვენებთ, რომ მათი სარგებელი თქვენთვის მნიშვნელოვანია, რაც პოზიტიურ ასოციაციებს ქმნის თქვენს ბრენდთან მიმართებაში და უფრო საალბათოს ხდის მათ დაბრუნებას თქვენს საიტზე.

ფონი

2. მათ მაგივრად საუბარი

კიდევ ერთი შეცდომა არის იმის განსაზღვრა წინასწარ, თუ რას გიპასუხებენ მომხმარებლები. წინასწარი ფრაზების ან ვარიანტების დართვა, რომლებიც ითვალისწინებენ დადგენილ პრეფერენციებს ხშირად ქედმაღლურად და ამპარტავნულად ითვლება. მაგალითად, მოერიდეთ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა "არ მინდა უფასო შეთავაზებები," როცა სთხოვთ მომხმარებლებს მათ იმეილ მისამართს. უბრალოდ ზედმეტად სასოწარკვეთილად გამოიყურება ეს ყველაფერი.

ღიად დატოვედ შესაძლო ვარიანტების საკითხი და ეცადეთ მოერგოთ პრეფერენციების სიმრავლეს. გამოიყენეთ განსაზღვრული პროფილები, რომლის მიხედვითაც ux-ის პერსონალიზაციას მოახერხებთ და მიაქვდით სხვებს მიზანმიმართულ რეკომენდაციებს.


3. ზედმეტობა

წარმოიდგინეთ, რომ ერთსა და იმავე კითხვას გისვამენ დიალოგში. გამაღიზიანებელია, არა? ალბათ გამაღიზიანებელია, ხო? მგონი გამაღიზიანებელი ჩანს? იგივე პრინციპი ეხება ვებ დიზაინსაც. მომხმარებლების აფეთქება იდენტური მოთხოვნები იმდენადვე სასოწარკვეთილი საქციელია, რამდენადაც სულელური. ეს ეხება იმეილის, კონტაქტის დეტალების ან სხვა მსგავსი ინფორმაციის მოთხოვნასაც. უბრალოდ ზედმეტ დროს აკარგვინებთ მომხმარებლებს და აფერხებთ მათ ნავიგაციას.

დეკორაცია

თუ მაინც და მაინც საჭიროა გარკვეული ტიპის ინფორმაციის შეგროვება, ეს გააკეთეთ ეტაპობრივად ისე, რომ პირდაპირ არ სთხოვოთ უამრავი ველის შევსება. შესთავაზეთ წინასწარ განსაზღვრული ფორმატი იმისათვის, რომ დააჩქაროთ მსგავსი პროცესები.


4. ხელოვნური დეფიციტი

ხელოვნური დეფიციტის შექმნა ყალბი დროებითი შეთავაზებებით ან საათის მაჩვენებლით მანიპულაციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპია. თან აქაც ცხადია რამდენად სულელურია მსგავსი გადაწვეტილება, რადგან იმწამსვე შეიძლება გაარკვიოს მომხმარებელმა რა ხდება. რაც აბსოლუტურად გაანადგურებს თქვენს ონლაინ რეპუტაციას.

ასეა თუ ისე, გამჭვირვალობა და პირდაპირი კომუნიკაცია მომხმარებლების ლეგიტიმური ნდობისთვის და ბიზნესის წარმატებისთვის ხშირად აუცილებელია. ასეთი რამეებისთვის თავის არიდება უბრალოდ მინიმუმია, რისი გაკეთებაც შეიძლება გევალებოდეთ. თუმცა ბევრი იმიტომ აკეთებს, რომ დანარჩენებიც აკეთებენ მსგავს რამეებს. თუმცა თუ საჭიროა გავაკეთოთ რაიმე იმისათვის, რომ ამ რაიმემ იმუშაოს, მისი არ გაკეთება იმ მიზეზით რომ სხვებიც არ აკეთებენ, უბრალოდ უაზროა.

დეკორაციული ფონი

5. ხელოვნური მყისიერი დაბრკოლებები

ინტრუზიული pop-up-ები, ავტომატურად ჩართული ვიდეოები, რეკლამების ბანერები, რომლების ხელს უშლიან მომხმარებლებს კონტენტის ნახვაში, პოზიტიური ux-ისთვის სერიოზულ პრობლემებს წარმოადგენენ. მსგავსი ელემენტები აღიზიანებენ და ხშირად ატოვებინებენ მომხმარებლებს საიტს ან აპლიკაციას, აფერხებენ რა მათ ნავიგაციას.

თქვენი ონლაინ სივრცეების დიზაინი უნდა იყოს შემუშავებული მომხმარებლების მიზნების გათვალისწინებით. პრიორიტეტი კონტენტის ხელმისაწვდომობა და ხელისშემშლელი ელემენტების მოშორებაა. თუ რაიმე დამატებითი ინფორმაციის ან შეთავაზების დართვა გსურთ, გააკეთეთ ეს ისე, რომ პატივი სცეთ სხვების დროს და არ აიძულოთ ნავიგაციის დროს შეეჩეხონ სხვადასხვა ტიპის მყისიერ, არასასურველ ელემენტებს.

იკა

იკა