რა არის ბლოკჩეინი?

რა არის ბლოკჩეინი?
04 აპრილი 2024     217

რა არის ბლოკჩეინი?

ბლოკჩეინი გარკვეული ტექნოლოგიის ტიპია, რომელსაც აქვს პოტენციალი შეცვალოს ის, თუ როგორ ვინახავთ და ვმართავთ ინფორმაციას. რამდენიმე სიტყვით, ის ფუნქციონირებს როგორც ანგარიშების გარკვეული გაზიარებული სისტემა და ინახავს მრავალი ტიპის სხვადასხვა ჩანაწერებს, ე.წ., ბლოკებს. ეს ბლოკები კრიპტოგრაფიულად დაკავშირებულია ერთმანეთთან, რაც ჯაჭვს ქმნის (ჩეინს).

როგორც წინა ბლოგში ავღნიშნეთ, ბლოკები შეიცავენ სხვადასხვა ტიპის ინფომაციას, "პრინციპში, ეს ინფორმაცია შესაძლოა იყოს ერთების და ნულების ჯაჭვიც, რაც ნიშნავს რომ ის შეიძლება შეიცავდეს იმეილებს, კონტრაქტებს, საქორწინო სერტიფიკატებს, აქციების გაცვლის შესახებ ინფორმაციას, ა.შ."

მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ბლოკჩეინების გამოყენება მხოლოდ ფინანსური მიზნებისთვის არაა შესაძლებელი. ამ ბოლო ხანებში უფრო და უფრო მეტი ინტერესია ბლოკჩეინ ტექნოლოგიის სხვა სივრცეებშიც გამოყენებაზე, თუმცა მაინც მეტწილად გლობალურად გამოუკვლეველი არეალია.

ბლოკის ფოტო

ძირითადი დეტალები:

ბლოკები: ბლოკები შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორც ინფორმაცია საჯარო ანგარიშზე. თითოეული ბლოკი შეიცავს სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას:

ტრანზაქციის მონაცემები: ეს შეიძლება ითვალისწინებდეს ფინანსური ტრაზაქციებსაც (კრიპტოს ტრანსფერებს) და საკუთრების ცვლილებასაც (სიტყვაზე სახლის გაყიდვას) ან თუნდაც არჩევნებში ხმების განაწილების ინფორმაციას.

ჰეში: ბლოკის შიგთავსის უნიკალური კრიპტოგრაფიული ანაბეჭდი. ჰეშ ფუნქცია გარდაქმნის ინფორმაციას და მონაცემებს უფრო დაცულ ფორმაში. ცვლილება ბლოკზე ნიშნავს განსხვავებულ ჰეშს, რაც უფრო მარტივს ხდის გაყალბების აღმოჩენას.

წინა ბლოკის ჰეში: ორი ბლოკი დაკავშირებულია ერთმანეთთან ისე, რომ შემდეგი ბლოკი წინა ბლოკის ჰეშს შეიცავს. ეს ქრონოლოგიურ წყობას ქმნის, სადაც უფრო მარტივი ხდება ბლოკის განლაგების დაწყობა და უფრო რთული მისი ფალსიფიკაცია.

დეცენტრალიზაცია: ტრადიციული მონაცემთა ბაზებისგან განსხვავებით, რომლებიც ერთი ცენტრალური ორგანოს მიერ კონტროლებიან, ბლოკჩეინი შეიძლება დეცენტრალიზირებული იყოს. ანგარიშის მართვა ევალება კომპიუტერების (ნოუდების) გაზიარებულ ქსელს. თითოეულ ნოუდს მთლიანი ბლოკჩეინის ასლი აქვს და ნებისმიერი ტრანზაქცია საჭიროა დამოწმებული იყოს ნოუდების უმეტესობის მიერ სანამ ბლოკს დაემატება.

უსაფრთხოება: კრიპტოგრაფია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბლოკჩეინის უსაფრთხოებაში. კრიპტოგრაფიული ჰეშ ფუნქცია ეხმარება სისტემას მონაცემების ფალსიფიკაციისგან დაცვაში. ბლოკის შიგთავსი შეცვლის მცდელობები გამოიწვევს ჰეშის ცვლილებასაც და რადგან ყოველი შემდეგი ბლოკი რეფერირებს წინა ბლოკის ჰეშზე, ფალსიფიკაცია, როგორც წესი, აღმოჩენადი უნდა იყოს. თან, ბლოკჩეინების უმეტესობა ეყრდნობა ე.წ., კონსესუს მექანიზმებს, როგორებიცაა Proof of Work (PoW) ან Proof of Stake (PoS) იმისთვის, რომ ტრანზაქციების ვალიდაცია და ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოხდეს. ეს მექანიზმები ჩვეულებრივ საკმაოდ ძვირადღირებულს და რთულს ხდიან ბლოკჩეინის ცვლილებას კონსესუსის ცვლილების გარეშე. PoW ეყრდნობა კომპიუტერულ ძალას (სხვა სიტყვებით, მაინინგს) ტრანზაქციების დასამოწმებლად, ხოლო PoS იყენებს სტეიკინგ (staking) მექანიზმს იმისათვის, რომ დაიცვას ქსელი. თითოეულს თავისი პლიუსები და მნისუები აქვს და აქაც მიზნების გათვალისწინებითაა უკეთესი არჩევანის გაკეთება.

დეკორაცია

ბლოკჩეინ ტექნოლოგიის უპირატესობები:

უცვლელობა: მონაცემები, რომლებიც შენახულია რთულია იყოს ფალსიფიცირებული. თუ რაიმე ტრანზაქცია შენახულია, ის არ იცვლება ან იშლება.

გამჭვირვალობა: ქსელის ყოველ წევრს აქვს წვდომა ბლოკჩეინზე და შეუძლია ტრანზაქციის ისტორიის გადამოწმება.

დეცენტრალიზირებულობა: ცენტრალური ავტორიტეტის როლის აუცილებლობის გაქრობით, ბლოკჩეინები აძლევენ ინდივიდებს საშუალებას საკუთარ ხელში აიღონ ფინანსური თუ სხვა ტიპის პასუხისმგებლობები. ბუნებრივია ეს პასუხისმგებლობა შესაძლოა ბოროტად გამოიყენონ, თუმცა მაინც გარკვეულ ალტერნატივას წარმოადგენს მოძლიერებულ კორპორატიულ კონტროლთან მიმართებაში.

ეფექტურობა: ბლოკჩეინებს შეუძლიათ პროცესების ავტომატიზირება და სამუშაო პროცესის დახვეწა.


გამოყენების ტიპები

როგორც უკვე ავღიშნეთ ბლოკჩეინის გამოყენება მხოლოდ კრიპტოსთან მიმართებაში არაა შესაძლებელი. გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს:

მიწოდების ჯაჭვის მართვა: ბლოკჩეინის საშუალებით შესაძლებელია საქონელის გადაადგილების პოტენციალურად უფრო ეფექტურად მიდევნებაა შესაძლებელი.

ხმის მიცემის სისტემები: ბლოკჩეინის გამოყენება ამ საქმიანობაში მიმართულია უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე და ამომრჩევლებისგან დამატებითი ნდობის მოპოვებაზე.

ჯანდაცვა: ბლოკჩეინი შესაძლებელია გამოყენებული იქნას სამედიცინო ინფორმაციის შესანახად, რაც პოტენციურად უფრო მარტივს გახდის მათზე ხელის მიწვდომას პაციენტებისთვის და ზოგადად ნაკლებად სარისკო გახდება ამ ინფორმაციის გაზიარება.

ბლოკჩეინის ფოტო

ბლოკჩეინის ტიპები

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ არსებობს სხვადასხვა ტიპის ბლოკჩეინები. ნებართვის მომთხოვნი (Permissioned) ბლოკჩეინები, სიტყვაზე, ზღუდავენ წვდომას ბლოკზე, ხოლო უნებართვო (Permissionless) ბლოკები ყველასათვის ღიაა. არჩევანი იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რა სპეციფიური მოთხოვნები და კონტროლის ბერკეტები გსურთ.


ბლოკჩეინის მომავალი

ბლოკჩეინის ტექნოლოგია ჯერ კიდევ დამწყებ სტადიაზეა, თუმცა საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. შესაძლოა ბევრი სხვადასხვა ინოვაციური გამოყენება მოჰყვეს მის განვითარებას. მნიშვნელოვანი იქნება ამ კუთხით ეთიკური პრობლემებისთვის გამკლავება, რეგულაციების გათვალისწინება და პასუხისმგებლიანი გზების არჩევა ტექნოლოგიის განსავითარებლად.

იკა

იკა