Alexa myGO

სიახლეები

რა ვქნათ როცა სოც-მედია ითიშება
23 იანვარი 2022     745

რა ვქნათ როცა სოც-მედია ითიშება



არის პერიოდები როდესაც სოციალური მედიის პრობლემები გვაფერხებს ჩვენს საქმიანობაში. კერძოდ, არც თუ ისე იშვიათია არა მარტო საიტების პირდაპირ გათიშვა არამედ მათი ფუნქციონირების შენელებაც.


ლორი შექტერი (Shecter), weareimmediate-დან გთავაზობთ სხვადასხვა დავალებებს იმ სიტუაციისთვის როდესაც საქმე მსგავს პრობლემასთან გვაქვს; ან თუნდაც როდესაც დამატებითი თავისუფალი დრო აღმოგვიჩნდება:






ვებსაიტის განახლებები

  • შეამოწმეთ მთავარი გვერდი და გადაამოწმეთ საკმარისად დამაინტრიგებელია ის თუ არა
  • შექმენით ახალი ქეისები, ისტორიები, ვიდეოები
  • შეამოწმეთ Google Analytics და თქვენი ტრაფიკის მონაცემები
  • დააინსტალირეთ ისეთი უფასო software-ები როგორებიცაა Mouseflow ან Hotjar რომ შეამოწმოთ თქვენი ვებ-გვერდის პრობლემები
  • შექმენით ახალი ბლოგი, რომელიც საძიებო სისტემებზე ოპტიმიზირებულია - ახსენეთ საკვანძო ფრაზა რამდენჯერმე
  • შეამოწმეთ რომ გაქვს ისეთი plugin როგორც YOAST-ია (Wordpress-თან მუშაობს) SEO-ს მხრივ
  • დაგეგმეთ კონტენტის განაწილება შემდეგი თვისთვის. Trello ამისთვის კარგი ხელსაწყოა





სოც-მედია



  • შექმენით შემდეგი 5 დღის სოც-მედიის პოსტები. Trello ან Asana დაგეხმარებათ დაგეგვმაში.
  • გადაამოწმეთ რომ თქვენს ვებ-გვერდზე განთავსებულია სიახლე რომელიც შეესაბამება ამ პოსტებს
  • დადგეგმეთ :30 ან :60 ვიდეო სერიები შემდეგი თვისთვის
  • გამოიკვლიეთ ისეთი ხელსაწყოები პოსტებისთვის, როგორიც Onlypult-ია
  • გამოიკვლიეთ ისეთი ხელსაწყოები დიზაინისთვის, როგორიც Figma-ა (რომელიც უფასოა)
  • მოძებნეთ სასურველი ფოტოები Unsplash-ზე, Pixabay-ზე ან Adobe-ზე.
  • შეამოწმეთ Google business ფეიჯები, თქვენი პოსტები და მიმოხილვები
  • მიმოიხილეთ თქვენი Linked-in ბიზნეს პროფილი, შექმენით პოსტები, ა.შ.







სხვა მარკეტინგული საშუალებები

  • განაახლეთ თქვენი მეილების სია
  • შეამოწმეთ Apollo.IO რომ ნახოთ როგორ გაზარდოთ თქვენი იმეილის სია
  • შეამოწმეთ როგორ მუშაობს თქვენი "გამოიწერეთ შეტყობინებების" ტაბი
  • დატესტეთ ახალი იმეილ software (მაგ: Yesware)

იკა

იკა