Alexa myGO

სიახლეები

ციფრული მარკეტინგის ტრენდები
17 იანვარი 2022     102

ციფრული მარკეტინგის ტრენდები


მიუხედავად იმისა რომ ამ სფეროში ძალიან ბევრი ასპექტია ბუნდოვანი (განსაკუთრებით როდესაც საქმე პოტენციურ პროექტებს ეხება), შემდეგ წელში ბევრ დამაინტრიგებელ პროექტს ველით.

პრაქტიკული სტრატეგიებით მნიშვნელოვანი მიზნებისთვის მიღწევა მცირე ორგანიზაციებისთვისაცაა შესაძლებელი, როგორც გვატყობინებს WiredImpact-ის Katy Teson.


ექსპერტები


მარკეტინგული გეგმის დასახვა შემდეგი წლისთვის საკმაოდ რთული საქმეა. ამის მიუხედვად არის საშუალებები რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი საქმის გასაადვილებლად.





მაგალითად, არიან ამ სპეროში ექსპერტები, რომლებიც ცდილობენ საკუთარი უნარები განავითარონ ახალ-ახალი მიდგომების გამოძებნით. ზუსტად იმის იმედად რომ ეს მიდგომები მათთვისაც და ჩვენთვისაც წარმატებული იქნება.

ამ ბლოგში განხილული იქნება სწორედ მსგავსი თვალთახედვა.


სოც-მედია & ვიდეობი

სოციალურ მედიაში პოპულარული ვიდეოები ძირითადად ძალიან მოკლე ტიპის არის. ვიდეობის შექმნის მოტივი იმ იდეით არ უნდა გაგიჩნდეთ რომ ნახევარსაათიან ვიდეოებს გააკეთებთ. ბრენდის შესახებ ისტორიების მოყოლა ესე აღარ ხდება. კონცენტრაციის უნარი უფრო და უფრო იშვიათი რამაა ინტერნეტ მომხმარებლებში. ამიტომ შეეცადეთ 2 წუთს არ გადააცილოთ.

თუ დიდი ვიდეოების განთავსება გსურთ ამისი ადგილი Youtube-ზეა. ეს ამავდროულად ითვალისწინებს იმასაც რომ Facebook-ზე და Instagram-ზე შეგიძლიათ პატარა თრეილერები განათავსოთ იმ ვიდეოებისა, რომლებსაც Youtube-ზე დადებთ.


რეკლამები & ხარჯები

მარკეტინგული ხარჯები საშუალოდ წლიურად იზრდება, 2022-იც განსხვავებული, დიდი ალბათობით, არ იქნება. საშუალოდ ხარჯი დაახლოებით $1,000 არის თვეში. თუმცა თუ თქვენ გინდათ რომ ლიდერები იყოთ ამა თუ იმ სფეროში ბუნევრივია რესურსებიც მეტი დაგჭირდებათ.





ამავდროულად, გაითვალისწინეთ ის ფაქტიც რომ თქვენი კონკურენტებიც, საშუალოდ, უფრო და უფრო მეტ თანხას ხარჯავენ.

ამიტომ ყურადღება გაამახვილეთ როგორც თვითონ რესურსებზე ასევე რეკლამის ხარისხზე და მის ფორმაზე. ნებისმიერი ელემენტი ამ საკითხში მნიშნელოვან უპირატესობად ითვლება.

თუმცა რამდენიც არ უნდა დახარჯოთ სხვადასხვა საშუალებებით თქვენ მოგიწევთ დამატებით პრობლემებთან გამკლავება, მარკეტინგის კუთხით, ორგანიზაციულ მიზნებთან მიმართებაში. ეს ეხება არა-კომერციულ კომპანიებსაც, რომლებიც შესაძლოა Goodgle Ad Grants პროგრამაში იღებდნენ მონაწილეობას და არ ხარჯავდნენ "ნამდვილ" ფულს.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია ზუსტად აირჩიოთ ის მეტრიკები რომლებითაც განსაზღვრავრავთ ამა თუ იმ მარკეტინგული კამპანიის წარმატების ხარისხს.

ეს ერთგვარ სტრესსაც მოგხსნით სამომავლო კამპანიებთან მიმართებაში, რადგან ზოგადი სურათი გექნებათ შექმნილი იმისა თუ რა უნდა გააკეთოთ და რა შედეგებს ელოდეთ (კონკრეტულად თქვენ მიზნებთან მიმართებაში)

ვებ დიზაინი აგრძელებს ახალ-ახალი ასპექტების განვითარებას, რაც სხვადასხვა კომპანიებში მუდმივ ინტრიგას იწვევს. თუმცა ისინი ხშირად, სამწუხაროდ, ყურადღებას ამახვილებენ ფერებზე, ფონტებზე და ა.შ. თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება...


ხელმისაწვდომობას!

ინტერნეტ ხელმისაწვდომობის ბიურომ (The Bureau of Internet Accessibility) გამოაცხადა რომ ვებ კონტენტის ხელმისაწვდომობის გაიდლაინების (WCAG-ის) ახალი სეტი 2022 წელს გამოდის.





ეს უახლესი ხელსაწყოები დაგვეხმარება უკეთესი საიტის შემუშავებაში, ხოლო მომხმარებლებს უფრო მეტს საშუალებას მისცემს.

შეკითხვები იმაზე თუ როგორ შევქმნათ რაც შეიძლება ხელმისაწვდომი საიტი უფრო და უფრო რელევანტური ხდება. MyGO-ც თვლის რომ ეს საკითხი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ამ სფეროში. ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ რამდენიმე ბლოგი ამ საკითხის შესახებ.

თუ თქვენ გეგმავთ თქვენი ბიზნესის განვითარებას ჩამოთვლილი ასპექტები საყურადღებო იქნება თქვენთვის და თქვენი ორგანიზაციისთვის. მარკეტინგი მუდამ ცვალებადია, თუმცა ყურადღებიანი, სტრატეგიული მიდგომა დაგეხმარებათ 2022 წელს უფრო მშვიდად შეხვდეთ.

იკა

იკა