CTA-ები და მათი როლი

CTA-ები და მათი როლი
28 აპრილი 2023     1095

CTA-ები და მათი როლი

ამ ბლოგში ვიმსჯელებთ CTA-ების (Call-to-Action) განლაგებაზე, ორგანიზაციაზე და პოზიციის კონტექსტზე, როდესაც საქმე ეხება თქვენს ვებსაიტს ან ციფრულ პროდუქტს. ჯერ დავიწყოთ CTA-ებით.

CTA არის ღილაკი, ლინკი ან სხვა რაიმე მსგავსის მიზუალური მითითება რომელიც უბიძგებს მომხმარებელს რომ რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს. მაგალითად "ყიდვა," "გამოსწერა," ან "იხილეთ." როდესაც CTA-ს დიზაინს აკეთებთ მნიშვნელოვანია ისინი რაიმე ნიშნებით გამოყოთ და თვალშისაცემი გახადოთ. თუმცა ეს რასაკვირველია არ ითვალისწინებს ეკრანის მათი გავსებას.

რატომ ვწერთ საერთოდ მათზე? იმიტომ რომ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ როდესაც საქმე ეხება UX-ს, engagement-ების მომატებას და მომხმარებლისთვის ხელის შეწყობას რომ მათ იპოვონ ის რაც სურთ.


ღილაკები


სტრუქტურა

როდესაც საქმე განლაგებას ეხება, ჯობს იყოთ მინიმალისტურება. ზედმეტი ელემენტებით ნუ დატვირთავთ დიზაინს, სისადავეზე გააკეთეთ აქცენტი. გამოიყენეთ საკმაო whitespace, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტები გამოკვეთილი იყოს.

როგორც წესი, CTA იერარქიულად და ვიზუალურადად მაღლა ჯობს იყოს დართული, ე.ი., ისე რომ ჩანდეს ჩამოსქროლვის გარეშე. ენაც მარტივი და მკაფიო უნდა იყოს. თუ უფრო კომპლექსური პროდუქტი ან სერვისი გაქვთ, მაშინ გვერდის ბოლოში დართვა შეიძლება უკეთესი ვარიანტი იყოს, ე.ი., მას მერე რაც მომხმარებლები გაიგებენიმას თუ რას სთავაზობთ. შეგიძლიათ მარჯვენა კუთხეში "გადახტომის" ღილაკი დაამატოთ, დაახლოებით იგივე ფუნქციით რაც"page down-ს" აქვს. ეს დაეხმარება იმ მომხმარებლებს, რომლებიც უკვე იცნობენ თქვენს ორგანიზაციას.

ამიტომ, უნდა მიაქციოთ ყურადღება იმას თუ როგორც მოქმედებს კონკრეტული CTA ნავიგაციის ჯაჭვზე. ისევე როგორც იმას, თუ რამდენად გამართლებულია მისი პოზიციონირება მთლიანი ვებსაიტის, როგორც სისტემის, გადმოსახედიდან.

როდესაც პოზიციას განიხილავთ, გაითვალისწინეთ მომხმარებლის მიერ განვლილი გზა (user journey), ისევე როგორც პოტენციური გადაწყვეტილებები რომლებიც გინდათ რომ მათ მიიღონ. მაგალითად, თუ ლენდინგ გვერდი გაქვთ სპეციფიური პროდუქტისა თუ სერვისისთვის, მაშინ CTA-სთვის რეკომენდირებულია ცენტრალური პოზიციის მოძიება, რათა მომხმარებლებმა არასაჭირო ინფორმაციაზე არ დახარჯონ ზედმეტი დრო.


კლავიატურის ფოტო, გამოყოფილი ღილაკით


დიზაინი და კონტენტ ელემენტები

უშუალოდ CTA ღილაკის დიზაინიც საყურადღებოა. ღილაკი რაღაცით უნდა გამოირჩეოდეს სხვა ელემენტებისგან, რისი სიმბოლოა ისიც ცხადი უნდა იყოს. კონტრასტით მანიპულაცია ნაცადი გზაა იმისათვის, რომ ვიზიტორს გადაატანინოთ საიტის რომელიმე ნაწილზე ყურადღება. ერიდეთ მეტად ბუნდოვან ტერმინებს, მაგ: "დააჭირეთ აქ" ან "დამტკიცება." უკეთესია აუდიტორიას გააგებინოთ, კონკრეტული ენით, რა ფუნქციას ასრულებს ეს ღილაკი. თუმცა, ტექსტის ზომის სკალირებაც არ უნდა უგულებელყოთ.

ინფორმაცია, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებულია, დააჯგუფეთ. გამოიყენეთ header-ები და subheader-ები რომ ტექსტის ბლოკები უფრო მარტივ ერთეულებად დაყოთ. ფონტი ადვილად წაკითხვადი უნდა იყოს ხოლო კონტრასტი ფონსა და ტექსტს შორის ძლიერი.

კონტექსტი კი მნიშნელოვანია რადგან ეხმარება CTA-ს გამოყოფაში და სამიზნო აუდიტორიასთან რეზონირებაში. ამის გაკეთების საკმაოდ ხელსაყრელი გზაა გვერდზე განთავსებული კონტენტისთვის რელევანტური და სპეციფიური CTA-ების გამოძებნა. თუ ბლოგი გაქვთ კონკრეტულ თემაზე, ვთქვათ "5 რჩევა კოდინგ უნარების გასაუმჯობესებლად," მაშინ CTA დაახლოებით შემდეგნაირი უნდა იყოს: "გადმოიწერეთ ჩვენი უფასო წიგნი დამატებითი რჩევებისთვის." ეს CTA სპეციფიურიცაა და რელევანტურიც გვერდზე განთავსებულ კონტენტთან მიმართებაში. რაც ზრდის მისი გამოყენების ალბათობას.


სხვადასხვა ფერის CTA


სხვა ფაქტორები

მობილურის რესპონსიულობა/რეაქტიულობა (mobile responsiveness) კიდევ ერთი საყურადღებო საკითხია. მომხმარებლების უფრო და უფრო მზარდი ნაწილი თქვენს ვებსაიტზე შემოდის მხოლოდ მობილურით. რაც რასაკვირველია თქვენს გადაწყვეტილებებში ასახული უნდა იყოს. CTA-ები, ზომის კუთხით, იმდენად დიდი უნდა იყოს რომ მომხმარებლებს არ გაუჭირდეთ მათზე დაჭერა, თუმცა არა იმდენად რომ ვერ მოერიდონ ამის გაკეთებას.

განლაგებასთან და პოზიციონირებასთან ერთად გასარჩევია ის რაც მხოლოდ გაკვრით ვახსენეთ, ანუ ნავიგაცია. რთულია რაიმე მნიშნელოვანს მიაღწიოთ თუ ნავიგაციური ჯაჭვები არეულია. ამ თემაზე რჩევები ჩვენ ერთ-ერთ წინა ბლოგში შეგიძლიათ წაიკითხოთ.

და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ რომ ტესტირება და იტერაციაა რაც მოგცემთ საშუალებას დაინახოთ თუ როგორ ჯდებიან თქვენ მიერ გამოყენებული CTA-ები ერთობლივ სისტემაში. A/B ტესტები შეგიძლიათ გამოიყენოთ CTA-ების პოზიციონირების და განლაგების სამიზნო აუდიტორიაზე უკეთ მორგებისთის. ასევე შეგიძლიათ ანალიტიკური ხელსაწყოები გამოიყენოთ, რომ დააკვირდეთ მომხმარებლების ქმედებებს და გამოძებნოთ გაუმჯობესების არეალები. არ შეგეშინდეთ ახალ-ახალ რაღაცეები ცდა, უბრალოდ ერთბაშად ნუ გააკეთებთ ყველა ცვლილებას.

იკა

იკა