ლენდინგ გვერდი & მისი მნიშვნელობა

ლენდინგ გვერდი & მისი მნიშვნელობა
24 იანვარი 2022     3328

ლენდინგ გვერდი & მისი მნიშვნელობა

ლენდინგ გვერდი კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეულ გამოხმაურებას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს.

კონკრეტულად, როდესაც საქმე გვაქვს სხვადასხვა ტიპის ორგანიზირებასთან (კამპანიებთან მიმართებაში), მაგალითად, რეკლამებთან, ნიუსლეტერებთან, აუცილებელია ამ ხელსაწყოების გამოყენება იმისათვის რომ მომხმარებელს გარკვეული საშუალება მივცეთ საკუთარი ცნობიესმოყვარეობა დაიკმაყოფილოს.

ასევე აღსანიშნავია, განსხვავება ამა თუ იმ ზოგად ვებ-გვერდსა და ლენდინგ გვერდს შორის. შესაძლოა რომელიმე გვერდმა შეითავსოს გარკვეული ფუნქციები მაგრამ ეს არ აძლევს მას იმ უნიკალურ დატვირთვას რომელიც ლენდინგ გვერდებს აქვთ.


ლენდინგ გვერდის სკეჩი


ლენდინგ გვერდი სპეციალურად გამოყოფილია ერთი მკაფიო მიზნისთვის, ხოლო ვებ-გვერდები, ზოგადად, ინტერესს უნდა იწვევდეს ზოგადად ორგანიზაციის მიმართ.


დამატებითი განსხვავებები

კიდევ ერთი ხაზგასასმელი განსხვავება არის ის იდეა რომ ლენდინგ გვერდებისთვის რეკომენდირებულია ერთი ან რამდენიმე ლინკი. კონცენტრაცია უნდა იყოს მიმართული ზუსტად ამ მიზნისკენ; არანაირი დაბნეულობა არც ლინკები რომლებიც "მოაშორებენ" მომხმარებელს საჭირო CTA-სგან.

აქედან გამომდინარე, გასაგებია რატომაა უფრო მნიშვნელოვანი ამ საიტის ფუნქციონალური ნაწილი ვიდრე მისი ფორმა, დიზაინი ასე შემდეგ. ეს, ბუნებრივია, არ ნიშნავს რომ დიზიანი საერთოდ უნდა ვუგულებელყოთ; მაგრამ ამავდროულად გასათვალისწინებელია ის ფაქტი რომ ამ ეტაპზე მომხმარებელს თქვენგან უფრო ფუნქციური მხარე აინტერესებს ვიდრე დიზიანი და მისი მახასიათებლები.

რა თქმა უნდა მთვარი გვერდი მაინც ძვირფასია, რადგან ის აძლევს მომხმარებელს საშუალებას გამოიკვლიოს თქვენი ვებსაიტი, წაიკითხოს პროექტების შესახებ, ნახოს თქვენი ბლოგები, გაანალიზოს თქვენი მიზნები და ზოგადად დატკბნენ დიზაინით.

მთავარი გვერდი არის ბიძგის მიმცემი, ამ ბიძგის ბოლოს კი ლენდინგ ფეიჯია. ის კი მოიცავს იმ CTA-ს რომელიც თქვენთვის პრიორიტეტულია.


იგივე სტილის გრაფიკული ელემენტი


კონტენტიც, არამხოლოდ ლინკები, უნდა იყოს მცირე და მკაფიოდ განსაზღვრული ზუსტად იმავე მიზეზების გამო.


სხვადასხვა ტიპები

კონტენტის და ფორმის მიხედვით იცვლება ტიპოლოგიაც რომელიც დაკავშირებულია ლენდინგ გვერდებთან.

კონკრეტულად, თუ თქვენ, ვთქვათ, ხმარობთ ვიდეოს თქვენი მესიჯის გადმოსაცემათ, მაშინ გვერდიც სტრუქტურულად ანალოგიურად უნდა იყოს განლაგებული. ანუ ვიდეო ცენტრალური კომპონენტია, დანარჩენი კონტენტი მცირე ზომისაა და ხანგრძლივობა შედარებით მოკლეა. ვიდეოების ტიპის პლიუსი არის ინსტრუქციის დეტალები, მინუსი კი ისაა რომ შესაძლოა მომხმარებელმა შეიძლება საერთოდ უარი თქვას ვიდეოს ყურებაზე, ან თუნდაც იმ მომენტში არ შეეძლოს.

პროდუქციაზე ორიენტირებული ლენდინგ გვერდები ცდილობენ ამა თუ იმ პროდუქტის უპირატესობებზე კონცენტრირებას. შესაბამისად კონტენტიც შესაძლებელია უფრო მასშტაბური იყოს. აქვე შეგიძლიათ CTA დაამატოთ, რომელიც გადართავს მომხმარებელს თქვენს თანამშრომელთან.

ეს კატეგორია ორ ქვეჯგუფად იყოფა იმის მიხედვით იცის თუ არა მომხმარებელმა ამ პროდუქტის შესახებ და მოსწონს თუ არა მას ის. თუ უკანასკნელთან გვაქვს საქმე მაშინ მას ბევრი დარწმუნება აღარ ჭირდება ამიტომ მეტი ყურადღება CTA-ზეა.

მაგრამ თუ ცდილობთ სწორედ ლედნინგ გვერდით დაარწმუნოთ მაშინ ეს პროცესი და კონტენტის სიგრძეც იწელება. ძირითადად ზედმეტად; ბიზნესები ცდილობენ ყოველ ორ წინადადებაში ერთხელ შეახსენონ მომხარებელს თუ რამდენად კარგი და საჭიროა მათი პროდუქცია. ამ შემთხვევაში ლინკების გამოყენება არაა უადგილო თუმცა მთავარი CTA დალინკულ გვერდებზეც უნდა ჩანდეს.


ლენდინგ გვერდის გრაფიკული გამოსახულება



თუ თვლით რომ CTA ზედმეტად პირდაპირია შეგიძლიათ სტრუქტურა ისე განალაგოთ რომ CTA ბოლოს შეხვდეს მომხმარებელს. ანუ თავიდან შეგიძლიათ ჰედლაინი, უპირატესობები, რაიმე ვიზუალური ელემენტი, რეკომენდაციები, საკონტაქტო ინფორმაცია, აშ განათავსოთ და მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ სცადოთ ამა თუ იმ პროდუქტის ან სერვისის მიყიდვა მომხმარებლისთვის.

ბოლო ტიპი კი არის ისეთი სახის ლენდინგ გვერდი რომელიც, პირიქით, მომხმარებლისგან ითხოვს ინფორმაციას. განლაგება კითხვების და შესავსები ველების უნდა იყოს ინტუიტიური, სადა, მარტივი. ამ კითხვების ბოლოს კი CTA არის, რომლის საშუალებით თქვენ გაწვდიან გარკვეულ ინფორმაციას. ამ ინფორმაციას კი მარკეტინგისთვის, კვლევებისთვის, იმეილებისთვის იყენებენ.


შეჯამება

ლენდინგ გვერდებს აქვთ უნიკალური ფუნქცია, როლებსაც სხვა გვერდებს ვერ შევუთავსებთ. არსებობს რამდენიმე ტიპის CTA, რომელიც თქვენი მიზნების მიხედვით შეგიძლიათ გამოიყენოთ და მიუსადაგოთ იმ კამპანიას, რომელიც წარმართეთ.

იკა

იკა