ვებსაიტი და ბრენდის იდენტობა

ვებსაიტი და ბრენდის იდენტობა
24 აპრილი 2023     1208

ვებსაიტი და ბრენდის იდენტობა

თქვენი ვებსაიტი არ უნდა აღიქვათ როგორც მხოლოდ გვერდების და ლინკების ერთობლიობა. მისი როლი შეიძლება გაწვდეს ბრენდის იდენტობას, თქვენს ღირებულებებს, პიროვნულ მახასიათებლებს და თქვენს ხედვას. იგი ახდენს გავლენას პოტენციური მომხმარებლების პირველ შთაბეჭდილებაზე, თქვენი კომუნიკაციის პირველი ეტაპიც სწორედ ამ მედიუმითაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ისეთი ვებსაიტის შექმნა, რომელიც რაღაც დონეზე მაინც ახერხებს თქვენი იდენტობის გადმოცემას, ისევე როგორც იმისთვის ხაზგასმას რაც უნიკალურს გხდით.

თუმცა აქვე ბუნებრივია ჩნდება კითხვა იმაზე თუ როგორაა ეს შესაძლებელი საერთოდ? რა ტიპის გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ რომ უფრო ცხადი გახდეს გარკვეული ნაბიჯები? ამ ბლოგშ ზუსტად ამგვარ საკითხებს განვიხილავთ.


განსაზღვრეთ თქვენი ბრენდის იდენტობა

სანამ ვებსაიტის დიზაინის შეცვლაზე დაიწყებთ ფიქრს, მნიშვნელოვანი განსაზღვროთ თუ რა არის თქვენი ბრენდის იდენტობა. 2 სიტყვით, ის მოიცავს იმ მახასიათებლებს და თვისებებს რომლებითაც თქვენი ბრენდი მიემართება და ინტერაქციებში შედის სხვებთან. თქვენი ბრენდის ხმა კი ტონი და კომუნიკაციის სტილია, რომელსაც სხვადასხვა პლატფორმებსა თუ მედიუმებში ხმარობთ.

რა მიზნები, ხედვები და ღირებულებები გაქვთ? რითი განსხვავდებით თქვენი კონკურენტებისგან? როგორი შთაბეჭდილება გინდათ რომ დარჩეთ თქვენს მომხმარებლებს? ამ კითხვებს საკმაოდ კონკრეტული პასუხები უნდა გასცეთ იმისათვის, რომ თქვენი ბრენდის იდენტობა ჩამოიყალიბოთ და დიზაინის გადაწყვეტილებებიც ამის მიხედვით მიიღოთ.


წარწერა ბრენდის იდენტობა


მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი სანამ გადაწყვეტთ თქვენი ბრენდის იდენტობის დეფინიციის არჩევას, არის თქვენი სამიზნო აუდიტორიის უკეთ შესწავლა. ვინ არიან, რა სჭირდებათ და სურთ, რა პრობლემებს აწყდებიან, რა არ სიამოვნებთ? რა პრეფერენციები აქვთ, რა ქმედებებით გამოირჩევიან, რა მოლოდინები აქვთ? როგორ ეძებენ ისეთ ინფორმაციას, პროდუქტებს ან სერვისებს როგორებსაც თქვენ ანთავსებთ საიტზე? როგორ მიემართებიან ვებსაიტებს და ონლაინ პლატფორმებს? თუ მსგავს კითხვებზე დამაკმაყოფილებლად არ შეგიძლიათ პასუხის გაცემა, მაშინ ნებისმიერი ბრენდის იდენტობა უბრალოდ უსაფუძვლო ილუზიაა.

თქვენი სამიზნო აუდიტორიის ინტერესების და თქვენი ღირებულებების და პრინციპების მედიაციით უკეთ შეგეძლებათ გაიგოთ თუ რა ადგილი აქვს თქვენ ორგანიზაციას მის ინდუსტრიაში. რაც იმთავითვე დაგეხმარებათ ამ ღირებულებების სხვადასხვა პროცესებში ასახვაში.


დიზაინის ელემენტები

დიზაინის ელემენტებში ვგულისხმობთ ვიზუალური კომპონენტებს რომლებიც თქვენ ონლაინ გარემოს ქმნიან. რაც ითვალისწინებს ფერებს, ფიგურებს, icon-ებს, ილუსტრაციებს, ანიმაციებს, ა.შ. ეს ელემენტები დაგეხმარებათ მეტად უნიკალური და დამამახსოვრებელი სტილი აარჩიოთ თქვენი ვებსაიტისთვის, თან ისე რომ თქვენი ბრენდის იდენტობასთან გარკვეულ წილად შეხამებული იყოს.


დეკორაცია


იმისათვის, რომ თქვენი იდენტობა მეტად ჩანდეს საჭიროა გარკვეული პრინციპების გამოყენება. ეს პრინციპები ითვალისწინებენ კონტრასტს, ბალანსს, განშლადობას, გამეორებას, სიახლოვეს, იერარქიას, ა.შ. მათი დახმარებით უფრო ჰარმონიული და მიმზიდველი ვებსაიტის შექმნაა შესაძლებელი.

მაგ: ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ელემენტი თქვენს ვებსაიტზე ფერის პალიტრაა. ზოგადად რეკომენდირებულია 3-5 შეხამებული ფერის გამოყენება იმისათვის რომ კონტრასტი და ჰარმონია ცხადი იყოს.

ასევე ყურადღება მიაქციეთ დიზაინის იმ ელემენტების გამოყენებას რომლებმაც შეიძლება დააბნიოს ან დააკარგვინოს მომხმარებელს კონცენტრაცია. მაგალითად, ზედმეტი ფერების ან ფონტები ერთმანეთთან, ან ლოგოსთან, შეუხამებლად გამოყენება. ერუდეღ ზედმეტი ფორმების ან icon-ების გამოყენებაც, განსაკუთრებით როდესაც ისინი არარელევანტურია ან არაკონსისტენტური თქვენს კონტენტთან. ასევე ერიდეთ ზედმეტ ანიმაციებს და ეფექტებს, რომლებმაც შეიძლება ვებსაიტის ფუნქციონალზე უარყოფითად იმოქმედონ.


საიტის განლაგება

თქვენი საიტის ერთგვარი ციფრული მაღაზიის ფასადია და ისევე როგორც ფიზიკური მაღაზიის შემთხვევაში, ის თუ როგორ განალაგებთ პროდუქციას გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს. თქვენი ვებსაიტის განლაგება და ნავიგაცია ისე უნდა იყოს შექმნილი რომ ვიზიტორებს მისცეს საჭირო ინფორმაციის მარტივად პოვნის საშუალება.

მარტივი კითხვა დაუსვით თავს: გაჩერდებოდით თუ არა საიტზე რომელიც რთული სახმარია და დამაბნეველი ნავიგაცია აქვს? ვებსაიტის განლაგებაც და ნავიგაციაც უნდა იყოს გასაგები, ინტუიციური, რესპონსიული, იმისათვის რომ ვიზიტორებმა უპრობლემოდ მოახერხონ მისი გამოყენა, მიუხდავად იმისა თუ რა მოწყობილობას ხმარობენ.


დეკორატიული


არაა იმაზე ნერვიულობა საჭირო, რომ ვებ დიზაინის ექსპერტი არ ხართ და ამიტომ ზუსტად ვერ გამართავთ ნავიგაციას ან დაორგანიზირებთ საიტს. შეგიძლიათ ისეთი ხელსაწყოები როგორებიც Figma ან Sketch-ია გამოიყენოთ რომ wireframe-ები და პროტოტიპები შექმნათ, რომლებიც დაგეხმარებათ ვიზუალიზაციასა და საიტის დიზაინის დახვეწაში.

ამ საკითხში ინვესტირება, როგორც წესი, საკმაოდ მომგებიანია. მომხმარებლების ნდობა, პოპულარიზაცია, ა.შ. ამიტომ, თუ გსურთ ორგანიზაციის ონლაინ-სივრცეებში დამკვირდრება ჯობს ამ ეტაპს არ გადაახტეთ.


ვებსაიტის copy

და ბოლოს გასათვალისწინებელია ვებსაიტის copy-ც, რომელიც ვებსაიტზე განთავსებული ტექსტია. რაც მოიცავს ჰედლაინებს, subheading-ებს, აბზაცებს, bullet point-ებს, CTA-ებს, testimonial-ებს, რომლებიც აუდიტორიასთან კომუნიკაციის ჯაჭვს იწყებენ. ამიტომაც რეკომენდირებულია გამჭვირვალობაზე, ლაკონურობაზე და ეფექტზე ორიენტირება, ისე რომ თავი აარიდოთ ზედმეტ ჟარგონს, ან მიდებ-მოდებას და ამავდროულად გაუჩინოთ მომხმარებლებს სურვილი რომ გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღონ ამა თუ იმ გვერდზე.

რა თქმა უნდა ბევრად მეტი ასპექტია განსახილველი როდესაც ვებსაიტს ქმნით, მაგ: სეო, ფუნქციონალი, დაცულობა, ა.შ., თუმცა დასაწყისისთვის ესენიც დაგეხმარებათ ორიენტირებაში.

იკა

იკა