ანალიზიდან ინსპირაციამდე: ქეის კვლევები და პროექტების განხილვები

ანალიზიდან ინსპირაციამდე: ქეის კვლევები და პროექტების განხილვები
01 ივნისი 2023     975

ანალიზიდან ინსპირაციამდე: ქეის კვლევები და პროექტების განხილვები

როგორ ვებ-დიზაინერს, განსაკუთრებული საშუალებები გაქვთ, რომ თქვენთვისაც და აუდიტორიისთვისაც ახალი საგანმანათლებლო საშუალებები გამოძებნოთ. მაღალი ხარისხის ბლოგების წერა არამხოლოდ ამ კუთხითაა სარგებლიანი, არამედ მომხმარებლების დაინტერესების და თქვენი რეპუტაციის დამკვირდრებისთვისაც.

ამ ბლოგში, ჩვენ ორი სხვადასხვა ტიპის პოსტს განვიხილავთ, რომლებიც თქვენი ვებ-დიზაინის ბლოგისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ: ქეის კვლევები და პროექტების განხილვები. ორივე ტიპის პოსტი დაგეხმარებათ თქვენი უნარების გამოვლენაში, საინტერესო იდეების გაზიარებაში და მომხმარებლებთან უფრო ახლო ურთიერთობის დაჭერაში.


ქეის კვლევები

ქეის კვლევების გამოსახედიდან, შეგიძლიათ მკითხველებს წარუდგინოთ ემპირიული სიტუაციები და პრაქტიკული დილემები. ისინი დაგეხმარებათ კონკრეტული მოვლენების განხილვაში, პრობლემებისთვის ხაზგასმაში, სტრატეგიების ანალიზში, ისევე როგორც შედეგის შეფასებაში. რასაკვირველია ჩვენ ქეის კვლევებში არ ვგულისხმობთ უშუალოდ მკაცრ ანალიზს, არამედ ზოგად მიმოხილვას. გთავაზობთ ზოგად გასათვალისწინებელ იდეებს, როდესაც საქმე საინტერესო ქეის კვლევებს ეხება:


დეკორაცია


ამოარჩიეთ მრავალფეროვანი ქეისები: სხვადასხვა ინდუსტრიებიდან, ბიზნესებიდან, ან ორგანიზაციებიდან. რაც დაგეხმარებათ აუდიტორიის უფრო დართო სპექტრთან დაიჭიროთ ურთიერთობა. შეეცადეთ იპოვოთ პროექტები უნიკალური დიზაინ პრობლემებით ან განსაკუთრებული შედეგებით.


ხაზი გაუსვით პრობლემას: დაიწყეთ პრობლემის ან მიზნის განხილვით. ახსენით პროექტის მნიშვნელობა და აღწერეთ მისი კონტექსტი. ეს დაეხმარება მომხმარებლებს უკეთ მოემზადონ დანარჩენი ასპექტებისთვის.


დიზაინის პროცესი და პრობლემების გადაჭრა: აღწერეთ ნაბიჯები, რომლებიც გადადგმული იყო პრობლემის გადასაჭრელად და ის დიზაინ პროცესი, რომელიც ამას მოყვა. განიხილეთ მიდგომები, wireframing-ის და prototyping-ის მეთოდები, განმეორებების და ტესტირების ასპექტები. გამოიყენეთ ვიზუალური ელემენტები, მაგალითად screenshot-ები, mockup-ები და before-and-after სურათები, რომ დიზაინ გადაწყვეტილებები გამოკვეთოთ.


შედეგები და გავლენა: გაუზიარეთ სხვებს დიზაინის საბოლოო შედეგები ისევე, როგორც ის გავლენა, რომელიც მას ქონდა ორგანიზაციაზე. ხაზი გაუსვით პოზიტიურ თუ ნეგატიურ ცვლილებებს მაგალითად, მეტ ან ნაკლებ მიზიდულ მომხმარებლებს, კონვერსიების მაჩვენებლებს, ბრენდის აღქმას. სადაც შესაძლებელია გამოიყენეთ რელევანტური ემპირიული ინფორმაცია.


გაკვეთილები: ბოლოში შეაჯამეთ იმ გაკვეთილებით ან მორალით, რომელიც ამ ქეის კვლევას შეიძლება მოყვებოდეს. იყავით ძალიან სპეციფიურები. წინააღმდეგ შემთხვევაში განხილვას აზრი არ ექნება. მომხმარებლები უშუალოდ კითხვის პროცესში დაინტრიგებულები უნდა იყვნენ. განსაკუთრებით, თუ მოახერხეთ ის, რომ რომელიმე კონკრეტული ინდივიდის თქვენ ქეის კვლევებს კითხულობს. ასეთი შანსის ხელიდან გაშვება ურიგოა.


ოფისის სურათი


ეთიკური ასპექტების გათვალისწინება: თუ ქეის კვლევა ითვალისწინებს, რომელიმე მომხმარებლის ან სპეციფიური კომპანიის დეტალების გაზიარებას, მაშინ გადაამოწმეთ, რომ ნებართა და თანხმობა გაქვთ. პატივი ეცით კონფიდენციალურობას და პირად ინფორმაციას. დამატებით, თუ რაიმე ეთიკურ ლაფსუსებს წამოაწყდებით უშუალოდ ქეისის კვლევის დროს, აუცილებლად გაუსვით მათ ხაზი. დაანახეთ აუდიტორიას ალტერნატიული გზები. ამ კუთხით, ერთი მხრივ შეგიძლიათ დაანახოთ მათ, რომ განაღვლებთ ეს საკითხი და რომ, ამ სფეროზე ერთი-ორი რამ გესმით.



პროექტების განხილვები


პროექტების განხილვებიც გთავაზობთ თქვენი უნარების გამოვლინების საშუალებას, ამჯერად როდესაც საქმე ეხება არსებული ვებსაიტების, აპლიკაციების, ან დიზაინ ტრენდების შეფასებას. თქვენი თუ სხვისი, პროექტების ანალიზით და კრიტიკით, შეგიძლიათ როგორც საკუთარ თავს და თქვენს თანამშრომლებს, ისევე ნებისმიერ მკითხველს ახალი გადმოსახედები დაანახოთ. გთავაზობთ ზოგად რჩევებს:


ამოირჩიეთ საჭირო პროექტები: ვებსაიტები ან აპლიკაციები, რომლებიც რელევანტური იქნებოდა თქვენი ნიშასთვის, ან აუდიტორიისთვის. ეძებეთ პროექტები, რომლებიც ვიზუალურად მიმზიდველია, კარგად არის დიზაინირებული, ან აქვს საინტერესო ფუნქციები. ასევე შეგიძლიათ პოპულარული დიზაინ ტრენდები განიხილოთ და განიხილოთ მათი ეფექტურობა.


წერის სურათი


განიხილეთ დიზაინ ელემენტები: გაანალიზეთ ზოგადად დიზაინის ესთეტიური მხარე, ინტერფეისი და UX. იფიქრეთ ისეთ ასპექტებზე, როგორებიცაა ფერების სქემები, ტიპოგრაფია, ნავიგაცია, საიტის განლაგება და რეაგირების სისწრაფე. განარჩიეთ რა მუშაობს კარგად და რისი გაუმჯობესება შეიძლება.


კრიტიკა და მითითებები: შესთავაზეთ მომხმარებლებს კონსტრუქტიული კრიტიკა ამა თუ იმ პროექტების შესახებ, თუმცა როგორც წესი, ჯობს პოზიტიური ტონი შეინარჩუნოთ. გამიჯნეთ არეალები, რომლებითაც პროექტი გამოირჩევა და პირიქით. შესთავაზეთ მათ ალტერნატიული გადაწყვეტილებები ან სამოქმედო რეკომენდაციები UX-ის გასაუმჯობესებლად.


ახსენით გადაწყვეტილებები: როდესაც საშუალება გაქვთ, ახსენით რატომ იყო მიღებული გარკვეული გადაწყვეტილებები. ეს დაეხმარება მკითხველებს უკეთ გარკვიონ მოტივები და აზრების ლოგიკური სვლა, რაც იმთავითვე უფრო წაკითხვადს ხდის კონტენტს.


მიიზიდეთ აუდიტორია: წააქეზეთ თქვენი აუდიტორია, რომ გაგიზიარონ საკუთარი აზრები და გამოცდილება განხილულ საკითხზე. ამისთვის სოც-მედიის პლატფორმები ან კომენტარების ველიც გამოდგება.

იკა

იკა