შეცდომები მარკეტინგში III

შეცდომები მარკეტინგში III
20 სექტემბერი 2023     755

შეცდომები მარკეტინგში III

დღეს გვსურს გაგიზიაროთ ბლოგი ხშირ შეცდომებზე მარკეტინგში, რომელთა შესახებ ჯობს გქონდეთ ინფორმაცია მათი უარყოფითი გავლენის გამო. მარკეტინგი უბრალოდ პროდუქტების ან სერვისების გაყიდვაზე ორიენტირებული არ უნდა იყოს, უფრო მეტად ფოკუსი უნდა იყოს ბრენდის იდენტობის ჩამოყალიბებაზე, ნდობის გამომუშავებაზე და აუდიტორიასთან ურთიერთობაზე. თუმცა ხანდახან, ვუშვებთ შეცდომებს, რომლებიც ცუდად ისახება ბრენდის რეპუტაციაზე ან ჩვენს რესურსებზე. გთავაზობთ 5 ხშირ შეცდომას (წინა ბლოგები შეგიძლიათ იხილოთ აქ: 1, 2), რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ:


1. არასპეციფიურობა

ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია. თუ მკვეთრი იდეა არ გაქვთ იმის შესახებ თუ რისი მიღწევა გინდათ, ვის უმიზნებთ და როგორ გაზომავთ საკუთარ შედეგებს, დიდი ალბათობით კრახით დამთავრდება კამპანია. საჭიროა წინასწარ განსაზღვრა მიზნების, სტრატეგიების, ტაქტიკების, ბიუჯეტის და მონაცემების.

თან სამიზნო მარკეტს კარგად უნდა იცნობდეთ: დემოგრაფიულ და ფსიქოგრაფიულ მაჩვენებლებს, ინტერესებს, სურვილებს, არასასურველ ელემენტებს, პრეფერენციებს. კონკრეტულობის გარეშე რთულია რაიმეს ჩაებღაუჭოთ. ბევრი სპონტანურად ცდილობს მარკეტინგული კამპანიების წამოწყებასაც და გაგრძელებასაც, რაც ხშირად ზედმეტი რესურსების და დროის დახარჯვით მთავრდება. განსაკუთრებით ამ უკანასკნელის, რადგან დრო ძირითადად ბევრად უფრო საყურადღებოა კამპანიის განვმალობაში ვიდრე მანამდე ან მას მერე.

ლეპტოპი

2. ინფორმაცია სწრაფად

მარკეტინგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი ღირებულების მიწოდებაა საკუთარი პოტენციალური თუ რეალური მომხმარებლებისთვის. ერთ-ერთი საუკეთესო გზა ამის გასაკეთებლად კითხვებზე პასუხის გაცემა და პრობლემების გადაჭრაში დახმარებაა.

თუ FAQ გვერდი არ გაქვთ ვებსაიტზე, ან ბლოგი, რომელიც აღუწერს აუდიტორიას თქვენს სერვისებს, ან სხვა რაიმე ტიპის კონტენტი, რომელიც ზოგად კითხვებს პასუხს გასცემს, მაშინ მნიშვნელოვან შანს უშვებთ ხელიდან მათ მარტივად დასარწმუნებლად ან მათთვის ინფორმაციის მისაწოდებლად. თან მითუმეტეს, როდესაც თქვენს კონკურენტებს მსგავსი გვერდები წესით ექნებათ. ხალხს უნდა სწრაფად და მარტივად ინფორმაციის მიღება და ანალოგიურად სწრაფადვე ღიზიანდებიან, როდესაც ამას ვერ ახერხებენ.


3. არაკონსისტენტურობა

კონტენტ მარკეტინგი ხელსაყრელი იარაღია ვიზიტორების მისაზიდად და მათ მუდმივ მომხმარებლებად გადასაქცევად. თუმცა პერიოდულად კონტენტის დაპოსტვა არაა ამისთვის საკმარისი. ჯობს კონტენტ კალენდარი, ან რაიმე მსგავსი საშუალება, გქონდეთ, რომელიც განსაზღვრავს თქვენი კონტენტის შექმნას და დისტრიბუციას თანმიმდევრულად და სტრატეგიულად.

დეკორაცია

ერიდეთ აუდიტორიის ზედმეტად გადატვირთვას ბევრი კონტენტით და შემდეგ პასიურობით. საკმაოდ მარტივი გზაა მათი ინტერესის და ნდობის დასაკარგად. თან SEO-ზეც ცუდად იმოქმედებს. საჭიროა მზარდად მიაწოდოთ მათ სასურველი ინფორმაცია ისე, რომ ხშირი პასიურობის პერიოდები არ გქონდეთ.


4. გაყიდვებზე ფოკუსი

მარკეტინგი ბუნებრივია მხოლოდ გაყიდვებზე არაა; უფრო მნიშვნელოვანი ასპექტი ეხება ურთიერთობების ჩამოყალიბებას. მეტი შანსია ვინმემ თქვენგან რაიმე იყიდოს, თუ გიცნობენ, მოსწონხართ ან გენდობიან. თქვენი მხრიდან კი თუ აშკარა არაა მომხმარებლების მიმართ ინტერესი, შანსიც ნდობის გამომუშავების ნაკლებია.

აჩვენეთ, რომ მათ უყურებთ როგორც ინდივიდებს და არა როგორც უბრალოდ მყიდველებს. მოუსმინეთ მათ უკუკავშირს, უპასუხეთ კითხვებზე, რეაგირება გქონდეთ კრიტიკაზე, მადლობა უთხარით ერთგულებისთვის, წაახალისეთ რეფერალების გამო. მოკლედ, აჩვენეთ, რომ აფასებთ. თუმცა, არ დაგავიწყდეთ პროფესიონალურობა, ხალხს აღიზიანებს, როდესაც რომელიღაც ორგანიზაციის წარმომადგენელი ისე ექცევა გეგონება დიდი ხანია მეგობრობენ.

ნოუთბუქი

5. კონკურენტების აყოლა

ზოგადად არაა ურიგო იმის გარკვევა, თუ რას საქმიანობენ თქვენი კონკურენტები, თუმცა მათი წარმატების კონკრეტულ ელემენტებზე მიწერა ხშირი შეცდომაა, რომლესაც უნდა მოერიდოთ. თან, მოტივაცია ბუნებრივია არის, რომ გამოირჩეთ სხვა ორგანიზაციებისგან და რაიმე ღირებული და უნიკალური შესთავაზოთ თქვენს აუდიტორიას. საკუთარი ნიშის პოვნა და მასში თავის დამკვიდრება ბუნებრივია უკეთესი ვარიანტია.

საჭიროა საკუთარი უნარების და პლიუსების ცხადად კომუნიკაცია თქვენი აუდიტორიისთვის. რაც საკმაოდ რთულია, თუ მუდმივად იმაზე ფიქრობთ, თუ რა შეიძლება გამდმოიღოთ სხვებისგან. თან მონაცემებით დიდი ალბათობით ხელმიუწვდომელია თქვენთვის ამა თუ იმ ფუნქციაზე, თუ დეტალზე, ამიტომაც ჯობს ასეთი სარისკო ნაბიჯები არ გადადგათ.

იკა

იკა