როგორ გავხადოთ კონტენტი უფრო საინტერესო?

როგორ გავხადოთ კონტენტი უფრო საინტერესო?
30 სექტემბერი 2023     667

როგორ გავხადოთ კონტენტი უფრო საინტერესო?

თუ კონტენტის შემქმნელი ხართ, მაშინ გეცოდინებათ, რომ საკმაოდ ბევრი ფაქტორი თამაშობს როლს, როდესაც საქმე ეხება ინდუსტრიაში გამორჩეულობას ან მომხმარებლების მოზიდვას. შესაძლოა გქონდეთ ძალიან საინტერესო იდეა, მიმზდიველი ჰედერი, ლამაზი დიზაინი, მაგრამ თუ კონტენტი მოსაწყენია, მაინც არავინ გაჩერდება საიტზე მის წასაკითხად. როგორ შეიძლება გავხადოთ კონტენტი უფრო საინტერესო და დამაინტრიგებელი? სწორედ ამ თემაზე გთავაზობთ რამდენიმე რჩევას.


1. კითხვა

მაშინაც კი, თუ ვიდეოებს ან ბლოგებს წერთ რაიმე შედარებით მარტივ საკითხზე, უკეთესია გარკვეულ დონეზე მაინც გამოიკვლიოთ იგი. აგვარად უფრო მარტივად აარიდებთ თავს ფაქტობრივ შეცდომებს, უფრო მეტი დეტალების შეთავაზება შეგეძლებათ და კომპლექსური ცნებების მარტივად ახსნა. კითხვა დაგეხმარებათ ახალი პერსპექტივების, ინსაითების და კუთხების დანახვაში. დღესდღეობით ბევრი ტიპის კონტენტი მოსაწყენი და უინტერესოა, თქვენც თუ უბრალოდ ერთსა და იმავე ტიპის ბლოგებს წაიკითხავთ, აისახება ეს თქვენს ნამუშევარზე.

თუ, ვთქვათ, წერთ ტორტის გამოცხობაზე, მაშინ შეგიძლიათ დაურთოთ პატარა ნაწყვეტი გამოცხობის ისტორიაზე, ინდგრედიენტების მეცნიერულ მხარეზე, სხვადასხვა ტიპის ტორტებზე, საუკეთესო რჩევებზე და ყველაზე პოპულარულ რეცეპტებზე. ეს მიდგომა ირიბად შეგიძლიათ გადმოიტანოთ ვებ-დიზაინშიც და მოიძიოთ ელემენტები, რომლებსაც ოდნავ უფრო ჩაუღრმავდებით.

ლეპტოპი

2. Value Proposition

რა ხდის თქვენს კონტენტს განსხვავებულს? რას სთავაზობთ აუდიტორიას ისეთს, რასაც სხვები ვერ ან არ სთავაზობენ? საჭიროა თქვენი უნიკალური მახასიათებლების გამოკვეთა და ცხადად არტიკულირება. მაგალითად, თუ რაიმე განსაკუთრებული უნარი, ისტორია, სტილი ან აზრი გაქვთ, მაშინ მათი გამოყენება შეიძლება სხვებისგან გამოსარჩევად.

რაც არ უნდა იყოს ეს ფაქტორი, გაუსხვით მას ხაზი და გამოიყენეთ აუდიტორიის სხვადასხვა სეგმენტების მისაზიდად და შესანარჩუნებლად. თუ, სიტყვაზე, გამოირჩევით სიღრმისეული ემპირიული კვლევებით სხვადასხვა თემებზე, ეს შეიძლება სხვადასხვანაირად გამოიყენოთ. ვთქვათ ბლოგების სტრუქტურირებისთვის, ინფოგრაფიკების შესაქმნელად, კომპანიებთან პარტნიორობისთვის, ჯგუფების ჩამოყალიბებისთვის, ა.შ.


3. მინიმალიზმი

ამოიღეთ ნებისმიერი ელემენტი, რომელიც არ გადგებათ მთავარი სათქმელის გამოსკვეთათ, ინფორმაციის გადმოსაცემად ან აუდიტორიის გასამხიარულებლად. მაგალითად, თუ ფულის ეკონომიაზე წერთ, არაა საჭირო ისეთი არარელევანტური დეტალები დაამატოთ, როგორიც თქვენი პირადი გამოცდილება, რაიმე ანეკდოტები ან პერიფერიული ფრაზებია. უბრალოდ გადმოეცით სათქმელი.

ოფისი

თუმცა მინიმალიზმი უნდა ითვალისწინებდეს ფოკუსირებას ამ სათქმელის რაც შეიძლება ლაკონურად გადმოცემაზე და არა სიტყვების რაოდენობაზე. ამ უკანასკნელზე კონცენტრირებით, უბრალოდ ბუნდოვან კონტენტს შექმნით და მომხმარებლებსაც უკმაყოფილოდ დატოვებთ. ჩამოაყალიბეთ სათქმელის სქემა და მის გარშემო ააწყვეთ სხვა ყველაფერი.


4. კონსისტენტურობა

კონსისტენტურობაც მნიშვნელოვანი საშუალებაა, რომლითაც შესაძლებელია კონტენტი უფრო საინტერესოდ წამოაჩინოთ. რაც ითვალისწინებს ცხად მიზნებს, ტონს, სტილს, ფორმატს და განრიგს. თქვენმა აუდიტორიამ უნდა იცოდეს რას უნდა ელოდონ თქვენგან დ როდის. კონსისტენტურობა ასევე დაგეხმარებათ ნდობის და ერთგულების ჩამოყალიბებაში ისევე, როგორც დამამახსოვრებელი შთაბეჭდილების დატოვებაში.

ასევე დაგეხმარებათ ბრენდის იდენტობის და ტონის დამკვიდრებაში. მაგ., თუ ბლოგს ფიტნესზე წერთ, თქვენი წერის მანერაც უნდა ასახავდეს ამას. ე.ი., ტონი სერიოზული არ უნდა იყოს, რადგან თვითონ საკითხიც არაა სერიოზული. ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რამდენად ხშირად პოსტავთ და, რომ ჩამოყალიბებული პატერნი უნდა გქონდეთ კონტენტის გარკვეულ დროს დაპოსტვასთან დაკავშირებით. ხალხი ადრე თუ გვიან შეეჩვევა თქვენს ჩვევებს და მათ ავტომატურად შეუსაბამებენ საკუთარ მოლოდინებს. ეს უპირატესობა აბსოლუტურად დაკარგულია თუ არბიტრარულად მიუდგებით ამ საკითხს.

დეკორაცია

5. გამოიყენეთ სხვადასხვა ხელსაწყოები

და ბოლოს, ერთ-ერთი საუკეთესო გზა კონტენტის გასაუმჯობესებლად არის საიმედო წყაროების გამონახვა, რელევანტური მონაცემების პოვნა, რეალური მაგალითების მოყვანა და საინტერესო ისტორიების მოყოლა. ყველას გვაქვს საკუთარი წერის სტილი, რომელიც ადრე თუ გვიან მოსაწყენად შეიძლება მოეჩვენოს აუდიტორიას. ამგვარი ელემენტები დაგეხმარებათ მისი არგუმენტებით განმტკიცებაში, საკუთარი სათქმელის უკეთ გამოხატვაში და აუდიტორიის დარწმუნებაში. ასევე ცხადი გახდება, რომ თქვენ შედარებით უფრო ავტორიტეტული ფიგურა ხართ, ვიდრე სხვა ორგანიზაციების წარმომადგნელები და უკეთ გესმით რომელიმე კონკრეტული საკითხი.

მაგალითად, თუ ვიდეოს წერთ ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე, შეგიძლიათ დაურთოთ შესაბამისი ლინკები, სტატისტიკა მეცნიერული კვლევებიდან, სხვადასხვა არგუმენტები და ციტატები ექსპერტებისგან. უბრალოდ ერიდეთ მხოლოდ ერთი ხელსაწყოს გამოყენებას.

იკა

იკა