შეცდომები CTA-ებში II

შეცდომები CTA-ებში II
18 ნოემბერი 2023     487

შეცდომები CTA-ებში II

CTA-ები არის ელემენტები, რომლებიც მომხმარებლებს უძღვებიან ერთი ელემენტიდან სხვა ელემენტისკენ ან ელემენტებისკენ. ეს პატარა, მაგრამ გავლენიანი ელემენტები ნაწილობრივ განაპირობებენ მომხმარებლების ინტერაქციებს და კონვერსიებს. მოკლედ, ისინი პატარა ლინკებს წარმოადგენენ თქვენს საიტზე არსებულ იზოლურებ სივრცეებს შორის. ამ ბლოგში, განვიხილავთ ხუთ ხშირ შეცდომას, რომლებიც ასოცირდება CTA-ების გამოყენებასთან და შევეხებით ეფექტურ სტრატეგიებს ამ პრობლემებთან თავის ასარიდებლად ისე, რომ უფრო ჩამოყალიბებული შთაბეჭდილება შეგექმნათ მომხმარებლების ინტერაქციებზე.


1. მოლოდინები

ზედმეტი რეკლამირება უბრალო შეცდომა არაა; ნდობის დარღვევაა. პირველადი შთაბეჭდილების მიღმა, მომხმარებლებს სჭირდებათ გულახდილობა. რაც ითვალისწინებს გამჭვირვალობას. როდესაც CTA-ებს ქმნით, მნიშვნელოვანია ჰარმონია დაიჭიროთ ყურადღების მიქცევასა და გულახდილობას შორის. რაც იმასაც ითვალისწინებს, რომ უკანასკნელის საზღვრები არასდროს უნდა გადაკვეთოთ.

სარგებლიანობაზე ისე ყურადღების გამახვილება, რომ ჰიპერბოლებს და ტყუილებს არ ჩაებღაუჭოთ, ნდობის მნიშვნელოვანი კატალისტი შეიძლება აღმოჩნდეს. მომხმარებლებს მოსწონთ გამჭვირვალობა და რეალური მოლოდინეის შექმნა თავს აგარიდებთ იმედგაცრუებებს და ამავდროულად მოგცემთ საშუალებას სხვების ნდობა დაიმსახურება დაიწყოთ.

ოფისი

2. იერარქია

იერარქიის ნაკლებობა CTA-ებში მხოლოდ დამაბნეველი არაა; გადაწყვეტილების მიუღებლობასაც იწვევს. შესაბამისად, სტრუქტურული მიდგომაა საჭირო. გააკეთეთ CTA-ების კატეგორიზაცია მათი პრიორიტეტულობის მიხედვით ისე, რომ მთავარი ელემენტები წინა პლანზე წამოწიოთ.

მეორეხარისსხოვანი CTA-ები, სტრატეგიულად განლაგებულნი, დაეხმარებიან მომხმარებლებს პერიოდულად, სხვადასხვა ადგილებში. მომხმარებლებს უნდა შეეძლოთ ზედმეტი სირთულეების გარეშე გაყნენ საჭირო ჯაჭვს, ამიტომ შეეცადეთ ორივე ტიპის CTA-ს ფუნქციური მახასიათებლები გამოიყენოთ ამ მიზნის მისაღწევათ.


3. ალტერნატივები

ალტერნატივებში მხოლოდ რაოდენობრივ განსხვავებას არ ვგულისხმობთ. საჭიროა ხარისხობრივი განსხვავება, რომელიც ასახავს მომხმარებლების შესაბამისად განსხვავებულ მოთხოვნებს, ინტერესებს, ა.შ.

დაფა

კონვერსიასთან დაკავშირებული მიზნების მიღმა, ეს ალტერნატივები უნდა იყოს ზოგადად ინტერაქციის გაუმჯობესების საშუალებები. იქნება ეს დაკავშირებული კონტენტის გაზიარება, რაიმეს გამოწერა, გამოკითხვებში მონაწილეობა, მეორე გეგმის ჩართვა მორიგი საშუალებაა, რომ ეს ხელსაწყოები გამოიყენოთ უფრო ღირებული ინტერაქციებისთვის.


4. თანმიმდევრულობა

ბალანსი თანმიმდევრულობასა და ინოვაციას შორის საკმაოდ რთული რამაა CTA-ების დიზაინში. პატერნების დარღვევამ შეიძლება ყურადღება მიიქციოს, თუმცა ზოგადად ux არ უნდა დააზიანოს. თანმიმდევრულობა დიზაინში და ენაში, როგორც წესი, ფამილიარულობის და სანდოობის შთაბეჭდილებას ტოვებს.

თუმცა, ფრთხილად და მოზომილად ინოვაციური ელემენტების შემოტანა დინამიზმს მატებს საიტს და მონოტონურობას გარიდებთ თავს. ეს ეკვილიბრიუმი დაგეხმარებათ პლატფორმის ესთეტიკასთან ჰარმონიზაციაში და ამავდროულად მომხმარებლის ყურადღების უკეთესად მიქცევაში.


5. სკანირება

ყურადღებიანობა უფრო და უფრო იშვიათია. ნუ მოელით, რომ სხვები თქვენს ვებ-გვერდებს მთლიანად წაიკითხავენ. მომხმარებლები სკანირების ჩვევა აქვთ, აკვირდებიან რა მხოლოდ იმას, რაც თვალში ხვდებათ. ყოველი CTA უნდა იყოს თვითმკმარი ერთეული, დამატებითი კონტექსტის ბლოკების გარეშე.

დეკორაცია

იმის გათვალისწინება, რომ მომხმარებლების ქმედებას სკანირება უკეთ ხსნის, დაგეხმარებათ გასცდეთ არასაჭირო ელემენტებზე დაყრდნობას და უკეთ გამოიყენოთ ის მომენტალური შესაძლებლობები, რომლებიც ორგანიზაციას სკანირების დროს ეძლევა.


6. მომხმარებელზე-ცენტრირებულობა

ეფექტური CTA-ები შექმნის კრიტიკული ნაწილი მომხმარებელზე-ცენტრირებულობაა. უშუალოდ CTA-ების მიღმა, სრული ux ძალიან დიდ როლს თამაშობს, პრიორიტეტი უნდა იყოს ინტუიციური ნავიგაცია, რომ CTA-ების როლიც ასევე ინტუიციურად ჩაჯდეს თქვენს შემუშავებულ სისტემებში.

მომხმარებელზე-ცენტირებული დიზაინი ითვალისწინებს რესპონსულ ინტერფეისებს, პერსონალიზირებულ რეკომენდაციებს და დახვეწილ ნავიგაციურ ჯაჭვებს. მომხმარებელზე ორიენტირებით, CTA-ები უბრალო ლინკების როლს აღარ თამაშობენ, არამედ ამაგრებენ ვებსაიტის, როგორც ჰოლისტური პროდუქტის, გამოყენებით ღირებულებას.

იკა

იკა