5 მარტივი რჩევა ბლოგების წერაზე

5 მარტივი რჩევა ბლოგების წერაზე
21 თებერვალი 2024     416

5 მარტივი რჩევა ბლოგების წერაზე

ხშირად ვახსნებთ, რომ ბლოგინგი საკმაოდ ხელსაყრელი საშუალებაა თქვენი ბრენდის წარმოსაჩენად და საჭირო აუდიტორიის სეგმენტების მისაზიდად. იმის მიუხედავად ახლახანს დაიწყეთ ბლოგინგი თუ დიდი გამოცდილება გაქვთ, შესაძლოა გარკვეული ხარვეზები იკვეთებოდეს თქვენს ნაშრომებში. ამ პოსტის მიზანია ხუთი რჩევა შემოგთავაზოთ, რომლებიც დაგეხმარებათ ისეთი კონტენტის მომზადებაში, რომელიც რეზონირებს თქვენს აუდიტორიასთან.


1. თემა

ნებისმიერი წარმატებული ბლოგის ფუნდამენტი იმ საკითხშია, რომელზეც ეს ბლოგი იწერება. ზოგადად, უკეთესია ზედმეტად ვრცელ თემებზე არ წეროთ, რადგან ნაშრომის მიზანი იკარგება და მომხმარებლებიც ადვილად კარგავენ კონცენტრაციას. საჭიროა ისეთი ელემენტის პოვნა, რომელიც დააინტრიგებელს მკითხველს. როგორც წესი, ვრცელი თემები ამით არ გამოირჩევა. თუ მათი განხილვა გსურთ, ჯობს ბლოგის შინაარსი სპეციფიკითაც იყოს გამდიდრებული.

რაც დაეხმარება თქვენი კონტენტის რელევანტურობას და ასევე ხელს შეგიწყობთ დაიმკვიდროთ თავი რაიმე კონკრეტულ ნიშაში.

ოფისი

2. წყაროების ხარისხი

თქვენი ბლოგის რეპუტაციაზე პირდაპირ მოქმედებს თქვენი წყაროების ხარისხი. შესაბამისად, პრიორიტეტული უნდა იყოს სწორი წყაროების შერჩევა და არა მათი რაოდენობა. თუ გიჭირთ შესაბამისი წყაროების მოძიება, ჯობს საერთოდ არ გამოიყენოთ ისინი. არაზუსტი ინფორმაციის მიწოდება ნდობაზე მოქმედებს და ზოგი მკითხველისთვის ამ საკითხებშ სიფრთხილე საკმაოდ მნიშვნელოვანია.

რომც არ აინტერესებდეთ ან ვერ შეამჩნიონ დაბალი ხარისხის წყაროები, თქვენი ბლოგები მაინც უარესი იქნება მათი გამოყენების გამო. ამიტომ ჯობს ისეთ რამეებზე წეროთ, რაც არ ეყრდნობა მსგავსი ტიპის რამეებს.


3. ცენტრალური ინსაითები

ბლოგების სტრატეგიების გაუმჯობესება ერთი მარტივი რჩევით შეიძლება: თითო ბლოგში რამდენიმე ისეთი ტიპის ფაქტი ან იდეა გამოიყენეთ, რომელსაც მომხმარებლები სხვაგან მარტივად ვერ იპოვიან. ეს იქნება ექსკლუზიური ინფორმაცია, ახალი პერსპექტივა, რაიმე პრაქტიკული რჩევა თუ რაიმე ღირებულების შეთავაზება. მოკლედ, რაიმე რაც გამოარჩევს თქვენს კონტენტს სხვებისგან. მკითხველები უფრო დიდი შანსია მსგავსი მიდგომებით დააინტერესოთ ვიდრე სხვა პატარ-პატარა ცვლილებებით, ბევრისთვისაა სასურველი ახალი გადმოსახედის დანახვა, რაც უფრო საალბათოს ხდის, რომ ისენი კვლავ წაიკითხავენ თქვენს ბლოგებს.

ბლოგ პოსტი

თან, დამატებით მიზეზს აძლევს მათ, რომ სწრაფად დასკანონ მაინც თქვენი ბლოგი იმისათვის, რომ რაიმე ახალი იპოვონ. რაც ბუნებრივია საკმაოდ ხელსაყრელი საშუალებაა.


4. სკანირებადობა

მკითხველების ქმედებების პატერნების შესწავლა მნიშვნელოვანია იმ კონტენტის შესაქმენლად, რომელიც მათ ადვილად აინტრიგებს. ვიზიტორები ხშირად უბრალოდ სკანავენ თქვენს ვებ-გვერდებს, ეძებენ რა საკვანძო ინფორმაციას, ფრაზებს, სიტყვებს. რასაკვირველია სკანირებადობის გამო საჭიროა ჰედერების, საბჰედერების, ბულეთების, ა.შ., გამოყენება. კარგად ორგანიზირებული გვერდი ბევრად მარტივი საკითხავია, მომხმარებლები კი საკმაოდ მგრძნობიარეები არიან ამ საკითხში.

თუმცა, ასევე საჭიროა უშუალოდ წინადადებების და აბზაცების ისე წერა, რომ მათი დასკვანვა უფრო მარტივი იყოს. მოკლე წინადადებები, მოქმედებითი გვარი, ერთი საკითხი ერთ აბზაცში, ა.შ.

დეკორაცია

5. მინიმალიზმი

საინტერესო კონტენტის შესაქმენელად, ბევრი ეყრდნობა არასაჭირო დეტალებს რათა დამატებითი ხიბლი შესძინონ მათ პოსტს. თუმცა, მკითხველებისთვის მნიშნელოვანია ლაკონურობა და პირდაპირობა. ისეთი დეტალები, რომლებიც ნარატივს არ ამდიდრებს, ჯობს ამოიღოთ. რაც იმთავითვე მოქმედებს იმაზე, თუ რამდენად მარტივია თქვენი აზრის და მთავარი სათქმელის უკეთ გაგება.

იკა

იკა