შეცდომები ბლოგინგში IV

შეცდომები ბლოგინგში IV
12 დეკემბერი 2023     643

შეცდომები ბლოგინგში IV

ვბრუნდებით მორიგი პოსტით ბლოგინგ შეცდომებზე, რომლებსაც თავი უნდა აარიდოთ. ამჯერად, ოდნავ განსხვავებულ თემებზე დავწერთ. თუ დაინტერესებული ხართ უფრო ზოგადი პრობლემებით, შეგიძლიათ ჩვენს წინა ბლოგებს გადახედოთ ამავე თემაზე აქ. პირველი შეცდომა შემდეგნაირია:


1. ზედმეტი ვიზუალები

ერთი მხრივ ვიზუალები მნიშვნელოვანი იარაღებია ux-ს გასაუმჯობესებლად, თუმცა მათზე ზედმეტად დაყრდნობა ბლოგს ხდის დამაბნეველს და დამთრგუნველს. მკითხველს უწევს სურათებით, ინფოგრაფიკებით და ილუსტრაციებით სავსე გვერდების ნავიგაცია, მთავარი იდეაც ნაკლებად გამოკვეთილი გამოჩნებად ამ ყველაფრის ფონზე.

გახსოვდეთ, რომ ვიზუალური ნაწილი უბრალოდ ორნამენტების ფუნქციას არ ასრულებს; ისინი გარკვეული ხელსაწყოებია, რომ სათქმელი უკეთ გადმოსცეთ. გამოიყენეთ ისინი სტრატეგიულად, რომ ცენტრალურ იდეებს გაუსვათ ხაზი, გაამდიდროთ ნარატივი და დაეხმაროთ მომხმარებლებს თქვენი სათქმელის უკეთ გაგებაში. ვიზუალური ელემენტები კი განალაგეთ ისე, რომ სივრცე იყოს მათ შორის. მინიმალიზმი ხშირად უკეთესი ვარიანტია.

ლეპტოპი

2. სტრუქტურა

გარკვეული სტრუქტურის გარეშე, მკითხველები მარტივად იბნევიან და უჭირთ თქვენი იდეების აღქმა, სწრაფად გაანალიზება იმისა, თუ რისი თქმა გსურთ. იმისათვის, რომ იოლი გახადოთ ეს ნაბიჯები, საჭიროა თქვენი კონტენტის უფრო მარტივ ნაწილებად დაშლა.

გამოიყენეთ ჰედერები და საბჰედერები რათა ზოგადი მონახაზი გააკეთოთ და დააორგანიზირეთ თქვენი კონტენტი პატარა სექციებათ, რათა გაადვილოთ ნავიგაცია. აბზაცები წერეთ ლაკონურად და დაურთეთ ბულეთები, სადაც საჭიროა რთული ინფორმაციის ჩასაშლელად. ინტერნალური ლინკებიც დააკავშირეთ შესაბამის ცნებებთან, რომ მომხმარებლები არ შეყოვნდნენ გაუგებრობების გამო.


3. წყაროები

არასანდო ვებსაიტებზე, გადაუმოწმებელ სტატისტიკაზე ან საეჭვო მონაცემებზე დაყრდნობა ძალიან სწრაფად დააზიანებს თქვენ რეპუტაციას, სანდოობას და ძირს გამოუთხრის ბლოგის მთლიან ფუნქციას. იმისათვის, რომ ბლოგი იყოს სანდო ინფორმაციის წყარო, საჭიროა მოიძიოთ და შეიმუშაოთ გარკვეული პრინციპები და ხისტი პრაქტიკები, რომ გადაამოწმოთ წყაროები.

დეკორაცია

ეცადეთ იპოვოთ აკადემიური რეპუტაციის საიტები, მკაცრი ედიტორული გაიდლაინებით და ავტორებით, რომლებიც გამოირჩევიან განსაკუთრებული უნარებით. გადაამოწმეთ ინფორმაცია და ხაზი გაუსვით შესაძლო მიკერძოებულ კომპონენტებს, ლინკებიც დაურთეტ თქვენს წყაროებს, რათა მისცეთ მომხმარებლებს საშუალება თვითონვე გადაამოწმონ ესა თუ ის დებულება, იდეა, მტკიცებულება, ა.შ.


4. ზედმეტი ფილერი

გარკვეული რაოდენობის სიტყვების მისაღწევად, ბევრი ბლოგერი ცდილობს რაც შეიძლება მეტი რამ ჩაატიონ ამა თუ იმ პოსტში. რაც იწვევს ხარისხის დაბლა დაწევას. იმ შემთხვევაშიც თუ მათ რაიმე საინტერესო აქვთ სათქმელი მომხმარებლებისთვის, ეს იფარება ზედმეტი სიტყვებით, ფრაზებით, უადგილო წინადადებებით, ა.შ. ამ ყველაფერს კი ფილერი ეწოდება.

ბლოგ პოსტებს ადამიანები იშვიათად განსჯიან სიტყვების რაოდენობით, ბევრად მეტი ყურადღება ეთმობა იმას, თუ რამდენად გასაგებად წერთ და რამდენად შეგიძლიათ რაიმე ღირებულების შეთავაზება მომხმარებლებისთვის. იყავით კონკრეტულები და რამდენადაც შეგიძლიათ, ზუსტად შეარჩიეთ სიტყვები. აუდიტორიასთან რეზონირებაც ბევრად მარტივია, როდესაც მათთვის ისტორიის მოყოლაზე, ფაქტების გადმოცემაზე, ა.შ. არის კონცენტრაცია და არა მხოლოდ რაიმე SEO სტანდარტების დაცვაზე.

ნოუთბუქი

5. მიზნების არ ქონა

გარკვეული მიზნების დასახვის გარეშე რაიმეს წამოწყება ანალოგიურია იმისა, რომ ვოიაჟზე რაიმე სამიზნო მიმართულების გარეშე წახვიდეთ. იმის გარკვევის გარეშე თუ რას გსურთ მიაღწიოთ ამ ბლოგით, მის პოტენციალს ვერ მიაღწევთ, იქნება ეს სხვების გამხიარულება, მათთვის ინფორმაციის მიწოდება, თუ მათი ინსპირაცია.

ამოირჩიეთ თემა. შემდეგ დაფიქრდით იმაზე, თუ რა გინდათ სხვებმა, რომ ამ ბლოგისგან მიიღონ. ამ იდეის მიხედვით ცვალეთ თქვენი მიდგომა ბლოგის სხვადასხვა ელემენტებთან. გონებაში გქონდეთ, როდესაც წერთ ნებისმიერ აბზაცს. ეს, დიდი ალბათობით, უფრო კონსისტენტურს და კოჰეზიურს გახდის კონტენტს.

იკა

იკა