შეცდომები ბრენდიგში III

შეცდომები ბრენდიგში III
22 დეკემბერი 2023     593

შეცდომები ბრენდიგში III

ბევრისთვის რთულია ბრენდინგში გარკვევა ან გზის გაკაფვა. რთულია იმის გარჩევა, თუ რა ხდის ამა თუ იმ ბრენდს წარმატებულს. მარტივი პასუხია ფული ან ძალაუფლება, თუმცა თუ რაიმე კომპონენტი კიდევ არის რაც მნიშვნელოვანია ბრენდინგისთვის, არ იქნება ურიგო გამოვიკვლიოთ.

ამ საწყის ექსპოზიციაში, განვიხილავთ ხშირ შეცდომებს, რომლებიც აზიანებენ ბრენდებს და იმედია შემოგთავაზებთ გარკვეულ იდეებსაც, რომლებიც დაგეხმარებათ გააცნობიეროთ პოტენციური გამოსავლები. ამ თემაზე ორჯერ უკვე დავწერეთ. ეს ბლოგები შეგიძლიათ იხილოთ აქ (1, 2)


1. შეცდომების უგულებელყოფა

შეცდომები არა ანომალიები, არამედ პროგრესის მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა, ამ შეცდომების უგულებელყოფა ხშირად ორგანიზაციებს საკმაოდ ძვირად უჯდებათ. ამიტომ გამჭვირვალობა საკმაოდ მნიშნელოვანი ხდება. შეცდომების აღიარება და გამოსწორება არამარტო აჩვენებს თქვენი პასუხისმგებლობის გრძნობას, არამედ გეხმარებათ მომხმარებლის ნდობის გამომუშავებაშიც.

თუ აქა იქ რაიმე შეცდომებს დაუშვებთ, მომხმარებლები უფრო მეტი ნდობით მოგიდგებიან, თუ დაინახავენ, რომ გულახდილები ხართ და ცდილობთ შეცდომების გამოსწორებას. თუნდაც მომხმარებლების ზოგადად ნაკლებად გაღიზიანება და გაბრაზება მნიშნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯებია, თუნდაც იმიტომ, რომ უფრო ნაკლები შანსია მათ რაიმე ნეგატიური შეფასება დატოვონ.

ლეპტოპი და მერხი

2. ზედმეტი ფოკუსი ტრენდებზე

დიზაინ ტრენდებს აყოლა შესაძლოა ხანდახან გამოსადეგი აღმოჩნდეს სხვადასხვა მიზნებისთვის, მაგრამ ზედმეტი კონცენტრაცია მათზე საკმაოდ ცუდ ეფექტებთანაა ასოცირებული. რაღაც ტიპის ბალანსია საჭირო—თანამედროვე ესთეტიური კომპონენტების აღრევა და მათ წინა პლანზე წამოწევა ფუნქციებთან ერთად. ბრენდი ბუნებრივია ვითარდება დროის განმავლობაში, თუმცა ტრენდების გათვალისწინება არ უნდა ნიშნავდეს ფუნქციების განზომილებაში შეჭრას.

თუ ვებსაიტი იმ მიზნითაა აგებული, რომ სხვებს ღირებულება შესთავაზოს, მაშინ ტრენდული ნაწილები უფრო ადვილი გამოსაცვლელი იქნება და ამავდროულად ნაკლებად მნიშვნელოვანი მათი შესუსტებული როლის გამო. ამიტომაც, უფრო ტრენდ-რეზისტენტული გახდება დიდი ალბათობით თქვენი საიტი.


3. ზედმეტი ფოკუსი ესთეტიკაზე

ვიზუალური ნაწილი ვებსაიტი უმნიშვნელო ასპექტი არაა, თუმცა მხოლოდ ესთეტიკაზე ზრუნვა ბრენდს აზიანებს. კონტენტი და ფუნქციონალი ორი მეტად მნიშვნელოვანი კომპონენტია. აზრი სტილი გამო არასდროს არ უნდა დაზარალდეს, როგორც წესი; არამედ, ორივე რაიმე ჰარმონიულ მთლიანობაში უნდა იყოს, რათა უფრო დამამახსოვრებელი და დამაინტრიგებელი ux შეთავაზოთ მომხმარებლებს.

ოფისი

ვებსაიტი, რომელიც უბრალოდ ლამაზი შესახედია, თუმცა, რომლის ნავიგაციაც ძალიან რთულია, მომხმარებლებზე მაინც ძალინ ნეგატიურ შთაბეჭდილებას ტოვებს. ამიტომ, კონცენტრირდით ნავიგაციის გამართვაზე, ინტუიციურ განლაგებაზე და მობილურზე ამ ყველაფრის მორგებაზე. გამოყენებადი ვებსაიტი უფრო სასიამოვნო გამოცდილების ნიშანია, რაც მომხმარებებს მეტად უბიძგებს მისი გამოყენებისკენ.


4. ზედმეტი ფოკუსი ანალიტიკაზე

სხვადასხვა მაჩვენებლებზე დაჟინებული კონცენტრაციით ხშირად ვიღებთ სტერილურ, უსულო ux-ს. ასეთი მიდგომა იწვევს იმას, რომ ზედმეტი ყურადღება ეთმობა მხოლოდ ასეთი ტიპის ინფორმაციას და მათ მიხედვით საიტის შეფასებას, რაც იწვევს იმას, რომ უფრო გრძნობითი, აფექტური კომპონენტები იკარგება.

ანალიტიკური ხელსაწყოები უნდა იყოს გამოყენებული გარკვეული კონკრეტული მიზნებისთვის; მხოლოდ მათზე ბრენდის აწყობის მცდელობა ხშირად მთავრდება კრახით. ვებსაიტს უნდა შეეძლოს სხვებისთვის რაიმე საყურადღებოს შეთავაზება, რისი მაჩვნებელებით გაზომვაც შეუძლებელია ან არაზუსტია.

დეკორაცია

5. კომუნიკაციის ნაკლებობა

ვებ-დიზაინი ეყრდნობა კოლაბორაციას, ეფექტური კომუნიკაცია კი საჭიროა იმისათვის, რომ გუნდმა ერთობლივი პროდუქტი წარმატებით შექმნას. როდესაც გუნდი არაა კარგად შეკრული, პრობლემები იქმნება ქაოტურ ბრენდინგთან, ურთიერთგამომრიცხავ მიდგომებთან და არათანმიმდევრულ გაიდლაინებთან მიმართებაში.

საჭირო საკომუნიკაციო გზების ჩამოყალიბება აბსოლუტური მინიმუმია იმისათვის, რომ ყველას საერთო ხედვა ჰქონდეს. საჭიროა გაიდლაინების დაკონკრეტება და მომხმარებლებზე-ცენტირებული მიდგომების ჩამოყალიბება. შეკრული გუნდი უფრო ძლიერ ბრენდს ქმნის, რომელსაც თავისმხრივ უკეთესად შეუძლია აუდიტორიასთან რეზონირება.

იკა

იკა