ნავიგაციის პრაქტიკები III

ნავიგაციის პრაქტიკები III
02 მარტი 2024     418

ნავიგაციის პრაქტიკები III

პირველი შთაბეჭდილებები საკმაოდ დიდ გავლენას ახდენენ ბრენდზე, ვებსაიტის ნავიგაციაც საყურადღებო როლს თამაშობს ამ პირველ შთაბეჭდილებაში. როგორც გამოუსადეგარი რუკა, დაბალი ხარისხის ნავიგაციას დაბნეულობას და გაღიზიანებას იწვევს. ამიტომაც, ჩვენ გთავაზობთ ხუთ რჩევას ნავიგაციის პრაქტიკებზე, რომლებიც გამოყენებადობაზე უარყოფითად მოქმედებენ. ისევე, როგორც პრაქტიკულ რეკომენდაციებს. ჩვენ უკვე ორი ბლოგი დავწერეთ ამ საკითხზე, რომლებიც შეგიძლიათ ნახოთ აქ (1, 2). 


1. CTA-ები

ყველას გვინახავს ვებსაიტები, რომლებიც გასავსებულია ერთმანეთის მსგავსი CTA-ებით. მსგავსი მიდგომები ზოგადად CTA-ების როლს ამცირებს. უკეთესია ისეთი ვებსაიტის შემუშავება სადაც CTA-ების იარლიყები და სიგნალები კონტექსტუალურად იცვლება.

რაც უფრო მიზანმიმართულია CTA-ების გამოყენება ვებსაიტის ნავიგაციის თითოეულ სტადიაზე, მით მარტივია მომხმარებლებისთვის სტადიებს შორის გზის გაგნებაც. CTA-ები არის საშუალებები, რომ კონვერსიები მოიმატოთ, ამიტომ ეცადეთ პერსონალიზირებული და რელევანტური გზები გამონახოთ.

ვებსაიტის ფოტო

2. მინიმალიზმი

ვებსაიტები, რომლებიც უსასრულო სქროლს იყენებენ, ჩანან როგორც ტექსტის უსასრულო ბლოკები. თან ვებსაიტის ფუნქცინალსაც ხშირად აზიანებენ. ეს მიდგომა უფრო რთულს ხდის საიტის სხვადასხვა ნაწილების დათვალიერებას და bounce მაჩვენებელს საკმაოდ აზიანებს.

იერარქია უნდა იყოს პრირეტიზირებული, მთავარი კონტენტი დასაწყისში უნდა იყოს და ზედმეტი სქროლინგი მოშორებული. მეტაფორისთვის გამოიყენეთ ქალაქის დათვალიერება; ღირსშესანიშნაობები (თქვენი ყველაზე მნიშნელოვანი კონტენტი) მარტივი საპოვნელი უნდა იყოს, შესაბამისი ნიშნებით, რომლებიც მათზე მიუთითებენ. გამოიყენეთ ინტერნალური ლინკები, რომ მსგავსი კონტენტი ერთმანეთთან დააკავშიროთ ისე, რომ მომხმარებლები არ დაიბნენ მისი თვალიერებისას.

ასევე შეამცირეთ გვერდების და კატეგორიების რაოდენობა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამდიდრებენ რაიმე ნარატივს ან ზოგად სქემას, მაშინ დაამატეთ.


3. ზედმეტი კატეგორიები

ვებსაიტის სქემა

როდესაც ვიზიტორები პირველად შემოდიან საიტზე, მათ უნდათ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილების ნახვა. ამ პროცესს ძალიან ხლართავს 10+ კატეგორიის არსებობა თქვენს ჰედერში ან ფუტერში. განსაკუთრებით რადგან რაიმე დამკვიდრებული ნორმები არ არსებობს, რომლების მიხედვითაც კატეგორები ადგილმდებარეობა განისაზღვრება. მოაშორეთ ზედმეტი ვარიანტები და ეცადეთ უფრო შეკრათ სხვადასხვა გვერდები ერთ მთლიანობად. რაც დაკავშირებულია შემდეგ საკითხთან.


4. კატეგორიის შეკრულობა

წარმოიდგინეთ, რომ მაღაზიაში ხართ სადაც ტანსაცმელი, ელექტრონიკა და სურსათი ერთად და არეულად იყიდება. ამ კატეგორიების აღრევის გამო უფრო რთული იქნება სასურველი პროდუქციის მარტივად ნახვა. ზუსტად იგივე პრობლემას ვაწყდებით, როდესაც ერთი კატეგორიის ქვეშ ბევრი სხვადასხვა ტიპის ლინკია.

შეინარჩუნეთ თანმიმდევრულობა ნებისმიერი კატეგორიის გაკეთებისას. მსგავსი პროდუქტების, სტატიების ან რესურსების ერთად შეკრება უფრო მარტივს ხდის მომხმარებლისთვის საიტის ინტუიციურად გამოყენებას. მომხმარებლები თუ იოლად ხვდებიან რას უნდა ელოდონ თითოეულ კატეგორიაში, მაშინ ნაკლები დრო და მენტალური ენერგია ეხარჯებათ ნავიგაციაში.

დეკორაციული

5. კრეატიულობა

კრეატიულობა ხანდახან მნიშვნელოვანია, მაგრამ ვებსაიტის ნავიგაციის სტრანდარტული ჩარჩოების მიღმა გასვლა საკმაოდ სარისკოა. მომხმარებლებს გარკვეული მოლოდინები აქვთ ნებისმიერი ვებსაიტის ნავიგაციასთან მიმართებაში. აბსოლუტურად განსხვავებული სისტემები ძალიან დიდ დაბნეულობას იწვევს.

კონცენტრირდით ინტუიციურ დიზაინზე იმის მაგივრად, რომ კრეატიულობას დაეყრდნოთ, როცა შესაძლოა დაწესებული ნორმები უფრო ეფექტური ვარიანტი იყოს. ეცადეთ გამოიყენოთ ისეთი ნავიგაციური პატერნები როგორებიცაა: ჰორიზონტალური ან ვერტიკალური მენიუები, ჰამბურგერ მენიუები მობილურზე, გამოკვეთილი საძიებო ველები. მომხმარებელზე ცენტირებულობა ითვალისწინებს იმას, რომ მათ მარტივად უნდა შეეძლოთ სასურველი რამეების პოვნა საიტზე, ე.ი., დროს არ უნდა ხარჯავდნენ თქვენი ნავიგაციის შესწავლაში. კრეტიულობა გამოსადეგია, თუმცა იშვიათად, ან შეიძლება არასდროს, როდესაც ის მომხმარებლებზე-ცენტრირებული მიდგომების ხარჯზეა.

ეფექტური ვებსაიტ ნავიგაცია მხოლოდ ესთეტიკაზე არაა; არამედ მომხმარებლების ინტერესების გაგებაზე და ამის მიხედვით ინტუიციურ, ეფექტურ და სასიამოვნო სისტემის აგებაზე.

იკა

იკა