Alexa myGO

სიახლეები

Asana-ს 10 საუკეთესო ალტერნატივა პროექტ მენეჯმენტისთვის
11 ნოემბერი 2021     156

Asana-ს 10 საუკეთესო ალტერნატივა პროექტ მენეჯმენტისთვის

თუ არ შეგიმჩვნევიათ, სახლიდან მუშაობა და ვირტუალური კოლაბორაცია ისევ და ისევ საჭიროა. სხვადასხვა ქვეყნებში დაკავშირებული გუნდები ახალი ნორმაა რომელიც ახალ საშუალებებთანაა დაკავშირებული - და ახალ სირთულეებთან. პროფესიონალური გუნდები ეძებენ ახალ-ახალ გზებს რომ მათი წევრები ეფექტურად დააკავშირონ ერთმანეთს უკეთესი კოლაბორაციისთვის და ამავდორულად თვალი ადევნონ პროექტებს.

Asana ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროექტ მენეჯმენტის software-ია, რომლის მთავარი ფუნქცია კოლაბორაციის გამარტივებაა. Desktop-ის და მობილურის ვერსიებითაც შესაძლებელია კოლაბორაცია სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ. Asana იმაზეა ორიენტირებული რომ სამუშაოს და პროექტების ორგანიზირება უფრო მარტივი გახადოს. გუნდებს ეძლევათ საშუალება რომ ატვირთონ პროექტები, მისცენ თანაგუნდელებს დავალებები, დედლაინები დანიშნონ ამ დავალებებისთვის, და გააუმჯობესონ კომუნიკაცია გუნდელებს შორის.

თუმცა, Asana შესაძლებელია ზედმეტად ძვირი ან არაეფექტური იყოს თქვენი გუნდისთვის, აკლდეს ფუნქციები ან ინტეგრაციები რომლებიც აუცილებელია თქვენი სამუშაოს ეფექტურად წარმართვისთვის. როგორი ალტერნატივები გვაქვს? გთავაზობთ 10 Asana-ს ალტერნატივის საუკეთესო მახასიათებლებს.

CROOW

CROOW პროექტ მენეჯმენტის ინტეგრაციული software-ია რომელიც არა მარტო გამოსადეგია მარკეტინგული ჯგუფებისთვის მომხმარებელთან დაკავშირებულ სამუშაოსთან მიმართებაში, არამედ ასევე ფოკუსირდება დიჯიტალურ კრეატიულ კოლაბორაციაზე. CROOW დამზადებულია კრეატიული სააგენტოებისთვის და სხვადასხვა ადგილებში დასახლებული გუნდის წევრებისთვის, იმისთვის რომ ხელი შეუწყოს შრომის პროცესს. ისეთი ფუნქციები როგორებიცაა asset მენეჯმენტი, მომხმარებლების მოთხოვნები აღბეჭდვის საშუალება, ამოცანების დავალება, დროის თრექინგი და wireframing ადაპტირებადია თქვენს შრომის პროცესზე.

CROOW Asana-ს უფასო ალტერნატივაა - თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ გადახდის ინფორმაციის მიუწოდებლად. იმის გათვალისწინებით რომ CROOW შექმნილია კრეატივებისთვის, ბევრად მეტს სთავაზობს მათ ვიდრე უბრალოდ პროექტ მენეჯმენტის აპლიკაცია. მიზანი არის თქვენი გუნდისთვის რამდენიმე აპლიკაციაში მუშაობის აუცილებლობის შემცირება ან გაქრობა. თქვენ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ დავალებებს, აქტივების წილებს, მიაწოდოთ უკუკავშირი და თანხმობა მომხმარებელს, გათვალისწინებულია ასვე stock სურათების ძებნა & პოვნა. ყველაფერი ერთ აპლიკაციაში. თუ თქვენი გუნდი იღლება რამდენიმე იმეილ ჯაჭვში, Google drive-ში და PM ხელსაწყოში ქექვით, CROOW დაგეხმარებათ ყველა ეს პროცესი შეამციროთ ან საერთოდ მოიშოროთ, რაც მოგცემთ საშუალებას რომ კრეატიულ იდეებს მეტი დრო დაუთმოთ თქვენ გუნდთან ერთად.







Trello

Trello პროდუქტიულობის პლატფორმაა რომელიც გუნდის წევრებს დავალებების ორგანიზირების საშუალებას აძლევს, მარტივი და სუფთა interface-ით. ახალი თანამშრომლისთვის ან მომხმარებლისთვის პროდუქციის და სერვისების იოლად გაცნობა ტრელოს ყველაზე დიდი უპირატესობაა. დავალებების დანიშვნა შესაძლებელია ბორდებით, სიებით, კარტებით, რომელიც ორგანიზირებას და რანჟირებას ხელს უწყობს. ეს პროგრამა საუკეთესოა იმისთვის რომ თვალი ადევნოთ პროექტის დავალებებს ცენტრალურ ლოკაციაში. ტრელო ასევე უფასოა, რაც მას ძალიან ხელმისაწვდომს ხდის.



Airtable

Airtable არის პროექტ მენეჯმენტის software რომელიც იყენებს ნაცნობ spreadsheet-ის შაბლონებს, რომელთა ელემენტების შეცვლა ძაან მარტივია, რაც გაძლევთ საშუალებას ის სხვადასხვანაირად გამოიყენოთ. გუნდელებს ერთად შეუძლიათ პროგრამაში მუშაობა რაც ასწრაფებს დავალებების შესრულებას. Airtable უფასოა და ასევე აქვს დამატებითი კომპლექტები, რომლებიც ფასიანია.



Scoro

Scoro Asana-ს ისეთი ვარიანტია რომელიც ორიენტირებულია გაყიდვების, კოლაბორაციის და მენეჯმენტის ერთ სივრცეში თავმოყრაზე. Scoro-ს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფუნქცია დინამიური dashboard-ების შექმნაა რომელიც პროექტის სხადასხვა მონაცემზე დაკვირვების საშუალებას გაძლევთ. Scoro ცდილობს ყველა ძირითად ფუნქციას თავი მოუყაროს ერთ მენეჯმენტის software-ში, რომელიც ფოკუსირდება პროფესიულ მენეჯმენტზე.



ProjectManager.com

ProjectManager.com ონლაინ dashboard-ია სადაც გუნდებს საშუალება აქვთ თვალი ადევნონ პროექტის ამოცანებს. მომხმარებლებს შეუძლიათ პროექტების მიზნების გადახედვა, ამოცანების ორგანიზირება და ინტერაქციული dashboard-ის მენეჯმენტი. ამ პლატფორმის დიდი მინუსია ის ფაქტი რომ ბევრი მისი დეტალის მორგება ან შეცვლა (ისე როგორც მომხმარებელს სურს) შეუძლებელია. სხვა პროგრამებისგან განსხვავებით ეს dashboard-საც ეხება. ეს software ფოკუსირდება ამოცანების მენეჯმენტზე და თან ამისათვის ძალიან კარგ ხელსაწყოებს გთავაზობთ.



Wrike

Wrike განკუთვნილია ისეთი გუნდებისთვის რომლებიც სხვადასხვა ლოკაციებიდან ვირტუალურად უკავშირდებიან ერთმანეთს. Wrike-ის საშუალებით გუნდებს შეუძლიათ პროექტების მენეჯმენტი, დავალებების შექმნა, დედლაინების შემოწმება, და შრომის პროცესის გაუმჯობესება. ფასიც და სხვადასხვა ელემენტებიც მოხმარებლის მოთხოვნების მიხედვით იცვლება და ემატება. Wrike-ს მინუსი ისაა რომ არჩევანის საშუალება ზედმეტად დიდი შეიძლება აღმოჩნდეს ახალი მომხმარებლებისთვის. თუ ეს თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, Wrike ასევე გთავაზობთ Salesforce, Tableau, Adobe creative, და სხვადასხვა მსგავს ინტეგრაციებს, რაც ძალიან გამოსადეგია თუ ამ აპლიკაციების ხმარება ისედაც გიწევთ.



Workzone

Workzone გაძლევთ საშუალებას პროექტ მენეჯმენტი და დოკუმენტების გაზიარება ერთ სივრცეში გაანაწილოთ, რომ გამარტივდეს სამუშაო პროცესი და ზედმეტად ჩახლართულ პროცესებს თავი აარიდოთ. Workzone-ს საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ ერთად იმუშაონ და გააზიარონ ფაილები ონლაინ. რამდენიმე dashboard ფუნქციის გარდა Workzones-ს აქვს Dropbox-ის, Tableau-ს, Box-ის, Google-ის, Slack-ის და Salesforce-ის ინტეგრაციები. იქიდან გამომდინარე რომ Workzone-ს სპეციფიური მიზნები აქვს ახალი მომხმარებლებისთვის უფრო ხელსაყრელია, რაც ხდის მას ძალიან კარგ ალტერნატივად თუ დამატებითი ფუნქციები თქვენთვის უინტერესოა/არასაჭიროა.



Slack

Slack-ი კომუნიკაციაზე ორიენტირებული აპლიკაციაა, რომელიც მომხმარებელს ჩეთის და ვირტუალური კოლაბორაციის საშუალებას აძლევს. Slack-ს საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ ჯგუფური და პირადი ჩეთების შექმნა, Google-თან დაკავშირება ფაილების გასაზიარებლად, და იმეილების რაოდენობის შემცირება (როცა საჭიროა). Slack-ს აქვს Trello-ს, Dropbox-ის და Zendesk-ის ინტეგრაციები (და სხვები). Slack-ი ძალიან გამოსადეგია თანამშრომლებთან სწრაფი ჩეთებისთვის, თუმცა მხოლოდ ის პროექტ მენეჯმენტის software-ს ვერ შეცვლის.



LiquidPlanner

LiquidPlanner-ი Asana-ს ინოვაციური ალტერნატივაა, რომელიც ავტომატურად ამუშავებს განრიგს და სხვადასხვა პროგნოზს გთავაზობთ, რომ დედლაინებისთვის გამოგადგეთ. Software აკვირდება შრომის ხარისხს და წინასწარ გთავაზობთ პროგნოზს იმაზე თუ რამდენი ხანი დასჭირდება პროექტს. პროგრამას აქვს სპეციალიზირებული ტექნოლოგია ამიტომ გამოცდილი გუნდის წევრი გამოგადგებათ მისი მახასიათებლების ასახსნელად. LiquidPlanner-ი სტანდარტულ პროექტ მენეჯმენტის მოდელს ხმარობს იმისთვის რომ იგი ადაპტირებული იყოს დროის უფრო აკურატულ და ეფექტურ მენეჯმენტზე.



Quip

Quip პროექტ მენეჯმენტის აპლიკაციია, რომელიც მიზნად ბიზნეს კოლაბორაციას ისახავს. Quip-ის საშუალებით, გუნდებს დისტანციურად შეუძლიათ დოკუმენტების და spreadsheet-ების შექნა და რედაქტირება. რადგან Quip--ს აქვს დესკტოპის და ვებ აპლიკაციები, კოლაბორაცია ყველგან შესაძლებელია. ის ზედგამოჭრილია პატარა გუნდებისთვის, პატარა და სწრაფ-სწრაფ პროექტებზე სამუშაოდ, თუმცა კრეატიული კოლაბორაციის ბევრი საშუალება რომლებიც სხვებს აქვთ მას არ აქვს.

იკა

იკა