მოძველებული ვებსაიტები

მოძველებული ვებსაიტები
23 მაისი 2023     973

მოძველებული ვებსაიტები


თქვენი ვებსაიტი თქვენი ონლაინ სახეა. თქვენი ორგანიზაციის მახასიათებლები და საქმიანობა სწორედ მისი მეშვეობით ჩანს. შესაბამისად, თუ ის მოძველებული ან უინტერესოა, მომხმარებლებიც ნაკლებად მიაქცევენ მას ყურადღებას და თქვენი რეპუტაციაც დაზიანდება. აქ ძალიან მარტივადაა საქმე.

ამ ბლოგში, ავღწერთ ოთხ ძირითად კომპონენტს რომლის მიხედვითაც შეგეძლებათ გაანალიზოთ თუ რამდენად მოძველებულია საიტი. თუ რომელიმეს შეამჩნევთ არც ესაა პრობლემა. ჩვენ მუდამ გაწვდით სხვადასხვა რჩევებს ასეთი პრობლემებისთვის თავის არიდებაზე და თქვენი საიტის უკეთ წარმოჩენაზე.


ვიზუალი და შეგრძნება

დიზაინი და UX არის ორი რამ, რომლებსაც მომხმარებელი მყისიერად აწყდება საიტზე შემოსვლისას. თუ თქვენი ვებსაიტი ისე გამოიყურება თითქოს 10 წლის წინ შეიძლებოდა შექმნილიყო, მაშინ ბუნებრივია ბევრი რამაა შესაცვლელი. გთავაზობთ მარტივ რჩევებს:

ხმარობთ table-ებს ან frame-ებს? ეს უკვე დიდი მინუსია. მსგავსი რამეები მნიშვნელოვნად ართულებს საიტის მოხმარებას და რთულად ადაპტირებადს ხდის მათ სხვადასხვა ეკრანებზე.


დეკორაცია


უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხმარობს მობილურებს და ტაბლეტებს ინტერნეტის მოხმარისას. თუ თქვენი ვებსაიტი არ არის წარმატებულად ადაპტირებული სხვადასხვა მოწყობილობებზე, ეს რასაკვირველია გააღიზიანებს ბევრს და მნიშვნელოვან სეგმენტებსაც დაკარგავთ. გაღიზიანებით კი ბევრი ძალიან სწრაფად ღიზიანდება.

ხო კიდევ: Flash მკვდარია. ბევრი ბრაუზერს და მოწყობილობას აღარ აქვს მისი მხარდაჭერა. ამიტომაც, თუ flash-ს ხმარობთ, ე.ი., აუცილებლად უნდა განაახლოთ საიტი.


სისწრაფე

თუ ვებსაიტს დიდი დრო სჭირდება ჩასატვირთად, თქვენი SEO-ც ზიანდება, სხვა რამეებს შორის. თუმცა სხვა ნიშნებიც არსებობს:

სანამ სხვებზე გადავალთ, პირველი საკმაოდ აშკარაა. თუ რამდენიმე წამზე მეტი სჭირდება ვებსაიტს, ე.ი., სერიოზული პრობლემა გაქვთ. ხალხს არ უყვარს ინფორმაციისთვის ლოდინი და საიტსაც დატოვებენ ამის გამო. იმდენად არ უყვართ, რომ სამი წამი გაქვთ დაახლოებით, რომ საიტი ჩაიტვირთოს.

მიაქციეთ ყურადღებას იმ ტექნოლოგიურ ელემენტებს, რომლებსაც ეყრდნობით, მაგალითად CMS-ებს ან სერვერის softwares. აქ ჩამორჩენა ბევრ რაიმეს საზღვრავს.


საიტის სტრუქტურის ჩანახატი


დიდი სურათები, არაკომპრესირებული ფაილები და ზედმეტი plugin-ები მნიშვნელოვნად ანელებენ საიტს. უმეტეს შემთხვევებში ამ უკანაკნელთან გვაქვს საქმე, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მას მიაქციეთ. დიდი სურათები უფრო კონტექსტუალურია. საიტზე უარყოფითად მოქმედებენ განსაკუთრებით მაშინ თუ მომხმარებლებსაც ნელი ინტერნეტი აქვთ.


კონტენტი მოსაბეზრებელია

კონტენტია ის, რაც უშუალოდ აინტერესებთ მომხმარებლებს და რითიც იძენენ თქვენგან ინფორმაციას. თუ ვებსაიტზე განთავსებულია მხოლოდ თვეების ან წლების წინანდელი მასალა, დროა ისინი მოაშოროთ. მოაშოროთშ კი ვგულისხმობთ იმას, რომ ახალი კონტენტი უნდა დადოთ. ძველმა კონტენტმა შეიძლება მომხმარებელს აფიქრებინოს, რომ თქვენი ორგანიზაცია არც თუ ისე რელევანტურია, ან ის, რომ კომპანია ძლივს ძლივობით ახერხებს ოპერირებას.

ძველ copyright თარიღსაც მსგავსი ეფექტი აქვს ვიზიტორებზე, ისე ჩანს თითქოს საიტი არ გაინტერესებთ. ყოველწელს განაახლეთ ეს ინფორმაცია, რომ მათ თქვენი აქტიურობა აჩვენოთ.

ასევე შეამოწმეთ ინფორმაცია რომელიც აღარაა ვალიდური. მაგალითად, პროდუქტები ან სერვისები რომლებსაც აღარ სთავაზობთ სხვებს, ფასები რომლებიც შეიცვალა, ან საკონტაქტო ინფორმაცია რომელიც არაზუსტია. ყველაფერი განაახლეთ. რატომ? იმიტომ, რომ ძველი ინფო მიანიშნებს იმაზე, რომ დიდი ტრაფიკი არ გაქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხშირი შეკითხვები გაღიზიანებას მაინც გამოიწვევდა და შეგაცვლევინებდათ მონაცემებს.



საიტი და კოდი


თანამედროვე სტანდარტები

ამ სფეროში ბევრი რამ სწრაფად იცვლება. უცებ რეაგირება ახალ ტრენდებზე, სტანდარტებზე ან პრინციპებზე შეიძლება ძალიან მომგებიანი აღმოჩნდეს თქვენი ორგანიზაციისთვის.

რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყო, თვალის ტესტი გარკვეულწილად ხელსაყრელია. თუ თქვენი ვებსაიტი უცნაურად ან არ მუშაობს ისე როგორც ელით, ესეც ნიშნად შეგიძლიათ ჩათვალოთ.

არ უნდა დაგვავიწყდეს ხელმისაწვდომობაც. ვებსაიტები, რომლებიც მიუწვდომელია ქმედუუნარო ინდივიდებისთვის არამარტო მოძველებული, არამედ არაკეთილსინდისიერობითაც გამოირჩევა. მიაქციეთ WCAG მითითებებს ყურადღება იმისათვის, რომ თქვენი ვებსაიტის მოხმარება რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეეძლოს.

და ბოლოს, SSL სერტიფიკაცი მნიშნელოვანია უსაფრთხოებისა და ნდობისთვის. მის გარეშე ბაუზერები არასანდოთ ჩაგთვლიან, რაც რა თქმა უნდა იმოქმედებს ვიზიტორების რაოდენობაზე.


დასკვნა

არ მისცეთ საიტს საშუალება დაძველდეს. თუ მსგავს ნიშნებს ამჩნევთ, ჯობს ახლავე მოიშოროთ და აირიდოთ ზედმეტი თავის ტკივილი. როგორც ავღნიშნეთ, ვებსაიტი ონლაინ სახეა, რომელიც ჯობს კარგადაც გამოიყურებოდეს და ანალოგიურადვე მუშაობდეს.

ბუნებრივია ესთეტიური მხარე ყველაფერი არაა, მაგრამ ძალიან ბევრისთვის ეს მაღალი დონის საიტის ცენტრალური კომპონენტია. ამიტომ, იმის გათვალისწინებით, თუ რა მიზნები გაქვთ შეიძლება ღირდეს მსგავსი პრობლემებისთვის თავის არიდება.

იკა

იკა