მინიმალიზმი ვებ-დიზაინში: რჩევები

მინიმალიზმი ვებ-დიზაინში: რჩევები
14 ივნისი 2023     1263

მინიმალიზმი ვებ-დიზაინში: რჩევები

მინიმალიზმი პოპულარული ვებ-დიზაინ ტრენდია, რომელიც ორიენტირებულია მარტივი, ელეგენტური და მომხმარებელზე-ცენტირებული საიტის შექმნაზე. მინიმალიზმი არ ითვალისწინებს უბრალოდ საიტის ელემენტების წაშლას მხოლოდ იმიტომ, რომ ნაკლები ელემენტი იმთავითვე უკეთესია. მიზანი უნდა იყოს იმ ფუნდამენტურ ელემენტებზე კონცენტრირება, რომლებიც მნიშვნელოვანია თქვენი აუდიტორიისთვის.

ამ ბლოგში, გაგიზიარებთ რჩევებს და პრაქტიკებს იმისათვის, რომ საიტი გახადოთ უფრო მინიმალისტური და გააუმჯობესოთ მისი ისეთი ასპექტები, როგორებიცაა ტექნიკური პარამეტრები, გამოყენებადობა, ესთეტიკა


ფერების სქემა

ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა მინიმალისტური ვიზუალის მისაღწევად არის თანმიმდევრული ფერის პალიტრის გამოყენება თქვენი ვებსაიტის ყოველ გვერდზე.

შეგიძლიათ Adobe Color, Coolors ან რაიმე მსგავსი ხელსაწყო გამოიყენოთ იმისათვის, რომ სხვადასხვა კრიტერიუმის საფუძველზე შექმნათ ვთქვათ კომპლემენტარული, ანალოგიური, ტრიადული ან მონოქრომატული ფერების კომპლექტები. ან თუნდაც სხვა საიტებს დაყერდნოთ ინსპირაციისთვის.


მინიმალისტური ბურთი


ზოგადად უკეთესია 3 ფერს არ გადააჭარბოთ პალიტრაში, ერთი გამოიყენოთ როგორც დომინანტური ფერი ფონისთვის და მთავარი ელემენტებისთვის, ერთი როგორც აქცენტი ჰაილაითებისა და CTA-ებისთვის და ერთი ნეიტრალური ფერი, სიტყვაზე ტექსტისა და მეორეხარისხოვანი ელემენტებისთვის. ასევე შეგიძლიათ ერთი ფერის სხვადასხვა ელფერები & ტონები გამოიყენოთ.


White Space

White space, ან negative space, ცარიელი სივრცეა თქვენს ვებსაიტზე არებულ ელემენტებს შორის. White space მაინცდამაინც თეთრი არ არის; შეიძლება ნებისმიერი ფერის იყოს თქვენი ფონის მიხედვით. მისი საშუალებით შეიძლება სუფთა, ტევადი და ბალანსირებული განლაგების შემუშავება, ზუსტად ამაში გამოიხატება მისი ღირებულებაც.

იმისათვის, რომ white space გამოიყენოთ სტრატეგიულად, გაითვალისწინეთ შემდეგი ასპექტები:

- განლაგება: აქ ვგულისხმობთ ელემენტების განაწილებას მარცხნივ, მარჯვნივ ან ცენტრში. ერიდეთ ზედმეტ სხვაობებს ამ ასპექტში რათა არეულობა და დაბნეულობა არ გამოიწვიოთ.
- კიდეები: კიდეები აღნიშნავენ სივრცეს გვერდების ბოლოებში. აქაც თანმიმდევრულობაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში ვებ-გვერდს უცნაური შეხედულება ექნება.
- Padding: Padding ეწოდება სივრცეს ელემენტის კიდესა და კონტენტს შორის. საკმარისი padding გამოიყენეთ, რომ ელემენტები კარგად გამოეყონ სხვა ელემენტებს და ზოგადად მიიქციონ ყურადღება.
- დაშორება: დაშორებაში ვგულისხმობთ ტექსტის ხაზებს შორის დაშორებას. Word-ში 1.5-ს ან 2-ს მიბაძეთ.
- დაშორება აბზაცებში: აქ ვერტიკალურ სივრცეს ვგულისხმობთ უშუალოდ აბზაცებს შორის. გამოიყენეთ საკმარისი, რათა წაკითხვა უფრო ადვილი იყოს და იერარქია კი გამოკვეთილი.


დეკორაცია



ტიპოგრაფია

ტიპოგრაფია ტიპის განაწილების ხელოვნება და ტექნიკაა. ტიპოგრაფიის საშუალების შეგიძლიათ მესიჯის, ტონის და პერსონალიზირებული კომპონენტების კომუნიკაციის მანიპულირება.

მარტივი და ელეგანტური ტიპოგრაფიისთვის, შემდეგი ასპექტები გაითვალისწინეთ:

- ფონტი: ამოირჩიეთ ფონტი, რომელიც უკეთ ეწყობა ბრენდის იდენტობას, მესიჯს და აუდიტორიას. ერიდეთ ზედმეტი ფონტების გამოყენებას, რადგან არათანმიმდევრულია და რადგან ზედმეტ ყურადღებას იქცევს. ზოგადად, ერთი ფონტია უმჯობესი ჰედერებისთვის და ერთიც body-სთვის. ასევე შეგიძლიათ ერთი და იმავე ფონტის გვარის სხვადასხვა წონები, სტილები და ზომები აარჩიოთ კონტრასტისა და იერარქიულობისთვის.
- ფონტის ზომა: ფონტის ზომა კარგად უნდა ერგებოდეს სხვადასხვა მოწყობილობებსა თუ ეკრანის ზომებს. წესით 16px body-სთვის, დაახლოებით 24px ჰედერებისთვის დესკტოპზე.
- ფონტის ფერი: ამოირჩიეთ ფონტის ფერი, რომელიც ძლიერ კონტრასტს იძლევა ფონთან მიმართებაში. მარტივი გზა ამის გასაკეთებლად არის მუქი ფერების გამოყენება ღია ფონზე, ან პირიქით. თუმცა, თითქმის ყოველთვის პირველი ჯობს მეორეს.


მინიმალისტური კუბი


გრაფიკები & სურათები

როგორც ვიზუალურ ელემენტებს, გრაფიკებს და სურათებს ბუნებრივია შეუძლიათ თქვენი ვებსაიტის ესთეტიური მხარის გაუმჯობესება, მომხმარებლების ამ კუთხით მიზიდვა და სათქმელის უკეთ გამოკვეთა. თუმცა ზედმეტი მსგავსი ელემენტის გამოყენება უწესრიგობას, დაბნეულობას და გვერდის ჩატვირთვის სისწრაფის შენელებას იწვევს.

იმისათვის, რომ მინიმალური გრაფიკები და სურათები გამოიყენოთ, კონცენტრირდით შემდეგ ასპექტებზე:

- რელევანტურობა: გამოიყენეთ გრაფიკები და სურათები, რომლებიც ამტკიცებენ თქვენს კონტენტს, მესიჯს ან მიზანს. ერიდეთ უადგილოობას, ზედმეტ სიხშირეს ან დეკორატიულობას.
- ხარისხი: გამოიყენეთ მკაფიო, პროფესიონალური და მკვეთრად გამოხატული ელემენტები. ერიდეთ ბუნდოვან, პიქსელიზირებულ ან დაბალი ხარისხის სურათებს.
- ოპტიმიზაცია: გამოიყენეთ ისეთი გრაფიკები და სურათები, რომლებიც კომპრესირებულია, ზომამიცემული და სწორად ფორმატირებულია.

იკა

იკა