NFT Gas გადასახადი

NFT Gas გადასახადი
22 მარტი 2024     327

NFT Gas გადასახადი

NFT-ები იყენებენ ბლოქჩეინის ტექნოლოგიას იმისათვის, რომ მოახერხონ საკუთრების იდენტიფიკაცია და მისი ტრანსფერი. თუმცა, ბლოქჩეინის გამოყენება, როგორც წესი, ითვალისწინებს ე.წ. gas გადასახადს. ეს გადადახადები ერთგვარი კომპენსაციაა ქსელზე არსებული ვალიდატორებისთვის (ან მაინერებისთვის), რადგან გამოყენებულია რესურსები იმისათვის, რომ NFT ტრანზაქციები დამუშავდეს და მათი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს.

ანალოგია: წარმოიდგინეთ, რომ ნახატს ყიდულობთ პირადი კოლექციისთვის. ამ შემთხვევაში, გადაიხდით არა მხოლოდ უშუალოდ ნახატის საფასურს, არამედ გარკვეულ გადასახადებსაც შიპინგისთვის და პროდუქტის უსაფრთხოებისთვის. NFT gas გადასახადებიც მსგავს როლს ასრულებენ - ისინი წარმოადგენენ ბლოქჩეინზე აქტივობის საფასურს, იქნება ეს NFT-ების ყიდვა, გაყიდვა, თუ შექმნა.

სხვადასხვა პლატფორმებს სხვადასხვა ტიპის გამოთვლის მეთოდები აქვთ gas გადასახადებისთვის. ზოგი ცნობილია იმით, რომ დაბალ გადასახადს ითხოვს. დამატებით, ორი ტიპის გადასახადი არსებობს: ერთჯერადი და განმეორებითი. პირველი ითვალისწინებს სპეციფიურ ქმედებებს, რომლებსაც პირველად ჩადიხართ, მაგალითად რომელიმე კონკრეტული NFT-ს გასაყიდად დადებას. უკანასკნელი კი ეხება ისეთ ზოგად აქტივობებს, როგორებიცაა ყიდვა, გაყიდვა ან NFT-ების ტრანსფერი. ამ გადასახადებს წააწყდებით, როდესაც სხვადასხვა ძირითად ფუნქციებს გამოიყენებთ შესაბამის პლატფორმებზე.

კრიპტო ფოტო

რატომ არსებობს მსგავსი გადასახადი?

ეს გადასახადები ერთგვარი ინცენტივები, მოტივაციებია ბლოქჩეინის ქსელზე არსებული ვალიდატორებისთვის. ისინი იყენებენ სხვადასხვა რესურსებს რათა დაადასტურონ ტრანზაქციები და უზრუნველყონ სისტემის უპრობლემო ფუნქციონირება. ვალიდატორები ეხმარებიან ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესს ყოველი NFT ტრანზაქციის ლეგიტიმურობის გადამოწმებით. Gas გადასახადების გარეშე, ერთი შეხედვით, ნაკლები მოტივაცია იარსებებდა ქსელის უსაფრთხოების და ეფექტურობის შესანარჩუნებლად.


რა მოქმედებს NFT gas გადასახადებზე?

ეს გადასახადები ფიქსირებული არაა. მათი მერყეობა ტიპურად მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული:

ქსელის ტრეფიკი: რაც უფრო დაკავებულია ბლოქჩეინი, ხშირად მით უფრო მაღალია გადასახადიც. როდესაც NFT აქტივობები მატულობს ბლოქჩეინზე, ელოდეთ გაზრდილ გადასახადებს. როდესაც იზრდება მომხმარებლების რაოდენობა, რომლებიც ბლოკზე ერთსა და იმავე სივრცის გამოყენებას ცდილობენ, გადასახადებიც წესით მატულობს.

კრიპტო აპი

ტრანზაქციის სირთულე: კომპლექსური NFT-ების მინთინგი, რომლებსაც უფრო დიდი ფაილის ზომა აქვთ, მაგ., მაღალი ხარისხის 3D ნახატებს ან ანიმაციებს, შესაძლოა გაზრდილი გადასახადები მოყვებოდეს, მარტივ, სტატიკურ სურათებთან შედარებით.

Gas ფასი: აქ ვგულისხმობთ თანხის იმ ოდენობას, რომლიც მზად ხართ, რომ გადაიხადოთ gas-ის თითოეული ერთეულისთვის თქვენი ტრანზაქციის დამუშავების დროს. თუ გსურთ, რომ თქვენი ტრანზაქცია პრიორეტიზირებული იყოს, შეგიძლიათ უფრო მეტი გადაიხადოთ. დაახლოებით, როგორც დამატებითი ქეშის გადახდა, რათა რიგს გადაახტეთ. რაც მეტია თანხა, ჩვეულებრივ მით უფრო სწრაფად გადამუშავდება თქვენი ტრანზაქცია ვალიდატორების მიერ.


NFT Gas სტრატეგიები

NFT gas გადასახადები შესაძლოა პრობლემური აღმოჩნდეს თქვენთვის, თუმცა მათი ნავიგაციის გამარტივება შესაძლებელია დამატებითი სიფრთხილით და წინდახედულობით. გაითვალისწინეთ შემდეგი სტრატეგიები:

Gas ფასებისთვის თვალის დევნება: შეგიძლიათ სხვადასხვა ონლაინ ხელსაწყოების და NFT marketplace-ების გამოყენება, რათა თვალი ადევნოთ gas ფასებს. რაც ბუნებრივია დაგეხმარებათ უკეთესად განსაზღვროთ რელატიურად სწორი დროა თუ არა რაიმეს საყიდლად, გასაყიდად, ა.შ.

კრიპტო დეკორაცია

ტრანზაქციის დროის ზუსტად არჩევა: ქსელის აქტივობა კლებულობს პიკის საათების მიღმა. შეგიძლიათ საათების ზონები შეამოწმოთ, განსაზღვროთ იმ მომხმარებლების ზოგადი გეოგრაფიული მონაცემები (საათის ზონები), რომლებიც იმავე ბლოქებზე ცდილობენ ტრანზაქციების დამუშავებას, და აარჩიოთ ისეთი დრო, როდესაც ნაკლები კონკურენტი გეყოლებათ.

სწორი ბლოქჩეინების არჩევა: სიტყვაზე, Ethereum საკმაოდ პოპულარულია, როცა საქმე NFT-ებს ეხება, თუმცა gas გადასახადებიც არაა დაბალი. შეგიძლიათ ალტერნატიული პლატფორმები გამოიყენოთ, როგორებიცაა Polygon ან Solana, თუ ისინი ერგებიან თქვენთვის სასურველ NFT-ებს.

ჯგუფური ტრანზაქციები: ზოგი NFT მარკეტი გაძლევთ ჯგუფური ტრანზაქციების განხორციელების საშუალებას, სადაც შეგიძლიათ მრავალი ქმედება გააერთიანოთ ერთ უფრო მასშტაბურ ტრანზაქციაში. ხშირად ეს უფრო იაფს ხდის ცალკეული ტრანზაქციების gas გადასახადს.

Layer-2 Scaling: ორშრიანი scaling ეწოდება პროტოკოლებს, რომლებიც დაშენებულია უკვე არსებულ ბლოქჩეინებზე იმისათვის, რომ უფრო სწრაფი და იაფი გახადონ ტრანზაქციები. ორშრიანზე საკუთრების გადატანა კიდევ ერთი გზაა ზედმეტი gas გადასახადებისთვის თავის ასარიდებლად.

NFT მინთინგ აუქციონები: ზოგი პლატფორმა იყენებს აუქციონების სისტემებს სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ სასურველი gas გადასახადის შეთავაზება NFT მინთინგისთვის. რაც სარისკოა, თუმცა პოტენციურად შესაძლოა უფრო იაფი დაჯდეს.

იკა

იკა