Alexa myGO

სიახლეები

ქეისი: Facebook & ეთიკური პრინციპები
22 ნოემბერი 2021     112

ქეისი: Facebook & ეთიკური პრინციპები

მეცნიერების სახელით?

მიმი ლონდერის (Launder) მიხედვით, არსებობს საშუალებები, რომლებსაც დიზაინერები იყენებენ რომ იმოქმედონ ადამიანების ისეთი მახასიათებლებზე, რომელიც მიმართულ ცნობიერებას ცდება. ამ მხრივ შესაძლოა გამოყენების სხვადასხვა ხელსაწყოები ვიპოვოთ ისე რომ თავი ავარიდოთ არაეთიკურ მიმართებას ჩვენ მომხმარებლებთან.

მსგავს პატერნებს (არაეთიკურს) "ბნელი პატერნები" ქვია და მათ გამოყენებას დიზაინერები ცდილობენ ისე რომ მომხმარებლებმა მათ შესახებ ვერაფერი გაიგონ; ან თუნდაც ინფორმაციის მინსრეპრეზენტაცია იყოს ადვილი იმისთვის რომ იურიდიულ პრობლემებს აარიდონ თავი.



ზოგი დიზაინერი ამ მხრივ სხვადასხვა ტიპის ექსპერიმენტებს ატარებს, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს ისეთ რამეებს როგორებიცაა: დამალული checkbox-ები, დადგენილების და პირობების დამაბნეველი ან ზედმეტად აბსტრაქტული გამოყენება დ ა.შ.

აუცილებელია იმის გათავისება რომ მსგავსი ექსპერიმენტები ყველგან გვხდება. იმდენად ხშირად რომ თუ გინდათ მათი შემთხვევითი მონაწილე არასდროს გახდეთ ჯობს საერთოდ უარი თქვათ ინტერნეტზე.

რაც უფრო გადადის ინტერაქციის სახეები სოციალურ ქსელებში მით უფრო ადვილი ხდება სხვადასხვა კომპანიებისთვის ისეთი არაეთიკური პრინციპების დანერგვა, რომელთა შემჩნევაც უფრო ადვილი იქნებოდა პირისპირ. დამატებით, ინტერნეტს მოყვება საკუთარი თავისებურებები, რომელთა კვლავწარმოება შეუძლებელია მის გარეთ. ეს ყველაფერი მეტ-წილად გამოწვეულია იმით რომ კომპანიებს უბრალოდ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია ეთიკაზე/მორალზე.


Facebook-ის ექსპერიმენტები

როდესაც Facebook-ის ყოფილმა მონაცემთა მეცნიერმა (Data scientist) და software ინჟინერმა, ენდრიუ ლედვინამ, განუცხადა უოლ-სტრიტის ჟურნალის კორესპონდენტს, რომ იმ დროს Faceboook-ში არანაირი შემოწმების საბჭო თუ სისტემა არ არსებობდა, ის ალბათ არ ელოდა რომ ჟურნალი, მისი 45 წუთიანი ინტერვიუდან, სწორედ ამაზე გააკეთებდა აქცენტს.

ენდრიუმ სცადა სიტუაციის გამოსწორება სატირიკული სტატიით სახელად "10 მიზეზი თუ რატომაა Facebook-ი ეშმაკის", რომელსაც აბსოლუტურად საწინააღმდეგო რეაქცია მოყვა. მკითხველებმა (სწორად) ჩათვლეს რომ ის არასერიოზულად უდგებოდა საკმაოდ სერიოზულ საკითხს. ენდრიუმ კი განაცხადა რომ მას უბრალოდ არ ესმის რაშია საქმე; ყოველი Facebook-ის მომხმარებელი ამა თუ იმ ექსპერიმენტის მონაწილე ყოფილა მისი თქმით. ეს როგორც მარკეტინგიში, ისევე დიზაინში და მათი გვერდების სტრუქტურებში გამოიყენებოდა (ალგორითმების საშუალებით).



ენდრიუ იძახის რომ Facebook-ის მონაცემთა მეცნიერთათვის ძალიან მნიშნელოვანი ყოველი მომხმარებლის გამოცდილება რაც მისი აზრით ითვალისწინებს რამდენიმე მათგანისთვის უარესი პირობების შეთავაზებას იმისათვის რომ მილიარდზე მეტს უკეთესი სიტუაცია შეექმნეს.

იმავე კვირას, სოციალური მედიის გიგანტის კიდევ ერთი მანიპულაციური ექსპერიმენტი გამომღავნდა. ერთი კვირის განვმალობაში ნახევარი მილიონის სიახლეების გვერდი განაწილებული იყო სევდიან ან სასიხარულო ამბებად. ექსპერიმენტში მონაწილე მომხმარებლები ამ სიტუაციას ირეკლავდნენ საკუთარ სტატუსებში.

მიუხედავად იმისა რომ ეს მომხმარებელთა მხოლოდ 0.07% იყო ექსპერიმენტის რეზულტატებმა უარყოფითად იმოქმედეს ზოგადად ხალხის წამოდგენაზე კომპანიასთან მიმართებაში; რაც გამოიხატება იმაში ეჭვის შეტანაში რომ სოციალური მედიის აპლიკაციას მართლა აინტერესებს მისი მომხმარებლების ინტერესები

Facebook-ს აშკარად არ უნდოდა რომ ვინმეს ამის შესახებ გაეგო. თუმცა დამალული პრაქტიკა არ ხდის მას ეთიკურს.


საშიშროებები

აქ პრობლემა უმნიშნელო ცვლილებები არაა დიზაინში ან ალგორითმში. აქ საკითხი იმ ძალაუფლებაზეა, რომელიც რეალურად კვლევის ობიექტია.

Facebook-ს მსგავსი ექსპერიმენტებით უნდოდა გაეზომა იმ გავლენის ჩარჩოები, რომელშიც ის სვავს საკუთარ მომხმარებლებს. თუ ეს პროცესი დამალულია შეუძლებელი ხდება ნებართვის მიცემა იმ პირობებზე, რომელსაც ეს კვლევა ითვალისწინებს. ზოგადად კი მსგავს პროფესიულ სიტუაციებში აუცილებელია სუბიექტების ინფორმირება იმის შესახებ თუ რა ელემენტებთან მოუწევთ ინტერაქცია.



Facebook-მა არ იცის რომ მის მსგავს ექსპერიმენტებს უმნიშნელო გავლენა ექნებათ მომხმარებლებზე. ზოგადად აშკარაა რომ კომპანიას არ დაუკმაყოფილებია აკადემიური სტანდარტები, რომლებიც დაკავშირებულია ამგვარ პრაქტიკასთან.

ამგვარი ექსპერიმენტები საჭიროც არაა. Facebook-იც მიხვდა რომ არ უღირდა ნახსენებ რისკზე წასვლა და დაიწყო ისეთი ცვლილებების დანერგვა როგორებიცაა ემოციებზე დაფუძნებული სმაილები.


პირადი ცხოვრება და მანიპულაცია

მსგავსი შემთხვევები მხოლოდ დიზაინერული ცვლილებებით არ შემოიფარგლება. მაგალითად, კომპანია OkCupid (Tinder-ის მსგავსი აპლიკაცია, რომელიც აწყვილებს ადამიანებს) ატყუებდა საკუთარ მომხმარებლებს ურთიერთშესაბამისობაზე. ისეთ წყვილებს, რომლებიც აშკარად არ ესადაგებოდნენ ერთმანეთს ეუბნებოდნენ რომ "შესანიშნავად ეწყობოდნენ."

როგორც Facebook-ს OkCupid-საც არასერიოზული პასუხი ჰქონდა და ამაყად განაცხადა რომ ისინი "ადამიანებზე ატარებდნენ ექსპერიმენტებს"; რამაც Washington Post-ის გამოხმაურება გამოიწვია.

მიუხედავად იმისა რომ Facebook-ი მიზანმიმართულად აწვდიდა მის მომხმარებელს სევდიან ინფორმაციას, ადამიანების ურთიერთობების პირდაპირ, აქტიურად გაუარესება მას არ უცდია (ამ კონკრეტულ შემთხვევაში).


როგორ მოვაგვაროთ მსგავსი პრობლემები დიზაინერებმა?

არაა გასაკვირი, რომ ამ საკითხზე ხალხის მოსაზრება იყოფა. შედარებით პრიმიტიული ეთიკური პოზიციაა გარკვეული "ბოროტი" საქციელების ჩადენა იმისთვის რომ უმრავლესობას გავუუმჯობესოთ სიტუაცია.

ჩვენთვის სასიხარულოდ ამ პოზიციაზე ბევრად საინტერესო და მყარი პოზიცია 24 საუკუნის წინ უკვე იყო გამოკვეთილი. რომლის აქ გარჩევაც ზედმეტად ბევრ დროს წაგვართმევს. თუმცა მისი პრინციპებიდან გამომდინარე ჯობს საერთოდ ამოვიღოთ ექსპერიმენტირები თუ მომხმარებლებს ზუსტად არ ავუღწერთ იმ სიტუაციას, რომელშიც ისინი მოხვდებიან.



ზოგადად მეტ მომხმარებელს ყოველთვის მოყვება მეტი პასუხისმგებლობა, რომელთან გამკლავებაც ტექ-გიგანტებს, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, არ შესძლებიათ.

ხალხის ზიანით მათი სიტუაციის გაუმჯობესება ერთობლივ ურთიერთ-საწინააღმდეგო კონცეფციებს მოიცავს. მიზანი და საშუალებები ერთმანეთთან დაკავშირებულია და არაა დაყოფილი ისე რომ გამართლებული იყოს ბოროტება "სიკეთის" იდეით.

სამწუხაროდ, სიმართლის, პრინციპების და ღირებულებების გვერდზე გადადება ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრების ელემენტარული ნაწილია; დღეს ისევე როგორც 24 საუკუნის წინ.

პასუხისმგებლობა კი თქვენზეა - როგორც დიზაინერზე - რომ არ მიიღოთ უნებისყოფო გადაწყვეტილებები.

იკა

იკა