მოძველებული ელემენტები კონტენტსა და დიზაინში

მოძველებული ელემენტები კონტენტსა და დიზაინში
18 ივლისი 2023     937

მოძველებული ელემენტები კონტენტსა და დიზაინში

როდესაც საქმე ვებ-დიზაინს ეხება, ყველას კარგად ესმის, რომ ზოგი ელემენტი მალე ძველდება ან ზედმეტად ნაცნობი ხდება. ეს მომაბეზრებელი ტრენდები ან დაუსრულებლად განმეორებადი კლიშეები მარტივად იმკვიდრებენ თავს ციფრულ სამყაროში და უფრო რთულს ხდის ვებსაიტებისთვის უნიკალურობის შენარჩუნებას. ამისა მიუხედავად, ბევრი ვებ-დიზაინერი მაინც ეყრდნობა ამგვარ ელემენტებს. ამ ბლოგში გავარჩევთ 4 მათგანს, რომლებსაც უნდა ერიდოთ ან იშვიათად გამოიყენოთ.


Pop-up-ები

Pop-up-ები ძალიან ბევრ მომხმარებელს აღიზიანებს, რადგან ისინი პირდაპირ აიძულებენ მათ, რომ რაიმე გადაწყვეტილება მიიღონ და მხოლოდ ამის შემდეგ, აქვთ საშუალება, რომ გააგრძელონ საიტის ნავიგაცია. თან ხშირად საიტის სისწრაფესაც ანელებენ და სხვა მსგავს მახასიათებლებზეც მოქმედებენ.

უფრო მეტიც, ბევრი მათ უყურებს როგორც სპამს და ასეთ გადაწყვეტილებებს არაპროფესიონალურად მიიჩნევენ, რადგან ისე ჩანს თითქოს კომპანიას ძალიან უნდა ყურადღების მიპყრობა ან მომხმარებლებისგან ფულის გამოძალვა. ამიტომაც, თუ აუდიტორიისთვის რაიმე მნიშვნელოვან პლიუსს არ წამოადგენენ გარკვეულ კონტექსტში, ერიდეთ მათ. თუ მაინც გამოიყენებთ, გადაამოწმეთ, რომ მათი ჩაკეცვა ან საერთოდ გათიშვა მარტივია და რომ, ისინი მთელ გვერდს არ ფარავენ.

რომც თქვენი pop-up-ები გარკვეული სარგებელი მოჰქონდეთ, ჯობს სხვა ელემენტებს შეასრულებინოთ მათი ფუნქცია. რეპუტაცია უბრალოდ ძალიან აქვთ გაფუჭებული.


წერის ამსახველი ფოტო


სკეუომორფული დიზაინი

სკეუომორფული დიზაინი ისეთი ტიპის დიზაინია, რომელიც ცდილობს რეალურ ობიექტებს ვიზუალურად დაამსგავსოს სხვადასხვა ელემენტები, მაგალითად ღილაკები, გადამრთველები, სახელურები, წიგნები. საკმაოდ პოპულარული ტრენდი იყო ვებ-დიზაინი როცა პოპულარული ხდებოდა, თუმცა დღესდღეობით მეტად მოძველებულად და კლიშედ ითვლება. ამისდა მიუხედავად, ზოგი დიზაინერი მაინც იყენებს ამ სტილს საკუთარ რეპერტუარში.

პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ სკეუომორფული დიზაინი
ხშირად ვებსაიტს ხდის ქაოტურს და ამძიმებს მის ესთეტიურ მხარეს, რადგან ზედმეტ დეტალებს და ტექსტურებს ითვალისწინებს - რომლებიც UX არ აუმჯობესებენ. მეტიც, სკეუომორფული დიზაინი
ხშირად არათანმიმდევრული და დამაბნეველია სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებზე და პლატფორმებზე. ხშირად კი უბრალოდ უცნაურად გამოიყურება - განსაკუთრებით მობილურ მოწყობილობებზე.

ამიტომაც, ერიდეთ სკეუომორფული დიზაინს და ნუ გამოიყენებთ ამ სტილს, თუ რაიმე კონკრეტული მიზნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არაა იგი. თუ მაინც მასზე შეაჩერებთ არჩევანს, გაითვალისწინეთ ის მინუსები, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ და შეეცადეთ ისინი მეტწილად გაანეიტრალოთ.


ოფისის სურათი


Auto-play

აქ ვგულისხმობთ ვიდეოებს და აუდიო ჩანაწერებს, რომლებიც გვერდის გახსნისას ავტომატურადვე ირთვება. ისინი ყურადღებას უფანტავენ მომხმარებლებს, იწვევენ რა ზედმეტ ხმაურს და მოძრაობას ვებ-გვერდზე. უბრალოდ ზედმეტი რისკია. თუ მოუნდებათ ფაილის ჩართვა, ჩართავენ კიდეც.

თან ეს bandwidth-ზეც და მსგავს ფაქტორებზეც მოქმედებს, რომლებიც ჩატვირთვის სისწრაფეზე და საიტის სხვა ფუნქციურ ნაწილებზე მოქმედებენ. თან მომხმარებლები ძირითადად პირდაპირ გამორთვაზე გადადიან რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ნავიგაციური ჯაჭვი წყდება, ან ისინი ცოტა ხნით მაინც ყოვნდებიან.

ამიტომაც, ჯობს ერიდოთ მათ იმ შემთხვევბშიც კი, თუ თვლით, რომ ვიდეო/აუდიო ძალიან მნიშვნელოვანია. უბრალოდ დაურთეთ მითითებები ფაილებს და უბიძგეთ მომხმარებლებს ისინი ჩართონ. არაა საჭირო მათი იძულება ან იმის წინასწარ ჭვრეტა, რომ ისინი მას მაინც ჩართავდნენ.


ლეპტოპის და საიტის სურათი


წერის სტილი, რომელიც რეკლამას გავს

აქ ვგულისხმობთ ისეთ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა ასპექტების გაზვიადებას, ჰიპერბოლების ხშირ გამოყენებას, ა.შ. მაგ: "საუკეთესო," "ყველაზე," "გარანტირებული," "სასწაული," ა.შ. არც არაფერს ახალს ეუბნება მკითხველს და თან სასოწარკვეთილად ჟღერს. მითუმეტეს, რომ არაგულწრფელი ჩანს ნათქვამი და რომც გულწრფელი იყოს, ამპარტავნულად ჟღერს.

თუ ოდნავ მაინც დარჩა მკითხველს ასეთი შთაბეჭდილება თქვენზე, თქვენ რეპუტაციაზე ეს დიდი ალბათობით იმოქმედებს. ამიტომ მეტად განსაზღვრეთ სათქმელი, მოაშორეთ აღმატებითი ხარისხის ტერმინები და როდესაც ღირებულებით შეფასებებს იყენებთ, იყავით მეტად ექსპლიციტურები.


დასკვნა

ვებ-დიზაინი რისკების და ჯილდოების სფეროა, სადაც მუდმივად საჭიროა სხვადასხვა ტიპის ახალ-ახალი ინფორმაციის მიღება და განვითარება. თუმცა, ბევრი დიზაინერი მაინც ეყრდნობა მოძველებულ ელემენტებს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ UX-ზე და ბრენდის რეპუტაციაზე.

ამ ბლოგში, ჩვენ განვიხილეთ ოთხი მათგანი, რომელსაც ჯობს ერიდოთ: pop-up-ები, სკეუომორფული დიზაინი, ვიდეოები ან აუდიო ჩანაწერები auto-play-თი და რეკლამის ტიპის წერის მანერა. ბევრად მეტია რასაკვირველია განსახილველი, თუმცა ამ ოთხისთვის არიდება წინგადადგმული ნაბიჯია.

იკა

იკა