შეცდომები ბლოგინგში III

შეცდომები ბლოგინგში III
12 დეკემბერი 2023     709

შეცდომები ბლოგინგში III

ბლოგინგი დამკვიდრებულია როგორც კომუნიკაციის, ურთიერთკავშირის და ცოდნის გაზიარების გამოსადეგი პლატფორმა ინდივიდებისა და ბიზნესებისთვის. თუმცა, გამოცდილი ბლოგერებიც ხშირად უშვებენ მარტივ შეცდომებს. ამ სტატიაში გაგიზიარებთ ხუთ ასეთი ტიპის შეცდომას და მოგცემთ რჩევებს მათთვის თავის არიდებაზე. შეგიძლიათ ჩვენი წინა პოსტები აქ იხილოთ (1, 2).


1. თვით-რეკლამირება

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც ბლოგერები უშვებენ, ზედმეტი კონცენტრაციაა თვით-რეკლამირებაზე. ბუნებრივია გასაგებია, რომ დამატებითი მკითხველების მიზიდვა გსურთ, რეპუტაციის დამკვიდრება ან პროდუქტების/სერვისების გაყიდვა. თუმცა, როდესაც რეკლამირება ფარავს კონტენტს, აქ მნიშნელოვანი პრობლემები იქმნება მომხმარებლების შენარჩუნებასთან დაკავშირებით. შესაძლოა რეპუტაცია მათ თვალში საერთოდ გაგიფუჭდეთ.

თუ ვინმე თქვენს ვებსაიტზე შემოდის, ე.ი., რაღაც დონეზე რეკლამებმა გაამართლეს დიდი ალბათობით. შესაბამისად, ეს არაა არც დრო და ადგილი იმისათვის, რომ დამატებითი რეკლამები მოახვიოთ აუდიტორიას თავზე. ამ ეტაპზე რაიმე ღირებული უნდა შეთავაზოთ მკითხველებს.

მერხი

2. პროდუქტები & ინტერესები

შესაძლოა ძალიანაც გსურდეთ ბლოგის პროდუქტების ან სერვისების რეკლამად გამოსაყენებლად, თუმცა შეცდომაა პრიორიტეტების ასე დასახვა. იერარქიულად ყველაზე მნიშნელოვანი აუდიტორიის პრობლემების მოგვარება და მათ ინტერესებზე ზრუნვაა. ბლოგიც შესაბამის ფუნქციებს უნდა ასრულებდეს.

თუ რაიმეს არელამებთ, მაშინ გარკვეული წარმოდგენა მაინც უნდა გქონდეთ თქვენს აუდიტორიაზე. თქვენი კონტენტი უნდა იყოს რელევანტური პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული. როდესაც მკითხველები ხედავენ, რომ თქვენ მართლა გაინტერესებთ მათი დახმარება, თქვენ რეკომენდაციებსაც მეტ ყურადღებას მიაქცევენ და უფრო დიდი შანსია დრო თქვენს პროდუქტებსა თუ სერვისებსაც დაუთმონ. ამიტომ, ნამდვილი ღირებულების შეთავაზება თვითონვეა გარკვეულწილად რეკლამა.


3. დალინკვა

ბლოგები მარტივად ივსება ინფორმაციით, თქვენი სხვა პოსტების ან ექსტერნალური ბლოგების არ დალინკვამ კი შესაძლოა UX დააზიანოს, ან უფრო კონკრეტულად ნავიგაცია. ლინკები გამოსადეგი ხელსაწყოებია უფრო მარტივად და ეფექტურად ნავიგაციისთვის, იმ თემების ამორჩევისთვის, რომლებიც თქვენი აუდიტორიის წარმომადგენლებს მეტად აინტერესებთ.

ლეპტოპი

შეეცადეთ ყოველთვის დაურთოთ რელევანტური ინტერნალური და ექსტერნალური ლინკები თქვენს ბლოგ პოსტებში. ეს ეხმარება მოხმარებლებს უკეთ ნავიგაციაში და თქვენ კონტენტსაც მეტად საინტერესოდ წარმოაჩენს. მარტივი, მაგრამ გამოსადეგი, ხელსაწყოა უფრო ინფორმატიული და მომხმარებლებზე-მორგეული ბლოგებისთვის.


4. სისტემატიზაცია

მრავალფეროვანი კონტენტი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ თქვენი ბლოგი მოსაბეზრებელი არ გახდეს და შესაბამისად, რომ არ დაკარგოთ აუდიტორიის გარკვეული წარმომადგნლები. თუმცა, ზედმეტად ბევრ თემაზე წერამ, შესაძლოა დააბნიოს მკითხველები და თქვენი ხილული ავტორიტეტი შეასუსტოს რომელიმე კონკრეტულ არეალში. თან, თუ რაიმეს ისეთს დაწერთ რაც ძალიან აინტერესებს თქვენი აუდიტორიის ბევრ სეგმენტს, რატომ უნდა გაუშვათ ამგვარი შანსი ხელიდან?

თემიდან თემაზე გადახტომას, ჯობს გარკვეული სერიები შექმნათ, რომელბიც გააერთიანებს პოსტებს საკითხის შინაარსის მიხედვით. რაც დაგეხმარებათ არამარტო მკითხველების შენარჩუნებაში, არამედ ექსპერტიზის გაღრმავებაშიც. შეგიძლიათ უფრო კონკრეტული საკითხები ცვალოთ, თუმცა ზოგადი, საერთო ქოლგის ქვეშ. ამით დამატებით საშუალებასაც მისცემთ მკითხველებს უფრო ჩაუღრმავდნენ გარკვეულ საკითხებს.

დეკორაცია

5. კომპლექსურობა

ყოველი აუდიტორია განსხვავებულია, შესაბამისად ვარირებს მათი ცოდნაც სხვადასხვა თემებზე, რომლებზეც წერთ. ხშირი შეცდომაა წინასწარ იმის დაშვება, რომ მათ საერთო ცოდნის დონე აერთიანებთ. ბევრი ავტორი უბრალოდ კომფორტის ზონიდან ცდილობს წერას და ამიტომაც ხელიდან უშვებს სხვადასხვა საშუალებებს, რომლებითაც ორგანიზაცია შეიძლება უფრო ეფექტურად აწვდიდეს მომხმარებლებს ინფორმაციას.

ეცადეთ ბლოგების კომპლექსურობა მოარგოთ მოსალოდნელ ცოდნის დონეს. იმ თემებზე, რომლებიც უცხოა მკითხველთათვის, დაიწყეთ მარტივი დონით და ნელ-ნელა ჩაუღრმავდით საკითხს.

იკა

იკა