5 მარტივი რჩევა ქოფირაითინგზე

5 მარტივი რჩევა ქოფირაითინგზე
28 თებერვალი 2024     347

5 მარტივი რჩევა ქოფირაითინგზე

მომხმარებლებს უფრო და უფრო უჭირთ რაიმეზე დიდი ხნით კონცენტრირება. ზღვა მსგავსი ინფორმაციის არსებობის ფონზე, თქვენი ქოფი რამენაირად პოზიტიურად უნდა გამოირჩეოდეს დანარჩენებისგან ისე, რომ მომხმარებლებს ჰქონდეთ სურვილი მისი წაკითხვის და ზოგადად დაინტერესდნენ. საკმაოდ რთულია ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილება. ამიტომაც, არაა გასაკვირი, რომ რჩევების შეთავაზებაც რთულია. თუმცა, მაინც შეგიძლიათ რამდენიმე მარტივი ნაბიჯი გადადგათ. უშუალოდ შეცდომები წინა ბლოგებში გავარჩიეთ (1, 2). 


1. მთავარი უპირატესობა

თქვენი USP (მთავარი უპირატესობა გაყიდვებთან მიმართებაში) წინა პლანზე უნდა იყოს წამოწეული. ეცადეთ, რომ მომხმარებლებს გააგებინოთ მისი მნიშვნელობა. პირველივე წინადადებიდან, გამოყავით ეს უპირატესობა და თქვენი ქოფის სხვადასხვა ეტაპებზე ხაზი გაუსვით მის სხვადასხვა პლიუსებს. შესაძლოა ეს იყოს რაიმე ტიპის ინდუსტრიული ინოვაცია, მყიდველებთან მუშაობის მაღალი ხარისხის პრაქტიკები ან სხვა მსგავი რამე.

ვებსაიტის ქოფიდან დაწყებული, სოც-მედიის პოსტების და იმეილ მარკეტინგის ჩათვლით, არაა ურიგო USP-ს კვალი ყველგან დატოვოთ და შეახსენოთ მომხმარებლებს რატომ ღირს თქვენი არჩევა. ბუნებრივია მათ არ უნდა უთხრათ, რომ საუკეთესო ხართ ან რაიმე მსგავსი, უბრალოდ უნდა აჩვენოთ ის პრაქტიკული უპირატესობები, რომლებიც თქვენგან პროდუქტებისა თუ სერვისების ყიდვას მოყვება.

ლეპტოპის ფოტო

2. ერიდეთ ბუნდოვნებას

გამჭვირვალობა საკმაოდ მნიშვნელოვანია: საკუთარი აზრის ნათლად გადმოცემა ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს ქოფის წერისას. ერიდეთ ყველანაირ ორაზროვან ფრაზებს, ჩახუჭუჭებულ ენას და ისეთ ლექსიკას, რომელიც აფიქრებინებს მკითხველს, რომ კორპორატიულ შეხვედრაზე არიან. პირდაპირ დაწერეთ რას სთავაზობთ მათ, ჟარგონისა და გაწელილი წინადადებების გარეშე.

იქნება ეს უფასო საცდელი პერიოდი, დროებითი ფასდაკლება, ახალი პროდუქტი, თუ სხვა რაიმე, მკაცრად და გაწერილად ახსენით რას სთავაზობთ მათ. მსგავსი მიდგომა დაგეხმარებათ იმ სეგმენტების დაინტერესებაში, რომლებსაც კარგად არ ესმით რას აკეთებთ, მაგრამ შეიძლება თქვენი სერვისები გამოადგეთ. ქოფი დაწერეთ გარკვეულ წილად როგორც ინსტრუქციის მსგავსი მოკლე მონახაზი, რომელიც დაეხმარება მომხმარებლებს თქვენი ორგანიზაციის ცენტრალური საქმიანობის უკეთ გარკვევაში.

ნოუთბუქის სურათი

3. მინიმალიზმი

ხარისხიანი ქოფისთვის სიტყვაუხვობა საკმაოდ სერიოზულ რისკებთანაა დაკავშირებული. საჭიროა ნებისმიერი ტიპის წინადადების ამოღება, რომელიც თქვენს მთავარ ნარატივს არ ეხმაურება. ამასთანავე, იფიქრეთ გარკვეული ქმედებისკენ ბიძგებაზე, ეს იქნება რაიმე ბლოგის წაკითხვა, გვერდის ნახვა, თუ სერვისების გამოწერა. დამატებით, გამოიყენეთ მოქმედებითი გვარი. მოკლე წინადადებები. მოკლე აბზაცები. ქოფი თქვენს სათქმელს ისე უნდა გადმოსცემდეს, რომ არ მოაწყინოს მკითხველი.


4. ლაკონურობა

აუდიტორიას ნუ გადაღლით ტექსტის ბლოკებით. პრაქტიკულად არავის აქვს იმისთვის დრო, რომ სხვადასხვა ქოფები იკითხოს. ეცადეთ ქოფის ფოკუსირება ცენტრალურ სათქმელზე ისე, რომ ძალიან არ გაწელოთ იგი სხვადასხვა დეტალებით. გაითვალისწინეთ, რომ მომხმარებლები მალე კარგავენ კონცენტრაციას და სხვა პრიორიტეტებიც აქვთ. მალევე დააინტრიგეთ და ასევე მალევე გადმოეცით სათქმელი.

დეკორაცია

5. ტრაბახი

ნებისმიერი ქოფი, რომელშიც კომპანია საკუთარ თავს აქებს, არასერიოზულია. გადააკეთეთ თქვენი მესიჯი ისე, რომ ფოკუსი იყოს იმ ღირებულებაზე, რომელსაც შესთავაზებთ მომხმარებლებს. მოთარგმნეთ თქვენი უპირატესობები მათ სარგებელად. იმის მაგივრად, რომ თქვენს უნიკალურ ექსპერტიზას გაუსვათ ხაზი, ცხადი გახადეთ, თუ როგორ დაეხმარება ეს ექსპერტიზა თქვენს გამომწერებს და მომხმარებლებს.

ეს ცვლილება პერსპექტივაში უფრო რეზონირებს მკითხველებთან და მეტად სანდო შთაბეჭდილებას უტოვებს მათ თქვენს ბრენზე. დაიმახსოვრეთ, საკუთარ თავს არ ყიდით, ყიდით იმ ხელსაწყოს, რომელიც მათ სჭირდებათ რაიმე მიზნებისთვის.

იკა

იკა