ხშირი UX შეცდომები

ხშირი UX შეცდომები
05 მაისი 2023     1550

ხშირი UX შეცდომები

როდესაც საქმე ვებსაიტის UX-ს ეხება საკმაოდ ბევრი ფაქტორი არის გასათვალისწინებელი. განლეგებიდან დაწყებული copy-თ დამტავრებული, თითოეული ასპექტი საკუთარ როლს თამაშობს მომხმარებელზე გავლენის მოხდებაში. სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრი გავრცელებული UX შეცდომა არსებობს რომლებიც ძირითადად რამდენიმე მთავარ პრინციპს ეხება.

ერთ-ერთი ყველაზე ბაზისური შეცდომა მომხმარებლის ინფორმაციის არ მოგროვებაა. კვლევები საფუძველია იმ გაგების, რომელიც საჭიროა თქვენი აუდიტორიის უკეთ გასაცნობად და იმის გასაგებად თუ რა სჭირდება მას თქვენგან. ამ ინფორმაციის გარეშე უბრალოდ გაუგებრობაში იქნებით. არააქვს მნიშვნელობა ეს ეხება მცირე თუ მასშტაბურ დეტალებს.

ამიტომაც, ხშირ-ხშირად და წინასწარ ჩაატარეთ სხვადასხვა კვლევები, ტესტები, ინტერვიუები, გამოკითხვები, ა.შ. გამოიყენეთ ეს ინფორმაცია რომ დიზაინთან მიმართებაში კონკრეტული დეტალები განსაზღვროთ. დიზაინი უპირველესყოვლისა უნდა მიემართებოდეს მომხმარებელს. ამ პოსტში უფრო დეტალურად გავარჩევთ მსგავს პრობლემებს და იმ გზებს, რომლებითაც მოახერხებთ მათთვის თავის არიდებას.


უხარისხო სტრუქტურა

ნავიგაცია UX-ის ქვაკუთხედია. სწორედ ნავიგაციითაა განპირობებული საჭირო ინფორმაციის პოვნა როდესაც მომხმარებელი თქვენს საიტზეა. სამწუხაროდ უხარისხო ნავიგაცია საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ხშირად მთავრდება აუდიტორიის გაღიზიანებით და მაღალი bounce მაჩვენებლებით.

კონტექსტუალურად შეხამებული იარლიყები გამოიყენეთ, ისე რომ ინფორმაციის სრულად გადმოცემა ხერხდებოდეს. სათანადოდაა საჭირო შეაფასოთ ის, რომ პატარა მისკომუნიკაციაც დიდ პრობლემებს იწვევს ამ საკითხში. შეეცადეთ ისეთი ნავიგაციის bar ან მენიუ გამოიყენოთ, რომელიც თანმიმდევრულია მთლიან საიტზე. საიტის ნავიგაცია სქემატურად გაშალეთ და გაითვალისწინეთ მომხმარებლებისთვის წარდგენილი შესაძლო ვარიანტები. და კიდევ, ნუ დაგავიწყდებათ ამ ყველაფრის ნამდვილ ადამიანებზე გატესტვა.

დაახლოებით იგივე მიზეზების გამო, გადატვირთული განლაგებაც მარტივი გზაა რომ ცუდი შთაბეჭდილება დატოვოთ აუდიტორიაზე. თუ ზედმეტად ბევრი რამაა ჩატეული ერთ მონაკვეთზე ან ვებ-გვერდზე, დაბნეულობის ან დათრგუნვის შანსიც იზრდება. ვიზიტორები შეიძლება საერთოდ ვერ მიხვდნენ რა უნდა გააკეთონ.

გამოიყენეთ საკმაო white space იმისათვის რომ კონტენტს ხელი არ შეეშალოს. გადაამოწმეთ ის თუ რამდენად კვეთრადაა გამოყოფილი CTA-ები, რამდენად ადვილია მათი პოვნა. ვიზუალურ ელემენტებსაც ნუ მოერიდებით ტექსტის დიდი ბლოკების დასაყოფად.


ლეპტოპის სურათი


უხარისხო ქოფირაითინგი

ქოფირაითინგი UX-ის გადამწყვეტი ნაწილია. ქოფირაითინგია განსხვავება აბსოლუტურად უინტერესო და დამაინტრიგებელ ვებსაიტს შორის. აქაც, საკმაოდ მარტივი შეცდომები არსებობს, რომელსაც ვებსაიტების უმეტესი ნაწილი მაინც უშვებს.

საძიებო სისტემებისთვის და არა ადამიანებისთვის წერა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი შეცდომაა რასაც ვაწყდებით ქოფირაითინგში. საკვანძო სიტყვების დართვა რასაკვირველია მნიშნელოვანია, მაგრამ UX-ს ხარჯზე ეს ბუნებრივია არასდროს უნდა მოხდეს. საკვანძო სიტყვებით გავსებული ქოფის წერა რთულად გასაგებს ხდის იმ მესიჯს, რომელიც გინდათ რომ აუდიტორიას გააგებინოთ.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა რაც კი შეგიძლიათ დაუშვათ არის ზედმეტად ფორმალური ქოფის დაწერა. ბუნებრივია გარკვეულ დონეზე მნიშვნელოვანია რომ პროფესიონალურად იყოს დაწერილი იგი, თუმცა ხიბლი და დიალოგური ტონი არ უნდა დაიკარგოს. ამიტომ სადაც შეგიძლიათ პატარა ცვლილებები შეიტანეთ.

გამოიყენეთ მოკლე-მოკლე აბზაცები და წინადადების სიგრძე ხშირად ცვალეთ. ერიდეთ ჟარგონებს და ტექნიკურ ტერმინებს. არ უგულებელყოთ ჰედერები და sub-ჰედერები. ისინი მნიშნელოვანი ინდიკატორებია მათთვის ვინც უბრალოდ სკანავს გვერდს. ე.ი., პრაქტიკულად ყველასთვის.


კლავიატურია, წერა.


ხელმისაწვდომობის უგულებელყოფა

ხელმისაწვდომობა UX-ის მეტად იგნორირებული ნაწილია, თუმცა ის აუცილებელი რომ ყველას შეეძლოს თქვენი ვებსაიტის ან აპლიკაციის გამოყენება. ხელმისაწვდომობის გარეშე, რისკავთ სხვადასხვა ტიპის მომხმარებლების გარიყვას და ეს მხოლოდ ქმედუუნარო ხალხს არ ეხება. უბრალოდ არ არსებობს კარგი მიზეზი ხელმისაწვდომობის დასაიგნორებლად, განსაკუთრებით დღესდღეობით.

დავიწყოთ მარტივად. ორი რამ რაც უკვე ვახსენეთ და რომლებსაც უარყოფითი გავლენა აქვთ ხელმისაწვდომობაზე ჩახლართული ნავიგაციური სქემები და არასწორი ჰედერებია. ზუსტად ასევე მარტივადაა საქმე კონტრასტთან, რომელიც ქმედუუნარო ხალხს ეხმარება ტექსტის უკეთ გარჩევაში.

დამატებით, ალტ-ტექსტიც გასათვალისწინებელია, რომელიც უმნიშვნელოვანესია იმ ხალხისთვის, ვინც screen reader-ებს იყენებს. ალტ-ტექსტის არ დართვა ურთულებს ბევრს საქმეს, ზოგისთვის კი საიტს გამოუსადეგარს ხდის. თქვენი SEO მაჩვენებლებიც ზიანდება ამით. მხოლოდ 10 წამია საჭირო, გულგრილად ნუ მიუდგებით.


დეკორაცია


დასკვნა

ვებ-დიზაინის ყველა დეტალის გათვალისწინება ბევრისთვის დამთრგუნველია, თუმცა ზოგადი პრინციპების გაგება ძალიან დაგეხმარებათ. მათი მეშვეობით აღარ იქნება დამაბნეველი სხვადასხვა ტიპის შეცდომები, პოტენციური თუ აქტუალური.

უბრალოდ გახსოვდეთ საწყისები. თქვენი ვებსაიტი იმისთვისაა, რომ ინფორმაციის გამტარი იყოს ან სერვისები და პროდუქტები გაყიდოს. ამიტომაც, მომხმარებლებს უნდა მისცეთ საშუალება, რომ ეს ყველაფერი უმტკივნეულოდ გააკეთონ.

ბლოგების კითხვა უნდათ? მაშინ ჩაყარეთ მეტი ლინკი. უნდათ თქვენზე მეტი ინფორმაციის გაგება? ანახეთ თქვენი პროექტები და აღუწერეთ საკუთარი ღირებულებები. რაღაცის ყიდვა უნდათ? მარტივი და ინტუიციური გახადეთ ყიდვა.

იკა

იკა